ავტორი: ნინო ბალანჩივაძე
ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც პანკრეასი საერთოდ არ გამოიმუშავებს ან ძალიან მცირე რაოდენობით გამოიმუშავებს ინსულინს. ინსულინი ეხმარება ორგანიზმს გლუკოზის ენერგიის წყაროდ გამოყენებაში.

პანკრეასი კუჭის უკან მდებარე ჯირკვალია, რომელიც წარმოქმნის ჰორმონებს და მომნელებელ წვენებს, რაც ორგანიზმს საკვების გადამუშავებაში ეხმარება.
გლუკოზა წარმოადგენს შაქარს, რომლის უმეტეს ნაწილს ადამიანი იღებს საკვების მეშვეობით. ინსულინი ეხმარება გლუკოზას უჯრედებში მოხვედრაში, სადაც ხდება მისი გადამუშავება ენერგიის წყაროდ, ან შესაძლოა მოხდეს მისი დამარაგება შემდგომი გამოყენებისთვის.
ინსულინის გარეშე გლუკოზის (შაქრის) დონე სისხლში ძალიან მაღალა იწევს, რაც დროთა განმავლობაში საზიანო ხდება ადამიანის ორგანიზმისთვის.
შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული მდგომარეობა, რომლის მართვა შესაძლებელია ცხოვრების წესის კორეგირებით და მედიკამენტოზური მკურნალობით.
ტიპი 1 დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის ინსულინის მიღება მკურნალობის აუცილებელი კომპონენტია. იგი ახდენს ორგანიზმის მიერ გამიმუშავებული ინსულინის ჩანაცვლებას და ეხმარება ორგანიზმს მიაღწიოს სისხლში შაქრის ნორმალურ ან თითქმის ნორმალურ დონეს და თავიდან აგვარიდებს ან მინიმალურამდე ამცირებს მაღალი შაქრით გამოწვეულ შემდგომ გართულებებს.
არსებობს მრავალი განსხვავებული ტიპის ინსულინი, რომელთაც შეუძლია წარმატებით მოახდინოს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზება, რაც დამოკიდებულია სხვადასხვა ინდივიდუალურ ფაქტორზე. ცოდნის გაღრმავებით, დიაბეტის მქონე ადამიანებს შეუძლიათ იცხოვრონ სრულფასოვანი ცხოვრებით და შეინარჩუნონ სისხლში გლუკოზის მისაღები დონე.
ინსულინის გამოყენების დაწყება
ტიპის 1 დიაბეტის მქონე ყველა ადამიანს სჭირდება ინსულინით მკურნალობა, რადგან ამ დროს პანკრეასი საერთოდ არ გამოიმუშავებს ან ძალიან მცირე რაოდენობით გამოიმუშავებს ინსულინს. ინსულინი ინიშნება კანქვეშ, ერთჯერადი ინექციის ან განუწყვეტლივ რეჟიმში ინსულინის ტუმბოს საშუალებით.
დოზირება – როდესაც ადამიანი პირველად იწყებს ინსულინის გამოყენებას შესაბამისი დოზის პოვნას გარკვეული დრო სჭირდება, რაშიც მკურნალი ექიმი დაეხმარება. საჭიროა სისხლში შაქრის განსაზღვრა დღეში რამოდენიმეჯერ ან შაქრის დონის განსაზღვრისთვის ვიყენებთ გლუკოზის მონიტორს (CGM).
ცხოვრების მანძილზე, ხშირად საჭირო ხდება ინსულინის დოზის კორეგირება. არსებობს გარკვეული ფაქრორები, რომლებიც გავლენას ახდენს ისნულინის რაოდენობაზე, მაგ: წონა, კვების რეჟიმი, ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე ორსულობა. მნიშვნელოვანია რომ აქტივობის დონისა და სამუშაო გარემოს ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ინსულინის რაოდენობაზე.
ადამიანების უმეტესობა თავად არეგულირებს ინსლინის საჭირო დოზებს, თუმცა აუცილებელია 3-6 თვეში ერთჯერ ექიმის კონსულტაცია.
ინსულინის ტიპები — არსებობს ინსულინის რამდენიმე სახეობა. ეს ტიპები კლასიფიცირდება იმის მიხედვით, თუ რამდენად სწრაფად იწყებს ინსულინი მოქმედებას და რამდენხანს რჩება აქტიურ მდგომარეობაში:
● სწრაფი მოქმედების ინსულინი, მაგ:
•ინსულინ ლისპრო ( ბრენდული სახელწოდება: Αdmelоg, Нсmalog)
•ინსულინ ასპარტი (ბრენდული სახელწოდება: Fiаsр, НоvоLog)
•ინსულინის გლულიზინი (ბრენდული სახელწოდება: Αpidrа)
●ხანმოკლე მოქმედების ინსულინი, მაგ:
ინსულინ რეგულარი (ბრენდული სახელწოდება (Humulin R)
●შუალედური მოქმედების ინსულინი, მა.:
•ინსულინი NPH (ბრენდული სახელწოდება: Humulin N)
•ინსულინ ლისპრო პროტამინი (შერეული სწრაფი მოქმედების ინსლინ ლიზპროსთან. ბრენდული სახელი: Humalοg Mix])
•ინსულინ ასპარტატ პროტამინი (შერეული სწრაფი მოქმედების ინსულინ ასპარტთან [ბრენდული სახელი: Novоlοg Mix])
●ხანგრძლივი მოქმედების ინსულინი, მაგ:
•ინსულინი გლარგინი (ბრენდული სახელწოდება: Βaѕaglаr, Lаոtus, Sеmglеe)
•ინსულინ დეტემირი (ბრენდული სახელწოდება: Levemir, შუალედურიდან ხანგრძლივ მოქმედებამდე; შეიძლება საჭირო გახდეს მისი გამოყენება დღეში ორჯერ)
●ძალიან ხანგრძლივი მოქმედების ინსულინი მაგ.:
•ინსულინ დეგლუდეკი (ბრენდული სახელწოდება: Tresiba)
•ინსულინ გლარგინი 300 ერთეული/მლ (ბრენდული სახელწოდება: Τοuϳeo)
ინსულინის უმეტესობა მიეწოდება კონცენტრაციით 100 ერთეული მილილიტრზე. ასევე არსებობს ინსლინის უფრო კონცენტრირებული ფორმები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სისხლში მაღალი შაქრის (ჰიპერგლიკემიის) სამართავად.
