Author: gem

Home gem
პედიატრიული სიცოცხლის გადარჩენის საბაზისო ალგორითმი ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის
Post

პედიატრიული სიცოცხლის გადარჩენის საბაზისო ალგორითმი ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის

ავტორი: ნანო შვანგირაძე შესავალი ამ სტატიაში განხილული თემები ეხება პედიატრიულ სიცოცხლის გადარჩენის საბაზისო ალგორითმს  (ΒLS), რომელიც განკუთვნილია ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის. ეპიდემიოლოგია და გადარჩენის მაჩვენებელი გულის გაჩერების ადრეული ამოცნობა და მკურნალობა აუმჯობესებს გადარჩენის მაჩვენებელს, როგორც  ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. ჯანდაცვის პროფენსიონალის ან მაშველების მიერ წარმოებული ეფექტური პედიატრიული BLS წარმოადგენს წარმატებული რეანიმაციის საფუძველს. გულის გაჩერება – გულის გაჩერება არის...

რა არის კრუპი?
Post

რა არის კრუპი?

ავტორი: ნანო შვანგირაძე “კრუპი” არის ტერმინი, რომელსაც ექიმები იყენებენ ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქციის (შევიწროების, დახშობის) გამოხატვისთვის  (სურათი 1). კრუპი ხშირია 6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში და იშვიათად გვხვდება 6 წლის შემდეგ. კრუპი გამოვლინდება მყეფავი ხველით. ბავშვების უმეტესობაში კრუპი თვითლიმიტირდება ანუ თავისით ქრება. მაგრამ კრუპით დაავადებულ ზოგიერთ ბავშვს ესაჭიროება ექიმის კონსულტაცია.  სურათი 1. რა სიმპტომები...

ნიშნები, რომელებიც მიუთითებს, რომ თქვენ პატარას აუტიზმი არ აქვს!
Post

ნიშნები, რომელებიც მიუთითებს, რომ თქვენ პატარას აუტიზმი არ აქვს!

ავტორი – ნანო შვანგირაძე განვითარების შეფერხება ყოველთვის არ ნიშნავს აუტიზმს!!! ისევე, როგორც არსებობს ნიშნები, რომლებიც ეჭვს აღძრავს, რომ თქვენი შვილს შეიძლება  აუტიზმი ჰქონდეს, ასევე არსებობს განვითარების საერთო ნიშნები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ თქვენს პატარას აუტიზმი არ აქვს. – ბავშვი, რომელიც რეაგირებს თავის სახელზე,  იმეორებს თქვენს მიერ ნათქვამ სიტყვებს და  ხელს გიქნევთ დამშვიდობებისას ნაკლებად სავარაუდოა, რომ...

ტროპონინის მაღალი დონე ზრდასრულებში – ლაბორატორიული ინტერპრეტაცია
Post

ტროპონინის მაღალი დონე ზრდასრულებში – ლაბორატორიული ინტერპრეტაცია

ავტორი- მარიამ თურმანაული შეფასება:კარდიული ტროპონინი I (cTnI) და კარდიული ტროპონინი T (cTnT) არის სტრუქტურული ცილები, რომლებიც მდებარეობს გულში და მონაწილეობს გულის კუნთის შეკუმშვის რეგულირების მექანიზმში.  ნებისმიერი სახის მიოკარდიული დაზიანების შემდეგ ხდება გულის კარდიული ბიომარკერების სისხლში გამოთავისუფლება. სამედიცინო დაწესებულებები ლაბორატორიული კვლევებისთვის იყენებენ როგორც კარდიულ ტროპონინ I-ს (cTnI), ისე კარდიული ტროპონინ T-ს (cTnT). აღსანიშნავია, რომ უმეტესი კლინიკური...

ნეფროზული სინდრომი
Post

ნეფროზული სინდრომი

ავტორი: ნანო შვანგირაძე ნეფროზული სინდრომი გლომერულური დაავადებებისათვის პათოგნომური მდგომარეობაა, ის კლინიკურად გამოვლინდება 5 მახასიათებლით. პაციენტებს შესაძლოა ჰქონდეთ ნეფროზული სინდრომი თირკმლის შენახული ფუნქციით, მაგრამ თუ  ნეფროზული სინდრომი გახანგრძლივდა, მაშინ უმეტეს პაციენტს უყალიბდება პროგრესული თირკმლის უკმარისობა. იმისგან დამოუკიდებლად, არის თუ არა თირკმლის ფუნქციის დაკარგვის რისკი, ნეფროზულ სინდრომს აქვს მოგვიანებითი ეფექტები, რომელებიც უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. ზოგიერთ შემთხვევებში...

ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი პედიატრიულ ასაკში – მიმოხილვა
Post

ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი პედიატრიულ ასაკში – მიმოხილვა

სტატიის ავტორი: ეკა ნახუცრიშვილი Milena Fraustro, MD, Melissa Clemente, MD Nicklaus Children’s Hospital, Miami, Florida ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (HUS) შეძენილი თირკმლის მწვავე დაზიანების, ავადობისა და სიკვდილიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია პაციენტებში. პედიატრებმა უნდა იცოდნენ ჰემოლიზურ ურემიული სინდრომის (HUS-ის) ახალი ნომენკლატურა, ასევე ამ დაავადების სხვადასხვა ნიშნები და სიმპტომები, რათა მკურნალობა დროულად იქნეს დაწყებული. მიზნები:ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მკითხველს...

სიცოცხლის გადარჩენის საბაზისო ალგორითმი (BLS)
Post

სიცოცხლის გადარჩენის საბაზისო ალგორითმი (BLS)

ამერიკის გულის ასოციაციამ (AHA) რამდენიმე სხვადასხვა მსხვილ სამედიცინო ორგანიზაციასთან კოლაბორაციაში, გამოაქვეყნა  COVID 19-ით დაავადებული ადამიანების   გულ-ფილტვის რეანიმიაციის (CPR)  ჩატარებისათვის მოწოდებული შუალედური გაიდლაინები. ეს გაიდლაინები ასევე უნდა იქნეს გამოყენებული ყველა პაციენტთან, ვისი გულის გაჩერების მიზეზიც უცნობია. ჩამოყალიბებული უნდა იყოს სისტემები და პროცედურები, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი დროში შეფერხებები სიცოცხლის გადასარჩენად. COVID 19-თან დაკავშირებულ გაიდლაინებში ხაზგასმულია კლინიცისტთა...

მედიკამენტის გენერიკული სახელწოდება VS ბრედული სახელწოდება.
Post

მედიკამენტის გენერიკული სახელწოდება VS ბრედული სახელწოდება.

სტატიის ავტორი – ნინო ბალანჩივაძე რამდენი სახელწოდებით გვხვდება  რეცეპტით გასაცემი  მედიკამენტები ?  რეცეპტით გასაცემ მედიკამენტებს სულ მცირე 2 სხვადასხვა:  გენერიკული და ბრენდული სახელწოდება აქვს. მაგალითად, მედიკამენტის გენერიკული  სახელწოდებაა “მეთფორმინი”, რომელიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ ,  გვხვდება  ბრენდული სახელწოდებით,  როგორც “სიოფორი”.  ასევე სხვადასხვა სახელს ატარებს  ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტებიც. რა არის წამლის გენერიკული სახელწოდება? ეს არის წამლის მოქმედი, აქტიური ნივთიერების სახელი. რა არის წამლის ბრენდული სახელწიდება? ბრენდულია სახელწოდება, რომელსაც...

ჭრილობა
Post

ჭრილობა

  თუ ტრავმული დაზიანება აღინიშნება კისერზე ან თავზე იხ. შესაბამისი პროტოკოლი. მნივნელოვანი ანამნეზური მონაცემები: MAPLES -ანამნეზი       M – მიმდინარე მედიკამენტები A. ალერგია (მაგ. ანესთეზიურ საშუალებებზე დენტალური პროცედურების დროს)       P – წარსული ანამნეზური მონაცემები       L- ცხოვრების ანამნეზი      E- ალკოჰოლი      S- თამბაქო ისტორია 1. როდის განვითარდა ჭრილობა 2. რას აკეთებდა ჭრილობის მიღების...

როგორ ავიცილოთ თავიდან მოწამვლა?
Post

როგორ ავიცილოთ თავიდან მოწამვლა?

ის რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ !!! არასოდეს უთხრათ ბავშვს, რომ წამალს კანფეტის გემო აქვს !!! სახლში ბევრი ნივთიერება შეიძლება იყოს შხამიანი, განსაკუთრებით, თუ არასწორად გამოიყენებთ ან ბავშვი აღმოაჩენს მას. რისკების გაცნობით თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მედიკამენტების უსაფრთხოება: 1. შეინახეთ ყველა მედიკამენტი – რეცეპტით და ურეცეპტოდ – კარადაში უსაფრთხოების საკეტის გამოყენებით. 2. ბავშვებს შეუძლიათ სიმაღლეზე ასვლა სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით,...