ჰიპერტენზია: „ძველი ჩუმი მკვლელი“ კვლავ აქტიურია

ჰიპერტენზია: „ძველი ჩუმი მკვლელი“ კვლავ აქტიურია

სტატია ნათარგმნია ამერიკული სამედიცინო ჟურნალიდან. თარგმნა: ნანო შვანგირაძე

ახალი კლინიკური გამოწვევები.

ჰიპერტენზია დიდი ხანია ცნობილია როგორც „ჩუმი მკვლელი“, რადგან პაციენტების უმეტესობა ვერ აცნობიერებს საკუთარ მდგომარეობას მანამ, სანამ ის არ გამოიხატება მიოკარდიუმის ინფარქტით ან ინსულტით. აშშ-ში ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 45%-ს აღენიშნება ჰიპერტენზია, ხოლო 40 წელს გადაცილებულებში მეტაბოლური სინდრომი — 40%-ში ვლინდება.

მეტაბოლური სინდრომი, რომელიც მოიცავს ცენტრალურ სიმსუქნეს, მაღალი ტრიგლიცერიდებს, დაბალ HDL-ქოლესტერინს, გლუკოზას მაღალ მაჩვენებელს უზმოზე და ჰიპერტენზიას, წარმოადგენს მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის ერთ-ერთ მთავარ რისკფაქტორს.

არაკონტროლირებული ჰიპერტენზია მნიშვნელოვანი პრობლემაა, როგორც აშშ-ში, ისე მსოფლიოში. ადრე, ჰიპერტენზიის აღმოჩენის და მკურნალობის სიჩქარე ძალიან დაბალი იყო: პაციენტების მხოლოდ 50%-მა იცოდა თავის მდგომარეობის შესახებ, მათი ნახევარი მკურნალობდა, ხოლო მკურნალობის მიმღებთა მოხოლოდ ნახევარი იღებდა ეფექტურ თერაპიას. დღევანდელი მონაცემებით, ინფორმაბელურობა 54%-ია, აქტიური მკურნალობა ხდება 40%-ში, ხოლო საკმარისად კონტროლირებულია  — მხოლოდ 21%-ში.

მკურნალობა და პრევენცია

ჰიპერტენზიის მართვა მოიცავს თერაპიულ ცვლილებებს ცხოვრების წესში (მაგალითად, წონის შემცირება, ფიზიკური აქტივობის გაზრდა, მარილის შემცირება) და მედიკამენტურ თერაპიას. უმეტეს შემთხვევაში ეფექტის მისაღწევად საჭიროა ორი ან სამი პრეპარატის კომბინაცია, რადგან ერთი მედიკამენტის მაქსიმალური დოზაც კი მხოლოდ 50%-შია ეფექტური. ფართომასშტაბიანი კვლევები, მაგალითად ALLHAT, აჩვენებს, რომ კლინიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს დიურეტიკებს, ACE ინჰიბიტორებს, ARB-ებს და კალციუმის არხების ბლოკატორებს.

რანდომიზებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ მედიკამენტური თერაპია საშუალოდ 4–5 მმ ვერცხლისწყლის სვეტით ამცირებს არტერიულ წნევას, რაც იწვევს მიოკარდიუმის ინფარქტის რისკის დაახლოებით 14%-ით და ინსულტის რისკის 42%-ით შემცირებას. უფრო მეტიც, SPRINT trial აჩვენებს, რომ სისტოლური არტერიული წნევის სამიზნე 120 მმ ვერცხლისწყლის სვეტი მნიშვნელოვნად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა შემთხვევებს, 140 მმ სვეტთან შედარებით.

თვითმონიტორინგი და საზოგადოებრივი მიდგომები

ჯანდაცვის მუშაკებმა და პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ არტერიული წნევა ცვალებადია დღის განმავლობაში, ამიტომ რეკომენდებულია წნევის გაზომვა ყოველ დილით და საღამოს, საშუალო მნიშვნელობების გათვალისწინებით სამ გაზომვაზე, ერთმანეთისგან 5 წუთის ინტერვალით. ამერიკის გულის ასოციაცია და კარდიოლოგიის კოლეჯი რეკომენდაციას უწევენ Omron-ის არტერიული წნევის საზომ მოწყობილობებს.

საზოგადოებრივი და დიეტური ცვლილებები, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და მრავალპრეპარატიანი თერაპია უსაფრთხო და ეფექტურია არტერიული წნევის კონტროლისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისი წნევაც აღემატება 130/80 მმ ვერცხლისწყლის სვეტს, ხოლო მკურნალობა იწყება წნევის ≥140/90 მმ სვეტზე.

შეჯამება: მიუხედავად იმისა, რომ არაკონტროლირებული ჰიპერტენზია კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება, მკაცრი და თანმიმდევრული ყურადღება ცხოვრების წესზე, მედიკამენტურ თერაპიაზე და ადრეულ გამოვლენაზე ქმნის რეალურ შესაძლებლობას „დავამარცხოთ ძველი ჩუმი მკვლელი“.