ინსულინის რეჟიმები
ინსულინის ინტენსიური მკურნალობა დაგეგმილია ისე, როგორც ჯანსაღი პანკრეასის მუშაობისას იმიტაცია. ინსულინის ინტენსიური თერაპია რეკომენდირებულია ტიპი 1 დიაბეტის მქონე ადამიანების უმეტესობისთვის, თუმცა უფრო მარტივი ინსულინით მკურნალობა შეიძლება მაინც იყოს მოწოდებული ზოგიერთი ადამიანისთვის.
ინტენსიური ინსულინით მკურნალობა – ინტენსიური ინსულინით მკურნალობა საუკეთესო გზაა სისხლში შაქრის ნორმალურთან მიახლოებული მდომარეობის შესანარჩუნებლად. პაციენტებს ენიშნებათ დღეში სამი ან მეტი ინსულინის ინექცია ან ინსულინის ტუმბოს გამოყენება დასაჭიროა სისხლში ხშირი შაქრის რაოდენობის განსაზღვრა. სისხლში შაქრის შემოწმება მნიშვნელოვანია რათა დარწმუნდეთ, რომ მისი რაოდენობა ნორმასთან ახლოსაა და არ დაიწია სახიფათო ნიშნულამდე (ჰიპოგლიკემია). ინსულინით მკურნალობის რეჟიმი შერჩევისას უნდა იყოს გათვალისწინებული სამუშაოს ან სკოლის განრიგი, კვების დრო, ვარჯიშის განრიგი და ხარჯები.
ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზის დადგენისთანავე ინტენსიური ინსულინოთერაპიით მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია რაც შეიძლება მალე. თუმცა, მკურნალობის ამ სქემას შდეგი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პაციენტს კარგად გააზრებული ექნება მკურნალობის რეჟიმი.
სხვადასხვა ინტენსიური მკურნალობის რეჟიმები უზრუნველყოფენ ინსულინის, როგორც საბაზისო ან „ბაზალურ“ მიწოდებას, რომელიც მიზნად ისახავს დღე-ღამის განმავლობაში ინსულინის დაბალ დონეზე მიწოდებას, რომელიც შეძლებს შეინარჩუნოს სისხლში შაქრის ნორმასთან მიახლოებული ნორმა მაშინ როცა არ ჭამთ. დანარჩენი ინსულინი მიიღება ჭამის წინ, როგორც ეგრეთ წოდებული “bolus” ან “prandial “ ინსულინი, რომელიც ინარჩუნებს სისხლში შაქრის დონეს ჭამის შემდეგ.
უპირატესობები – ინსულინის ინტენსიური მკურნალობა მიზნად ისახავს სისხლში შაქრის რაოდენობის მართვის გაუმჯობესებას, რომელიც აუმჯობესებს პაციენტების ყოველდღიურ გუნება -განწყობილებას და ამცირებს ჯანმრთელობის გართულებების რისკებს ცხოვრების მანძილზე.
გამოწვევები – ინტენსიური ინსულინით მკურნალობისას:
● დაგჭირდებათ თქვენი ყოველდღიური აქტივობების კოორდინირება, რას ჭამთ, რამდენს და როდის ვარჯიშობთ, ასევე დაგჭირდებათ სისხლში შაქრის ხშირი შემოწმება (დღეში ოთხჯერ ან მეტჯერ) ან გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) მოწყობილობის გამოყენება.
●არსებობს სისხლში შაქრის დაბალი ეპიზოდების რისკი, ამიტომ თქვენ უნდა ისწავლოთ ჰიპოგლიკემიის პრევენცია, ამოცნობა და მკურნალობა.
●ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ადგილი ქონდეს წონაში მატებას, რასაც ვარჯიში აფერხებს.
●ინტენსიური ინსულინით მკურნალობა უფრო ძვირია, ვიდრე მარტივი ინსულინით მკურნალობა, თუმცა სახელმწიფოების უმეტესობა დაზღვევისაგან მოითხოვს ნაწილობრივ მაინც დაფაროს ინსულინი და ტესტირება, მარაგები და მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია მკურნალობისთის.
მოტივაციის შენარჩუნება — ინსულინით ინტენსიური მკურნალობა ადამიანებისგან მოითხოვს დიდ ყურადღებას, რამაც ზოგიერთში შეიძლება მოტივაციის დაკარგა გამოიწვიოს. ჯანდაცვის პროვაიდერებს შეუძლიათ მისცეს ადამიანებს რჩევები და დარიგებები, რათა შეინარჩუნონ მკურნალობის სწორი რეჟიმი.
