თუ ტრავმული დაზიანება აღინიშნება კისერზე ან თავზე იხ. შესაბამისი პროტოკოლი.
მნივნელოვანი ანამნეზური მონაცემები: MAPLES -ანამნეზი
M – მიმდინარე მედიკამენტები
A. ალერგია (მაგ. ანესთეზიურ საშუალებებზე დენტალური პროცედურების დროს)
P – წარსული ანამნეზური მონაცემები
L- ცხოვრების ანამნეზი
E- ალკოჰოლი
S- თამბაქო
ისტორია
1. როდის განვითარდა ჭრილობა
2. რას აკეთებდა ჭრილობის მიღების დროს
რა მექანიზმით მიიღო დაზიანება.
შესაძლებელია, თუ არა ჭრილობაში არსებობდეს უცხო სხეული
- რატომ განვითარდა ჭრილობა (შემთხვევითი, თვითდაზიანება, ინტოქსიკაცია, გონების კარგვა)
პაციენტის გამოკვლევა:
1. უსაფრთხოების წესები: ჩაიცვით ხელთათმანი, განიხილეთ თვალების დამცავი ან ნიღაბი საჭიროებისას.
2. დისტალური ფუნქცია: შეაფასეთ მგრძნობელობა შეხებისას.
შეაფასეთ მოტორული ფუნქცია (სპეციფიური მყესის ფუნქცია)
შეაფასეთ პერფუზია.
- ანესთეზია: დაამუშავეთ ანესთეტიკით ჭრილობის ირგვლივ არსებული ჯანსაღი ქსოვილი.
მოახდინეთ ჭრილობის ანესთეზია ლიდოკაინი+/- ადრენალინი
- ინსპექცია:
1. მოახდინეთ ჰემოსტატიკური ზეწოლა საჭიროებისას.
2. მოახდინეთ ფიზიოლოგიური ხსნარით ირიგაცია
3. დაათვალიერეთ დაზიანებული სტრუქტურა (მაგ. მყესები)
4. დაათვალიერეთ და გამოავლინეთ უცხო სხეული მისი არსებობის შემთხვევაში.
მოიაზრეთ
1. გამოსახულებითი კვლევა უცხო სხეულის გამორიცხვის მიზნით (ექოსკოპიური კვლევა ან რენტგენოგრაფია.
2. პირველადი დახურვა
3. ტეტანუსის პროფილაქტიკა
4. ანტიბიოტიკები
5. ბავშვზე ძალადობა
ჭრილობის ტიპები:
პირველადი დახურვა
პირველადი დახურვა წინააღმდეგნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში
- ჭრილობა რომელიც უკვე ინფიცირებულია
- ნიადაგი, ორგანული ნვთირებებით ან განავლით
- ქსოვილის ფართო დაზიანება, მაგ. აფეთქებითი დაზიანებები. კომპლექსური ზეწოლითი დაზიანებები, მაღალი სიჩქარით მოძრავი აგენტების ზემოქმედება.
- ღრმა ან დაბინძურებული დაზიანებები ფეხის გულზე.
- ადამიანის ნაკბენი ჭრილობა.
პირველადი დახურვის ალტერნატივებს მოიცავს:
1. მეორადი დახურვა (ჭრილობის ამოკვეთა, რასაც მოჰყვება პირველადი დახურვა.
2. დაგვიანებით პირველადი დახურვა 4-5 დღეში.
ტეტანუსის პროფილაქტიკა
მინიმალურად დაბინძურებული მცირე ჭრილობა:
• სრულად იმუნიზირებული ≤ 10 წელი ბოლო დოზიდან: პროფილაქტიკა არ არის ნაჩვენები.
• არ არის სრულად იმუნიზირებული ან > 10 წელი ბოლო დოზის მიღებიდან: ნაჩვენებია ტეტანუსის ტოქსოიდი. ტეტანუსით ინფიცირების მაღალი ალბათობის მქონე ჭრილობა (დაბინძურებული ან რთული ჭრილობა, მაგ. ღრმა ნაჩხვლეტი ჭრილობა):
• სრულად იმუნიზირებული ≤ 5 წელი ბოლო დოზიდან: პროფილაქტიკა არ არის ნაჩვენები
• სრულად იმუნიზირებული ბოლო დოზიდან 5-10 წლის შემდეგ: ტეტანუსის ტოქსოიდი
• სრულად იმუნიზირებული > 10 წელი ბოლო დოზიდან ან არასრულად იმუნიზირებული: ტეტანუსის ტოქსოიდი + ადამიანის ტეტანუსის იმუნოგლობულინი
ანტიბიოტიკები
განიხილეთ 72 საათანი ანტიბიოტიკოთერაპია შემდეგი მდგომარეობისას:
• ნაკბენის ჭრილობები კიდურების საპროექციო არეში
• ნაჩხვლეტი ტიპის ნაკბენი ჭრილობები ნებისმიერ ადგილას
• ინტრაორალური ჭრილობები, რომლებიც საჭიროებს კერვას
• ტუჩის ჭრილობები
• ჭრილობები, რომელთა გაწმენდა ან დებრიდინგი სრულყოფილად შეუძლებელია
• ძლიერ დაბინძურებული ჭრილობები (მაგ. ნიადაგით, ორგანული ნივთიერებებით, ჩირქით, განავლით, ნერწყვით)
• ჭრილობები, რომლებიც მოიცავს მყესებს, ძვლებს ან სახსრებს
• ჭრილობები, რომლებიც საჭიროებენ ვრცელ დებრიდინს საოპერაციო ოთახში
• ჭრილობები ლიმფედემატოზურ ქსოვილში
• დისტალური კიდურების ჭრილობები, როდთა მკურნალობა გადაიდო 12-დან 24 საათამდე
• პაციენტები ორთოპედიული პროთეზებით
• ინფექციური ენდოკარდიტის განვითარების რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები
ანტიბიოტიკების არჩევანი დამოკიდებულია ჭრილობის მიზეზზე (მაგ. სახეობაზე, კონკრეტულად რისი ნაკბენია).
სისხლჩაქცევები, რომლებიც მიუთითებენ ბავშვზე ძალადობაზე
• სისხლჩაქცევები ტანზე, ყურზე, კისერზე ან დუნდულოებზე
• ნებისმიერი სისხლჩაქცევა ჩვილებში < 6 თვის ასაკში
• > 1 სისხლჩაქცევა ჩვილში რომელიც დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება
• > 2 სისხლჩაქცევა მცოცავ ბავშვში
თარგმნა: ნანო შვანგირაძე
წყარო:Uptodate.com Dynamedex.com Eusem.com