11 სამედიცინო შეცდომა, რომლის თავიდან არიდებაც აუცილებელია!     

11 სამედიცინო შეცდომა, რომლის თავიდან არიდებაც აუცილებელია!     

ავტორი: ნინო ბალანჩივაძე

მედიკამენტების მიღების დროს დაშვებულმა შეცდომებმა, შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მოუტანოს.

მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ  პაციენტების ნახევარზე მეტი  დანიშნულ მედიკამენტებს შესაბამისი წესების დაცვის გარეშე იღებს, რასაც  ხშირად არასასურველ  შედეგებამდე მივყავართ. ერთეულ შემთხვევებში  საჭიროა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია, უფრო მეტიც, შეიძლება სასიკვდილო შედეგიც კი დადგეს.

უცნაურად ჟღერს, მაგრამ თუნდაც ერთი წამლის სწორად და დროულად მიღება ადამიანისთვის შეიძლება  გამოწვევად იქცეს. განსაკუთრებით ხანშიშესული პაციენტებისთვის, რომლთაც ხშირად, რამოდენიმე მედიკამენტს ერთდროულად მიღება უხდებათ. კვლევებმა აჩვენა, რომ  ხანდაზმულ პაციენტთა 15 %- ის სამედიცინო პრობლემები, რის გამოც ყოველწლიურად მიმართავდნენ  საავადმყოფოს  ან ექიმს, დაკავშირებული იყო მედიკამენტების არასწორ მიღებასთან და უმეტეს შემთხვევაში  პრობლემის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.  AARP-ის (American Association of Retired Person_ამერიკელ პენსიონერთა ასოციაცია)  მიზანი  ასაკოვან ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესება და  ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, ჩატარებული კვლევის საფუძველზე გამოავლინა მედიკამეტების მიღების დროს  დაშვებული ძირითადი შეცდომები და მათი პრევენციის გზები.

შეცდომა N1: მედიკამენტის დოზის გამოტოვება

მედიკამენტების მიღების დროს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა  დოზის  გამოტოვებაა, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს უბრალოდ გულმავიწყობით ან ფულის დაზოგვის მცდელობით. 2021 წელს ამერიკაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზრდასრული ადამიანების 8 პროცენტი, ანუ დაახლოებით 9,2 მილიონი ადამიანი, მედიკამენტებს დანიშნულებისამებრ ფასის გამო არ იღებს.

ზოგჯერ პაციენტი წამლის დოზის გამოტოვებას მნიშვნელოვან პრობლემად არ მიიჩნევს, თუმცა  ამ ქმედებას შესაძლოა სავალალო შედეგი მოჰყვეს.  მაგალითისთვის, თუ ადამიანს აქვს დიაბეტი, ინსულინის დოზის გამოტოვებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის მაღალი დონე, რაც სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელია. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ წამლის  დოზის მიღების  გამოტოვება კარგი იქნება, თუ ტელეფონზე დააყენებთ შემახსენებელ ზარს, გამოიყენებთ წამლის ორგანაიზერს, ან მიმართავთ ოჯახის წევრს დახმარებისთვის.

წამლის ორგანაიზერი.

თუ  წამლის მიღებას მედიკამენტის ფასის გამო ტოვებთ, უმჯობესია მიმართოთ  ფარმაცევტს, რომელსაც შეუძლია გამოწერილი მედიკამენტისთვის  ფასდაკლებები და მკურნალ ექიმთან შეთანხმებით შესაბამისი დაბალფასიანი ვერსიები შემოგთავაზოთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ გამოწერილი ბრენდული მედიკამენტია.

 გარდა ამისა არსებობს სახელმწიფო პროგრამები, რომელებიც პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებიან.

შეცდომა N2: წამლის დოზის გამოტოვება და შემდეგ ჯერზე  გაორმაგებული დოზის მიღება.

ნუ მიიღებთ მედიკამენტებს, თუ არ ხართ დარწმუნებული მათი მიღების სისწორეში. წამლის მიღებამდე ან დოზის გამოტოვებამდე უმჯობესია მიმართოთ ექიმს ან გადაამოწმოთ  ფარმაცევტთან.

თუ დაგავიწყდათ მედიკამენტის მიღება,  შემდეგ ჯერზე გაორმაგებულმა დოზამ შეიძლება ზიანი მოუტანოს თქვენს ჯანმრთელობას. მაგალითად, სისხლის გამათხელებლების დოზის გადაჭარბება შეიძლება  სისხლდებენების  მიზეზი გახდეს.  ხოლო ბეტა-ბლოკატორების ჭარბი დოზა ასოცირდება როგორც არტერიული წნევის სახიფათო დაქვეითებასთან, ასევე თავბრუსხვევასთან და სისუსტესთან.