ინსულინის ინექცია
ინსულინი კეთდება კანქვეშ ინსულინის კალმის, ინჯექტორის ან ნემსისა და შპრიცის გამოყენებით. ასევე ინსულინის მიწოდება შესაძლებელია ინსულინის ტუმბოს საშუალებით. ინსულინის ინექციის გაკეთბა შესაძლებელია სურათზე (სურათი N2) ნაჩვენებ დაჩრდიდლულ ადგილებზე. შესაძლებელია არეების ცვლა ყოველ ჯერზე, რომ არ მოხდეს ერთი და იგივე ადგილის მრავალჯერ გამოყენება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ინსულინი ხელებზე და ფეხებზე ინექციასთან შედარებით მუცელში შეყვანისას უფრო სწრაფად ხვდება სისხლში.
სურათი N2

პაციენტებმა და მათმა მშობლებმა ან მზრუნველებმა უნდა ისწავლონ ინსულინის გაკეთება. ახალშობილებს და მცირეწლოვან ბავშვებს დასჭირდებათ მშობელები ან დამხმარე ინსულინის გასაკეთებლად, მაგრამ უფროსი ასაკის ბავშვების უმეტესობას თავად შეუძლიათ გაიკეთონ ინექციები.
ინსულინის კალმის ინჯექტორები — კალამი ინჯექტორები უფრო მოსახერხებელია სატარებლად და გამოსაყენებლად, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი სახლიდან შორს იმყოფება. მათი უმეტესობა დაახლოებით დიდი საწერი კალმის ზომისაა, რომელშიც მოთავსებულია კარტრიჯი, რაც შეიცავს ინსულინს, მასზე განთავსებულია დოზირების ციფერბლატი და ინექციისათვის საჭირო ღილაკი. (სურათი 3)
სურათი N3

ყოველი ინექციის წინ კალამზე უნდა დამაგრდეს ახალი ნემსი. ნემსები იყიდება კალმებისგან განცალკევებით. აკრძალულია ინსულინის ნემსის კალმების სხვა ადამიანისთვის გაზიარება, მაშინაც კი, თუ კალამზე ახალი ნემსია დამაგრებული. ინექციის გაკეთების ტექნიკა მსგავსია ნემსისა და შპრიცის გამოყენებისას გამოსაყენებელი ტექნიკისა.
კალმები განსაკუთრებით სასარგებლოა ინსულინის ძალიან მცირე დოზების ზუსტი ინექციისთვის და შესაძლოა უფრო მარტივი გამოსაყენებელი იყოს ცუდი მხედველობის მქონე პირებისათვის. ზოგადად, კალმები უფრო ძვირია, ვიდრე ტრადიციული შპრიცები და ნემსები.
ჭკვიანი ინსულინის კალმები და თავსახურები — “ჭკვიან” ინსულინის კალმის ინჯექტორებს გააჩნიათ დამატებითი ფუნქციები. მათ შეუძლიათ მიიღონ გლუკოზის მონაცემები ზოგიერთი უწყვეტი გლუკოზის მონიტორის (CGM) მოწყობილობებიდან და სისხლში გლუკოზის მრიცხველებიდან. ასევე შეუძლიათ დაუკავშირდნენ სმარტფონის კონკრეტულ აპებს, რომლებიც საშუალებას აძლევს ადამიანს თვალყური ადევნოს ინსულინის დოზებს, პაციენტს ეხმარება ინსულინის დოზის გამოთვლაში, აწვდის შეხსენებითი სიგნალებს და გაფრთხილებებს და ასევე ქმნის ანგარიშებს.
ნემსი და შპრიცი – ნემსი და შპრიცი უნდა გამოიყენოთ ფლაკონიდან ინსულინის ამოსაღებად და კანქვეშ შესაყვანად. ნემსი შეყვანილი უნდო იყოს სწორი კუთხით; ინექციისთვის საუკეთესო კუთხე დამოკიდებულია სხეულის ტიპზე, სად აკეთებთ მას და ასევე ნემსის სიგრძეზე. ძალიან ღრმა ინექციისას შესაძლოა ინსულინი მოხვდეს კუნთში, საიდანაც იგი ძალიან სწრაფად შეიწოვება. ზედაპირული ინექციის დროს ინსულინი თავსდება კანქვეშ, რაც მტკივნეულია და ამცირებს მის სრულ შეწოვას.
ფლაკონიდან ინსულინის ამოღება
ფლაკონიდან ინსულინის ამოღება– არსებობს მრავალი სხვადასხვა ტიპის შპრიცი და ნემსი, ამიტომ უმჯობესია მიიღოთ კონკრეტული ინსტრუქციები ექიმისგან ან მედდისგან. ძირითადი ინფორმაცია მოცემულია ცხრილში (ცხრილი 1).
ცხრილი N1
შეაგროვეთ საინექციო საშუალებები, მათ შორის ინსულინის ფლაკონები, შპრიცი, ალკოჰოლის ტამპონი და დიაბეტის ჟურნალი. თუ იყენებთ ფლაკონს და შპრიცს, დარწმუნდით, რომ იყენებთ სწორ შპრიცს თქვენი ტიპის ინსულინის მიხედვით (თუ იყენებთ U-500 ინსულინს, გამოიყენეთ სპეციალურად მონიშნული შპრიცი). დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით ან გაიწმინდეთ ალკოჰოლის სპეციალური შემცველი ხელის გელით. |
გაწმინდეთ ინსულინის ფლაკონის თავსახურის რეზინის ზედა ნაწილი ალკოჰოლური ტამპონით. ინსულინის ახალ ფლაკონებს შეიძლება ჰქონდეს მყარი პლასტმასის თავსახური, რომელიც უნდა მოიხსნას რეზინის ზედაპირის გამოსაჩენად. |
მოხსენით შპრიცს თავსახური. გამოწიეთ დგუში, რათა შპრიცში შეიყვანოთ გასაკეთებელი ინსულინის ტოლი ჰაერი. მაგალითად, თუ 10 ერთეული ინსულინი უნდა გაიკეთოთ, აიღეთ 10 ერთეული ჰაერი. |
ჩადეთ ნემსი ინსულინის ფლაკონში და დააწექით დგუშს, შეუშვით ჰაერი ფლაკონში. თუ გამოიყენება გამჭვირვალე და მღვრიე ინსულინი, ჯერ ჰაერი შეიყვანეთ მღვრიე ინსულინში, შემდეგ კი გამჭვირვალე ინსულინში. ნემსი დატოვეთ გამჭვირვალე ინსულინის ფლაკონში |
დაიჭირეთ ფლაკონი ერთი ხელით და გადმოაყირავეთ, ნემსი დატოვეთ ფლაკონის შიგნით და ნელა გაწიეთ დგუში უკან, რათა ინსულინი სწორი დოზით შეიყვანოთ შპრიცში. |
საჭიროების შემთხვევაში გამოდევნეთ ბუშტები შპრიციდან. ბუშტები საზიანო არ არის კანქვეშ შეყვანის შემთხვევაში, მაგრამ მათ შეუძლიათ შეამცირონ ინსულინის რაოდენობა შპრიცში და პოტენციურად იმოქმედონ სისხლში გლუკოზის დონეზე. |
გამოიღეთ ინსულინი ფლაკონიდან ნელა და თანაბრად. შპრიცში ბუშტები წარმოიქმნება მაშინ თუ დგუშს ძალიან სწრაფად გამოქაჩავთ. თუ ბუშტუკები გაჩნდება შპრიცში, დააბრუნეთ ინსულინი ფლაკონში და ხელახლა ნელა გამოიტანეთ მედიკამენტი. გაიმეორეთ ეს პროცედურა იმდენჯერ სანამ შპრიცში ბუშტები არ გაქრება. |
ამოიღეთ შპრიცში ინსულინის ორი ერთეულით მეტი რაოდენობა ვიდრე საჭიროა. თუ ბუშტუკები გაჩნდება, დაატრიალეთ შპრიცი შუა თითით და ცერით, რათა ბუშტებები აიწეს შპრიცის თავში. მას შემდეგ, რაც ბუშტები ზევით იქნება, დააბრუნეთ ინსულინის დამატებითი ორი ერთეული ფლაკონში. არ დაგავიწყდეთ დამატებითი ინსულინის უკან დაბრუნება ფლაკონში – მაშინაც კი, თუ შპრიცში ჰაერის ბუშტები არ არის. |
თუ გამოიყენება გამჭვირვალე და მღვრიე ინსულინი, შესაძლებელია მხოლოდ ბუშტების გამოდევნაა გამჭვირვალე ინსულინიდან, რომელსაც პირველად იღებთ ფლაკონიდან და შემდეგ ამოიღეთ მღვრიე ინსულინი რაც შეიძლება ნელა და ფრთხილად რათა თავიდან აიცილოთ ბუშტების წარმოქმნა. |
ამოიღეთ ნემსი ინსულინის ფლაკონიდან. |
თუ მღვრიე ინსულინია საჭირო, ის პირველ რიგში უნდა შეანჯღრიოთ. ნაზად გადაატრიალეთ ფლაკონი ზევით და ქვევით 20-ჯერ რათა აურიოთ. შეიტანეთ ნემსი ინსულინის მღვრიე ფლაკონში. ფრთხილად ამოაბრუნეთ ბოთლი თავდაყირა (ნემსით ადგილზე) და ამოიღეთ საჭირო დოზა. |
ამოიღეთ ნემსი ინსულინის ბოთლიდან და შეცვალეთ ნემსის თავსახური. |
თუ იყენებთ ინსულინის კალამს, უნდა მიჰყვეთ ინსულინის დოზირებისა და მიცემის ინსტრუქციას, რომელიც მოწოდებულია კალმის მწარმოებლისა და თქვენი ექიმის მიერ.
ინსულინის შპრიცში ამოღებამდე მნიშვნელოვანია იცოდეთ ინსულინის დოზა და ტიპი. თუ ინსულინის ერთზე მეტი ტიპი გაერთიანებულია ერთ შპრიცში, პირმა, ვინც ამზადებს ინსულინს, უნდა გამოთვალოს მთლიანი დოზა ინსულინის ამოღებამდე. ზოგიერთ ადამიანს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს და მათ, ვისაც მხედველობასთნ დაკავშირებული პრობლემები ან სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, შესაძლოა დასჭირდეთ სხვა ადამიანების დახმარება. ასევე ხელმისაწვდომია მოწყობილობები შპრიცის ნიშნულების გასადიდებლად და ინსულინის ამოღების პროცესის გასამარტივებლად.
ინსულინის ერთ-ერთ სახეობის U-500 გასაკეთებლად საჭიროა U-500 კალმის ინჯექტორის ან სპეციალური U-500 შპრიცის გამოყენება, რომლებიც აადვილებენ სწორი დოზის ამოღებას. თუ თქვენ იყენებთ U-500 ინსულინს შპრიცთან ერთად, ექიმი ან ფარმაცევტი გირჩევთ როგორ გამოიყენოთ U-500 შპრიცი. მნიშვნელოვანია ესეთი სპეციალურად მონიშნული შპრიცის მხოლოდ U-500 ინსულინისთვის გამოყენება. U-500 შპრიცის გამოყენებამ სხვა სახის ინსულინისთვის ან U-100 შპრიცის გამოყენებამ U-500-ინსულინისთვის შეიძლება გამოიწვიოს ინსულინის დოზის სახიფათო შეცდომები.
ინექციის ტექნიკა
●აირჩიეთ ინექციის ადგილი

არ არის აუცილებელი კანის გაწმენდა საპნითა და წყლით ან სპირტით, თუ კანი არ არის ჭუჭყიანი.