თუ დაგავიწყდათ  წამლის  მიღება, რომელსაც იღებთ დღეში ორჯერ ან სამჯერ,  გასათვალისწინებელია,  რამდენად ახლოს ხართ შემდეგი დოზის მიღებასთან.  თუ გაგახსენდათ გამოტოვებული დოზა,  მისაღები დროიდან 2 საათში მიიღეთ პრეპარატი გახსენებისთანავე.

თუ გაგახსენდათ შემდეგი დოზის მიღების დროს, უბრალოდ უნდა გამოტოვოთ “დავიწყებული დოზა” და მიიღოთ შემდეგი. შეცდომების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია გამოიყენოთ წამლის კონტეინერები, რომლებსაც აქვთ განყოფილებები ყოველი დღისთვის ან დაყენოთ შემახსენებელი ზარი.

შეცდომა N3:  ჩქარობთ რაც შეიძლება მალე დატოვოთ აფთიაქი.

 ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტები პირადი  პრობლემების და აფთიაქში რიგში მყოფი ხალხის გამო, ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ აფთიაქი. რაც არასწორია. რადგან დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც ფარმაცევტები გასცემენ სხვა მედიკამენტს ან სხვა დოზას. აქედან გამომდინარე, არა აქვს მნიშვნელობა   რამდენი ადამიანი გელოდებათ ზურგს უკან, უმჯობესია დაუთმოთ რამოდენიმე წუთი და დახლთან გადაამოწმოთ  სწორად  და სწორი დოზით მიიღეთ თუ არა თქვენთვის გამოწერილი პრეპარატები. უზუსტობის დროს დასვით დამაზუსტებელი შეკითხვები. ასევე, დასვით ნებისმიერი  სხვა შეკითხვა რაც გაგიჩნდებათ თქვენს მედიკამენტთან დაკავშირებით.  იქნება ეს სხვა წამლებთან ურთიერთქმედება, კვებასთან მიმართებაში  თუ მიღების დროსთან დაკავაშირებით.

 შეცდომა N4: აქუცმაცებთ ან ყოფთ მედიკამენტებს, რომელთა დაყოფა არ შეიძლება. ხშირია შემთხვევბი, როცა პაციენტებს  ყლაპვის პრობლემების გამო, ტაბლეტების დაქუცმაცება და მათი  ისე მიღება მარტივ  გამოსავლად ეჩვენებათ. გარდა ამისა,  ტაბლეტებს ყოფენ უფრო დაბალი დოზის მისაღებადაც. უმჯობესია, ყოველთვის როცა, მსგავსი ქმედების ჩადენას გადაწყვეტთ  კონსულტაცია გაიაროთ ფარმაცევტთან ან ექიმთან, რადგან ყველა მედიკამენტის დაფხვნა ან გაყოფა უსაფრთხო არ არის თქვენი ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, შეგიძლიათ გადაამოწმოთ მედიკამეტების ინსტრუქციაში მსგავსი ქმედება მოწოდებულია თუ არა FDA- მიერ ( The Food and Drug Administration -სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია, რომელიც პასუხისმგებელია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვაზე).  მაგალითად,  გახანგრძლივებული  ან დროში გამონთავისუფლების მედიკამენტებს აქვთ სპეციალური საფარი, რომელიც უზრუნველყოფს წამლის გახანგრძლივებულ გამოყოფას და მისი გაყოფით ან დაქუცმაცებით აქტიური ნივთიერება აღარ გამოიყოფა  კონტროლირებადი ტემპით. მთლიანი დოზა შეიწოვება მოკლე დროში, რაც დოზის გადაჭარბების და გვერთიდი მოვლენების გამოვლენის რისკებს ზრდის. ზოგიერთი მედიკამენტი დაფარულია მჟავა გამძელე გარსით, რათა მოხდეს მათი კუჭში გავლა და წვრილი ნაწლავების მიერ შეწოვა. ან დაფარულია გარსით, რომლებიც უზრუნველყოფენ   ლორწოვანი გარსების და ორგანოების გაღიზიანებისგან დაცვას. შესაბამისად მათი მთლიანობის დარღვევა არასასურველ ზემოქმედებას იწვევს.

 შეცდომა N 5: ტაბლეტების დაყოფა  დანით ან ხელით.