● აწიეთ კანის ნაკეცი და სწრაფად ჩაარჭეთ ნემსი 90° კუთხით.

დაიჭირეთ კანი აწეულ პოზიციაში რათა თავიდან აიცილოთ კუნთში ინექცია. სხეულის ტიპებიდან გამომდინარე, შეიძლება არ დაგჭირდეთ კანის ნაოჭის დაჭერა და აწევა.
● დააწექით დგუშს მთლიანად ქვევით ინსულინის ინექციისთვის. გააჩერეთ შპრიცი და ნემსი ადგილზე 5-10 წამის განმავლობაში.
●გაათავისუფლეთ კანის ნაოჭი.
●ამოიღეთ ნემსი კანიდან.
თუ სისხლს ან გამჭვირვალე სითხეს (ინსულინს) დაინახავთ ინექციის ადგილზე, დააჭირეთ ხელი ხუთიდან რვა წამის განმავლობაში, მაგრამ არ დაზილოთ, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ინსულიოს ძალიან სწრაფად შეწოვა.
ნემსები და შპრიცები უნდა გამოიყენოთ ინდივიდუალურად, მხოლოდ ერთხელ და შემდეგ გადააგდოთ. გამოყენებული ნემსები და შპრიცეპი არ უნდა გადაყაროთ ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ნარჩენებში, არამედ უნდა მოათავსოთ ჩხველეტისთვის გამძლე კონტეინერში (ასევე ცნობილი როგორც ბასრი ნივთების კონტეინერი), რომელიც ხელმისაწვდომია უმეტეს აფთიაქებში ან საავადმყოფოს მომმარაგებელ დაწესებულებებში. ალტერნატივად, შეიძლება გამოყენებულ იქნას ძველი თხევადი სარეცხი საშუალებების ბოთლები, რომელიც შეიძლება დაიხუროს ხრახნიანი თავსახურით და გადაამოწმეთ ადგილობრივი კანონმდებლობა მსგავსი კონტეინერის განადგურებასთან დაკავშირებით.
ინჰალაციური ინსულინი – ინჰალაციური ინსულინი (ბრენდული სახელი: Afrezza) ხელმისაწვდომია კლინიკური გამოყენებისთვის შეერთებულ შტატებში. ჩასუნთქვის შემდეგ ის სწრაფად იწყებს მუშაობას (ცოტა უფრო სწრაფად, ვიდრე სწრაფი მოქმედების ინსულინი) და ამიტომ ითვლება პრანდიალურ ინსულინად. უმეტეს კვლევებში ინჰალირებულმა ინსულნმა არ აჩვენა გლიკოზირებული ჰემოგლობინის (A1C) დონის დაქვეითება ჩვეულებრივ, სამიზნე დონემდე 7 პროცენტამდე ნაკლებ შემთხვევებში. გარდა ამისა, ინსულინით ინჰალაციის დაწყებამდე და პერიოდულად თერაპიის დროს საჭიროა ფილტვების ფუნქციის შემოწმება. ინჰალაციური ინსულინი არ უნდა იქნას გამოყენებული, ფილტვების ქრონიკული დაავადების დროს როგორიცაა ასთმა ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD).
ინსულინის ტუმბო
ზოგადი პრინციპები – ინსულინის მიღება შესაძლებელია მუდმივად ინსულინის ტუმბოს საშუალებით, ვიდრე მრავალჯერადი ყოველდღიური ინექციები კალმის ინჯექტორით ან ნემსით და შპრიცით.
ტუმბო ინახავს სწრაფად მოქმედ ინსულინს კარტრიჯში. ტუმბოები დაპროგრამებულია სწრაფი მოქმედების ინსულინის მცირე დოზით მისაცემად ყოველ რამდენიმე წუთში დღისა და ღამის განმავლობაში (ბაზალური inѕslin). ჭამის წინ, ტუმბომ უნდა მიაწოდოს უფრო დიდი დოზა (ბოლუსი), რათა თავიდან აიცილოს ჭამის შემდეგ სისხლში შაქრის მაღალი დონე.
ტუმბოების უმეტესობა ინსულინს აწვდის გრძელი სპაგეტისმაგვარი კათეტერის მეშვეობით, რომლის ბოლო შეყავთ კანქვეშ. კათეტერის ჩვეულებრივ ამოღება და ხელახლა ჩადგმა ხდება დაახლოებით ორ-სამ დღეში ერთხელ; არსებობს მთლიანად თვითმყოფადი ტუმბოები, რომელიც უნდა შეიცვალოს რამდენიმე დღეში. ამ “patch” ტუმბოებისთვის, ინსულონის მიწოდება კონტროლდება სხვა მოწყობილობით ან თავსებადი სმარტფონით, რომელიც სულ თან უნდა ატაროს ადამიანმა. ტუმბოს გამორთვა შესაძლებელია დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში სისხლში შაქრის მართვაზე ზემოქმედების გარეშე; თუ იგი გამოირთვება უფრო დიდი ხნის განმავლობაში, სისხლში შაქრის რაოდენობის კონტროლისათვის შეიძლება საჭირო გახდეს ინექციები.
თუ ხელმისაწვდომია, უმჯობესია ადამიანებმა, რომლების იყენებენ ინსულინის ინექციებს ან ტუმბოს, სისხლში შაქრის რაოდენობის განსასაზღვრად გამოიყენონ CGM მოწყობილობები, რომლებიც უფრო მეტ და ზუსტ ინფორმაციას გვაწვდიან სისხლში შაქრის რაოდენობის შესახებ ვიდრე ტრადიციული ჩხირები და გლუკომეტრები.
სანამ თქვენი ინსულინის დოზები დარეგულირდება, თუ არ იყენებთ CGM-ს, შეიძლება დაგჭირდეთ სისხლში შაქრის დონის შემოწმება დღეში ოთხიდან შვიდჯერ (ჭამამდე, ძილის წინ, ზოგჯერ ჭამიდან ორი-სამი საათის შემდეგ და ზოგჯერ შუაღამისას). გარდა ამისა, ტესტირება რეკომენდირებულია, როდესაც მოსალოდნელია სისხლში შაქრის დაბალი დონე; ვარჯიშამდე, ვარჯიშის დროს და მის შემდეგ; ავტომობილის მართვამდე ან აქტივობებში ჩართვის წინ, რომლებშიც სისხლში შაქრის უეცარი დაქვეითება შეიძლება საშიში იყოს (მაგ. მძიმე ტექნიკის გამოყენება).
ინსულინის ტუმბო უწყვეტი გლუკოზის მონიტორით

ინსულინის ტუმბო ინახავს ინსულინს კარტრიჯში და აწვდის სხეულს მილის მეშვეობით, რომელიც ჩასმულია კანქვეშ. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას უწყვეტი გლუკოზის მონიტორთან (CGM), რომელიც იყენებს სენსორს კანის ქვეშ მყოფ სითხეში გლუკოზის დონის გასაზომად. სენსორი მიმაგრებულია გადამცემზე, რომელიც მიმაგრებულია კანზე წებოვანი პაჩით. ის უსადენოდ გადასცემს შედეგებს პატარა ჩამწერ მოწყობილობას, სმარტფონს ან პირდაპირ ინსულინის ტუმბოს.
ინსულინის პაჩის ტუმბო

ამ ტიპის ინსულინის ტუმბო პირდაპირ ეკვრის კანს და არ იყენებს მილს.მის გასაკონტროლებლად საჭიროა უკაბელო მოწყობილობა.
ამ მოწყობილობებს შეუძლიათ გააუმჯობესონ ან შეინარჩუნონ სისხლში შაქრის დონე ჰიპოგლიკემიის (სისხლში დაბალი შაქრის) ნაკლები რისკით.
შემდეგი მოწყობილობები, რომლებიც აერთიანებს ინსულინის ტუმბოს CGM-თან, ხელმისაწვდომია ან ხელმისაწვდომი გახდება მომავალში:
●სენსორით გაძლიერებული ინსულინის ტუმბო, დაბალი გლუკოზის ან პროგნოზირებადი დაბალი გლუკოზის შეჩერების ფუნქციებით – ეს მოწყობილობები იყენებს CGM მაჩვენებლებს ინსულის დოზის დასარეგულირებლად. ინსულინის ტუმბო შეიძლება დაპროგრამდეს ისე, რომ შეაჩეროს ინსულინის მიწოდება ორი საათის განმავლობაში წინასწარ განსაზღვრული გლუკოზის მნიშვნელობით (“დაბალი გლუკოზის შეჩერების ფუნქცია”) ან შეამციროს ან შეაჩეროს ინსულინის ინფუზია, თუ სისტემა “წინასწარმეტყველებს”, რომ სისხლში შაქარის დონე მალე დაიწევს ძალიან დაბალ ნიშნულამდე (“პროგნოზირებადი დაბალი გლუკოზის შეჩერება” ფუნქცია). ეს თვისებები ამცირებს ჰიპოგლიკემიის სიხშირეს და ხანგრძლივობას, რომელიც შეიძლება განვითარდეს ძილის დროს.
●ნაწილობრივ ავტომატიზირებული ინსულინო ტუმბო (ჰიბრიდული სისტემა) – ნაწილობრივ ავტომატიზირებული ინსულინის ტუმბო არის ჰიბრიდული სისტემა (არასრულად ავტომატიზირებული), რათა ბაზალური ინსულინის დოზები ავტომატურად დარეგულირდეს CGM შედეგების მიხედვით. ზოგიერთი სისტემა ასევე აწოდებს ორგანიზმს დამატებით ინსულინს რათა გამოსწორდეს ჰიპერგლიკემია (სისხლში მაღალი შაქარი). საჭიროა ინსულინის დოზის ხელით მიწოდება ჭამის წინ. ამ სისტემების გამოყენება დაკავშირებულია ჰიპოგლიკემიის განვითარების ნაკლებ რისკებთან (სისხლში შაქრის დაბალი შემცველობით) და სისხლში შაქრის მეტ მაჩვენებლებთან სამიზნე დიაპაზონთან შედარებით.
●სრულად ავტომატიზირებული ინსულინის ტუმბოს სისტემა ან ბიჰორმონალური ტუმბო – სრულად ავტომატიზირებული ინსულინის ტუმბოს სისტემები აწვდიან ინსულინს CGM მაჩვენებლებზე და არ საჭიროებს დიაბეტის მქონე პირისთვის ჭამის დროს ინსულინის ან ინსულინის ბოლუსების მიწოდებას სისხლში შაქრის მაღალი დონის გამოსასწორებლად. საკვლევი ბიჰორმონალური სისტემა იყენებს ორ კომერციულად ხელმისაწვდომ ტუმბოს, რომელთაგან ერთი აწვდის ინსულინს და მეორე გლუკაგონს. ეს სისტემები ასევე სრულად ავტომატიზირებულია, რადგან ინსულინის და გლუკაგონის მიწოდება განისაზღვრება მთლიანად ავტომატურად ალგორითმით, რომელიც, თავის მხრივ, დამოკიდებულია CGM შედეგებზე. ბიჰორმონალური მოწყობილობები ჯერ არ არის დამტკიცებული და არ არის კომერციულად ხელმისაწვდომი.