იმ შემთხევაში, თუ თქვენთვის გამოწრილი მედიკამეტების ანოტაციის მიხედვით გაყოფა ნებადართულია, ნუ დატეხთ ხელით, ან ნუ გამოიყენებთ დანას, რადგან შეიძლება ტაბლეტი არათანაბარზომებად დაყოთ და პირველ დღეს მიიღოთ დოზის 7/10 წილი, ხოლო მეორე დღეს 3/10.  ამის ნაცვლად, უმჯობესია გამოიყენოთ პლასტმასის ტაბლეტის გამყოფები. FDA-ის მოწოდებების თანახმად, უმჯობესია ტაბლეტები დაყოთ გამოყენების წინ და არ მოხდეს მათი წინასწარი დამზადება, რადგან ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სითბო და ტენიანობა უფრო მეტად მოქმედებენ დაყოფილი ტაბლეტების ხარისხზე ვიდრე მთლიანობის შემთხვევაში.

შეცდომა N6: ერთდროულად ღებულობთ რამოდენიმე მედიკამენტს პოლიფარმაცია-

ერთდროულად ხუთი ან მეტი წამლის  მიღება ზრდის გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკს. გარდა ამისა მათი შეძენა დაკავშირებულია გარკვეულ თანხებთან და მათი სიმრავლიდან გამომდინარე გართულებულია პრეპარატების შესაბამის დროს მიღება. მიუხედავად ამისა, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, 65  და  უფრო მაღალი  ასაკის პაციენტების პროცენტული მაჩვენებლები, რომლებიც იღებდნენ 5 ან მეტ მედიკამენტს გასამმაგდა. ხშირ შემთხვევაში, ხანდაზმული პაციენტები წლების განმავლობაში აგრძელებენ რეცეპტით გამოწერილი მედიკამენტების მიღებას, მიუხედავად იმისა სჭირდაბათ თუ არა ესა თუ ის მედიკამენტი. კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ზოგიერთი საძილე და გულძმარვის მედიკამენტების ხანგრძლივად  ზრდიდა მათი გვერდითი  ეფექტების გამოვლენის რისკს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, პერიოდულად თქვენს ექიმს შეაფასებინოთ გამოწერილი მედიკამენტები და გაარკვიოთ შეგიძლიათ თუ არა რიმელიმე პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

 შეცდომა N7: წამლის მიღება საკვებთან ერთად, რომლებიც მოქმედებენ მათ ეფექტურობაზე.

ზოგიერთი მედიკამენტის,  საკვების ან საკვები  დანამატის ერთდროულად მიღება  მკურნალობას ხდის ნაკლებ ეფექტურს  და პოტენციურად იწვევს საშიში გვერდითი ეფექტების გამოვლენას. მაგალითად, რძის პროდუქტები  ხელს უშლიან ანტიბიოტიკების შეწოვას, ხოლო ბოჭკოვანი საკვები  დანამატები გავლენას ახდენენ  მეტფორმინის ეფექტურობაზე. FDA-ს მონაცემების მიხედვით გრეიფუტის წვენის და სტატინების ერთდროულმა მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის დიდი დოზებით დაგროვება ორგანიზმში, რაც ზრდის ღვიძლისა და კუნთების დაზიანების რისკს. ასევე შეიძლება თირკმლის უკმარისობის  მიზეზი გახდეს. გრეიფრუტის წვენი ასევე ურთიერთქმედებს ზოგიერთ წამალთან, რომელსაც  იყენებენ მაღალი არტერიული წნევის, კრონის დაავადების, წყლულოვანი კოლიტისა და გულის რითმის დარღვევების დროს.

შეცდომა N8: მედიკამენტების არასწორ დროს მიღება კვლევებით დასტურდება, რომ  პაციენტების დიდი ნაწილი პრეპარატებს არ იღებს ოპტიმალურ დროს.  მაგალითად, გულძმარვის მედიკამენტები,  ცნობილი როგორც “პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები”, მიღებულ უნდა იქნას   ჭამამდე 30 წუთით ადრე, მაგრამ დაადგინა, რომ გულძმარვის მქონე პაციენტების ნახევარზე მეტი არ იცავს ამ მითითებებს. ზოგიერთი მედიკამენტების, როგორიცაა: ოსტეოპოროზის  და ფარისებრი ჯირკვლის  სამკურნალო: “ფოსამაქსი” და “ლევოთიროქსინი” , მიღება უნდა მოხდეს დილით უზმოზე, რათა მოხდეს წამლის  სრული შეწოვა.   ზოგიერთის  უმჯობესია ღამით, განსაკუთრებით მაშინ  თუ შეუძლიათ გამოიწვიონ თავბრუსხვევა ან დაღლილობა. მნიშვნელოვანია შეამოწმოთ მედიკამენტების ინსტრუქცია, სადაც მითითებული იქნება რამდენჯერ და კვებასთან მიმართებაში როგორ უნდა მიიღოთ პრეპარატი. იმ შემთხვევაში თუ მითითებული არ არის მიღების დრო, უმჯობესია მიმართოთ ექიმს.   