უპირატესობები – ინსულინის ტუმბოებსის უპირატესობაა გაზარდოს მოქნილობა კვების დროებსა და ყოველდღიურ აქტივობებში. რაც სასარგებელოა ბავშვებისთვის ან მოზრდილებისთვის, რომელთა ყოველდღიური აქტივობები განსხვავებულია. ადამიანები, რომლებიც იყენებენ ინსულინის ტუმბოს, არ საჭიროებენ მრავალჯერადი ყოველდღიური ინექციის გაკეთებას;
ინსულინის ტუმბოს კიდევ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, რომ ინსულინის შეწოვის რაოდენობაში ნაკლები ცვალებადობაა, ვიდრე ინსულინის ნემსით და შპრიცით ან კალმით შეყვანისას. ეს ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ყოველდღიური ცვალებადობის შემცირებას.
ნაკლოვანებები – ინსულინის ტუმბოს ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე ინსულინის შპრიცების და ნემსების ან კალმების ღირებულება, თუმცა სადაზღვევო კომპანიების უმეტესობა ფარავს ხარჯების გარკვეულ ნაწილს. ზოგიერთ ადამიანს უვითარდება ტუმბოსთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის კანის გაღიზიანება ან ინფექცია ინფუზიის ადგილზე ან ტუმბოს გაუმართაობა.
ადამიანმა ყურადღებით უნდა აკონტროლოს მონიტორი სისხლში შაქრის დონის საკონტროლოდ. ინსულინის მიწოდების შეწყვეტამ, თუნდაც მცირე ხნით, შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის მნიშვნელოვანი მატება. ადამიანების ნაწილი მიიჩნევს, რომ ტუმბოს გამოყენება უხერხული და უსიამოვნოა.
ინსულინის მოქმედებაზე მოქმედი ფაქტორები
რამოდენიმე ფაქტორმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ინსულინის აბსორბციაზე.
საინექციო ინსულინის დოზა — საინექციო ინსულინის დოზა გავლენას ახდენს ორგანიზმის მიერ ინსულინის შთანთქმის სიჩქარეზე. მაგალითად, ინსულინი დიდი დოზებით შეყვანისას შეიწოვება უფრო ნელა, ვიდრე მცირე დოზებით შეყვანისას. ინსულინმა შეიძლება პიკს მიაღწიოს გვიან ან უფრო დიდხანს გაგრძელდეს. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ სისხლში შაქრის დონე უფრო მაღალია, ვიდრე მოსალოდნელი იყო ჭამიდან რამდენიმე საათში, მაგრამ შემდეგ მცირდება.
ინექციის ტექნიკა – ზოგადად უმჯობესია გამოიყენოთ მოკლე ინსულინის ნემსები (4 ან 5 მმ) ქსოვილის დაზიანების შესამცირებლად და კუნთში უნებლიე ინექციის ალბათობის შესამცირებლად.
ინექციის ადგილი – როგორც წესი, სასურველია შეიცვალოს ინექციის ადგილი, რათა მინიმუმამდე დაიყვანილ იქნას ქსოვილის გაღიზიანება. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ინსულინი შეიწოვება სხვადასხვა სიჩქარით სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან. ზოგიერთი ტიპის ინსულისთვის, ინსულინი ყველაზე სწრაფად შეიწოვება მუცლის არეში, ყველაზე ნელა ფეხიდან და დუნდულოდან და შუალედური სიჩქარით მკლავიდან. ეს შეიძლება განსხვავდებოდეს კანის ქვეშ ცხიმის ოდენობით; რაც მეტია ცხიმი, მით უფრო ნელა შეიწოვება ინსულინი.
შთანთქმის ცვალებადობის გამო, მიზანშეწონილია გამოიყენოთ ერთი და იგივე ზოგადი ზონა ინექციებისთვის დღის კონკრეტულ დროს. კვებამდე ინსულინის ინექციები ყველაზე სწრაფად შეიწოვება მუცლის არეში, რაც შესაძლებელს ხდის კვებაში მოხმარებული ნახშირწყლების ოპტიმალურ დაფარვას. ინექცია ბარძაყში ან დუნდულოში შეიძლება საუკეთესო იყოს საღამოს დოზისთვის, რადგან ინსულინი უფრო ნელა შეიწოვება ღამის განმავლობაში.
კანქვეშა სისხლის ნაკადი – ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც ცვლის სხეულის ქსოვილებში სისხლის ნაკადის სიჩქარეს, ცვლის ინსულინის შეწოვას. მოწევა ამცირებს ქსოვილებში სისხლის ნაკადს და ამცირებს ინექციური ინსულინის შეწოვას, ხოლო სირბილი ზრდის სისხლის ნაკადს სხეულის ქვედა ნაწილში, რაც აჩქარებს ფეხებში შეყვანილი ინსულინის შეწოვას. ფაქტორები, რომლებიც ზრდის კანის ტემპერატურას (როგორიცაა ვარჯიში, საუნა, ცხელი აბაზანები და ინექციის ადგილის მასაჟი) ასევე ზრდის ინსულინის შთანთქმას.
ინსულინის ბოთლის ან კალმის გახსნის დრო – ზოგადად, ინსულინის ფლაკონები, კალმები და კალმის კარტრიჯები ვარგისია ვადის გასვლამდე თუ ინახება მაცივარში გაუხსნელ მდგომარეობაში. ასევე არასოდეს არ უნდა დაუშვათ ინსულინის გაყინვა ან გაცხელება.
მას შემდეგ რაც ფლაკონი გაიხსნება , ის უნდა ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივარში 28-დან 30 დღის განმავლობაში და შემდეგ გადააგდოთ. გახსნიდან ერთ თვეში, ინსულინის მოქმედების პოტენციალი იწყებს დაქვეითებას. ეს შეიძლება პრობლემა იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ინსულის ძალიან მცირე დოზები, ვისთვისაც ფლაკონში არსებული დოზა შეიძლება საკმარისი იყოს ორი ან მეტი თვისთვის. მიუხედავად ამისა, მიზანშეწონილია ახალი ფლაკონის გახსნა ყოველ 30 დღეში ერთხელ მაინც, მაშინაც კი, თუ ძველ ბოთლში რჩება ინსულინი. თუმცა, ინსულინის რამდენიმე სახეობა შეიძლება გამოყენებულ იქნას 42 დღემდე, ამიტომ უმჯობესია მიმართოთ ფარმაცევტს ან ჯანდაცვის წარმომადგენელს.
ინსულინის კალმის მოწყობილობებისთვის მისაღებია კალმის ინჯექტორის მაცივარის გარეშე შენახვა (ჩანთაში ან ქურთუკის ჯიბეში) სხვადასხვა დროის განმავლობაში, კალმის ტიპის მიხედვით. გახსნილი ინსულინის კალმების უმეტესობა შეიძლება გამოყენებულ იქნას 10, 14 ან 28 დღის განმავლობაში, მაგრამ არის კალმები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია 42 ან 56 დღის განმავლობაში, რაც დამოკიდებულია კალმის ტიპზე. აქედან გამომდინარე, ადამიანმა ზუსტად უნდა იცოდეს რამდენ ხანსა შესაძლებელი მისი კალმის ტიპის შენახვა გახსნიდან.
ინდივიდუალური ფაქტორები – ერთი და იგივე ტიპის ინსულინის ერთსა და იმავე დოზას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ეფექტი სხვადასხვა ადამიანში, რომლებსაც აქვთ დიაბეტი. ადამიანისთვის ინსულინის იდეალური ტიპ(ებ)ის, დოზის და გრაფიკის მოსაძებნად გარკვეული ცდები და შეცდომი, როგორც წესი ხდება.
განსაკუთრებული სიტუაციები
ჭამა გარეთ – გარეთ ჭამა შეიძლება იყოს რთული, რადგან გამოყენებული ინგრედიენტები, კალორიული და ცხიმის შემცველობა და პორციის ზომა ჩვეულებრივ განსხვავდება სახლში მომზადებული კერძებისგან. ინსულინის დოზის გამოსათვლელად ადამიანს შეუძლია შეაფასოს საკვებში ნახშირწყლების შემცველობა; კვების შესახებ ინფორმაცია ხშირად ხელმისაწვდომია რესტორნებში, ხელის ან ონლაინ საცნობარო წიგნიდან ან მობილური ტელეფონის აპიდან.
სისხლში შაქრის დაბალი ან მაღალი დონე შეიძლება უფრო ადვილად განვითარდეს სიტუაციებში, როდესაც ადამიანი მიირთმევს ახალ ან განსხვავებულ საკვებს; სწრაფ ნახშირწყლებს (მაგალითად, ტკბილეული) და თუ არ იყენებთ CGM-ს, მუდმივად უნდა აკონტროლოთ სისხლში გლუკოზის რაოდენობა.
ქირურგია – თუ ადამიანი აპირებს ოპერაციის გაკეთებას, შეიძლება მიეცეს მითითება, რომ არ ჭამოს პროცედურამდე 8-12 საათით ადრე. ჯანდაცვის წარმომადგენლები განუსაზღვრავენ ინსულინის დოზას, რომელიც გამოიყენება პროცედურის დაწყებამდე და მის შემდეგ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმ შემთხვევაში თუ პაციენტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შეძლებს ნორმალურ დიეტას.
ინფექციები – ინფექციებმა (როგორიცაა გაციება, ყელის ტკივილი, საშარდე გზების ინფექცია ან ნებისმიერი ინფექცია, რომელიც იწვევს ცხელებას) შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მატება და სერიოზული პრობლემა, სახელწოდებით დიაბეტური კეტოაციდოზი (DKA). DKΑ ხდება მაშინ, როდესაც ორგანიზმში ინსულინის ნაკლებობა აიძულებს მას ენერგიისთვის გლუკოზის (შაქრის) გამოყენებას. შემდეგ სხეული წვავს ცხიმს, როგორც ენერგიის წყაროს, რაც იწვევს სისხლში მჟავების დაგროვებას, რომელსაც ეწოდება “კეტონები”. რომელიც საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას.
თუ ადამიანი ავად გახდება, უმჯობესია მიმართოს ექიმს, შესაძლოა დასჭირდეთ ინსულინის დოზის გაზრდა. ყურადღებით უნდა აკონტროლონ სისხლში შაქრის დონე. ასევე მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით სითხის დალევა დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად. გულისრევის ან ღებინების შემთხვევაში შესაძლოა დაგჭირდეთ მედიკამენტები სიმპტომების გასაკონტროლებლად, დეჰიდრატაციის და კეტოაციდოზის თავიდან ასაცილებლად.
მოგზაურობა – სისხლში შაქრის დონის მართვა და ინსულნით მკურნალობა მოგზაურობისას შეიძლება იყოს გართულებული, განსაკუთრებით, როდესაც ადამიანი მოგზაურობს განსხვავებულ დროის სარტყელში. გარდა ამისა, მოგზაურობის დროს აქტივობის დონე და კვებითი რეჟიმი ხშირად განსხვავებულია. აუცილებელია სისხლში შაქრის მონიტორინგი. მოგზაურობამდე უმჯობესია ადამიანი გაესაუბროს ექიმს, მკურნალობის გეგმის შემუშავებისთვის.