შეცდომა N9: მედიკამენტების  შენახვა სააბაზანო ოთახში  

 ბევრ  პაციენტს, მედიკამენტების შესანახი კარადა განთავსებული აქვს სააბაზანოში, მაგრამ აბაზანა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ადგილია თქვენი ტაბლეტების შესანახად. შხაპის მიღების დროს, სააბაზანოში არსებულმა სიცხემ და ტენიანობამ შეიძლება ადვილად დააზიანოს მედიკამენტები, რაც იწვევს მათი სიძლიერის დაკარგვას და გაფუჭებას. ასევე მნიშვნელოვანია, შენახვისას მედიკამენტები მოვარიდოთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას და მაღალ ტემპერატურას.  უმჯობესია  არასოდეს დატოვოთ  წამლები ცხელ ან გაყინულ მანქანაში  და თუ თვითმფრინავით მოგზაურობთ,  უმჯობესია თქვენი მედიკამენტები ჩადოთ ხელბარგის ჩანთაში, რადგან  ბარგის ზონაში არ არის  კონტროლირებადი ტემპერატურა. სახლში, წამლების შესანახად კარგი ადგილებია: კომოდის უჯრა ან სამზარეულოს  ნებისმიერი კარადა, რომელიც მოშორებული იქნება ფანჯარას, ღუმელს და ნიჟარას. თუ ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვებია უნდა დარწმუნდეთ, რომ მედიკამენტები ინახება მათთვის მიუწვდომელ ადგილას,  რთულად გასახსნელ ორგანაიზერში. მედიკამენტების გახსნის შემდგომ, რომლებიც ინახება ქილებში უმჯობესია მოაშოროთ თავზე მოთავსებული ბამბა, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი ტენიანობა.  

შეცდომა N10: ძველი და ახალი მედიკამენტების გაერთიანება ახალ შეფუთვაში.

არ არის მიზანშეწონილი, ადგილის დაზოგვის მიზნით გააერთიანოთ მედიკამენტების ძველი და ახალი შეფუთვები, რადგან თითოეულ მათგანზე დატანილია მნიშვნელოვანი ინფორმაცია მწარმოებლებზე, ტაბლეტების ტიპზე  და ვადაზე.  ქილაში მედიკამენტების რაოდენობა, ასევე მანიშნებელია, თუ როგორ სწორად ღებულობდით თქვენს, ყოველთვიურ მედიკამენტებს. ასევე არ უნდა დაგავიწყდეთ წამლების გადაყრა მათი ვადის გასვლის შემდეგ, ეს ეხება როგორც რეცეპტით ასევე ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს.

შეცდომა N11:  არ გაქვთ თქვენს სახლში არსებული  მედიკამენტების  სია

თქვენი მედიკამენტების განახლებულმა  ჩამონათვლის სიის ქონამ შეიძლება გიხსნათ “მოიცადეთ, კიდევ რა იყო?”  მომენტებისგან და დაგეხმაროთ  წამლების ურთიერთქმედების და გვერდითი ეფექტების გამოვლენის თავიდან აცილებაში.  სასურველია, გადაუდებელი შემთხვევებისთვის, ჩამონათვლის სია გქონდეთ ტელეფონში ან  გქონდეთ დაბეჭდილი ვერსია  საფულეში. დარწმუნდით, რომ თქვენი სია მოიცავს ყველაფერს – სარეცეპტო,  ვიტამინების, საკვებ დანამატების და ნებისმიერი OTS პრეპარატების ჩამონათვალს რომლებსაც ღებულობთ რეგულარულად , როგორიცაა მაგ. იბუპროფენი, პარაცეტამოლი ან ალერგიის საწინააღმდეგო ტაბლეტები.  მნიშვნელოვანია არ დაგავიწყდეთ ინჰალატორები, თვალის და ყურის წვეთები და ნებისმიერი საფენი, რომელსაც იყენებთ ტკივილის დროს დასაკრავად ან ჰორმონ შემცვლელი თერაპიის დროს.