რამდენ გრადუსზე იწვის ფილტვები?

რამდენ გრადუსზე იწვის ფილტვები?

ა. 40 0C

ბ. 43 0C

გ. 100 0C

დ. მითია, ფილტვების დაწვა შეუძლებელია.

მშობლებისთვის ცხელება ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი და საგანგაში სიმპტომია.

არსებობს ბევრი ცრუ მოსაზრება ცხელების შესახებ.

ჩვენთვის, პედიატრებისთვის, ცხელება ზოგადად განიხილება, როგორც კარგი ნიშანი იმისა, რომ სხეული ადეკვატურად რეაგირებს ინფექციაზე.

მოდით, განვიხილოთ 5 ცრუ მოსაზრება ცხელების შესახებ:

ცრუ მოსაზრება N 1.

ტემპერატურა 37.1 0 C-დან 37.8 0C- მდე არის დაბალი ცხელება.

ფაქტი: ეს რეალურად, ტემპერატურის ნორმალური ვარიაციებია და არ განიხილება, როგორც ცხელება. სხეულის ტემპერატურა იცვლება დღე-ღამის განმავლობაში და იგი ბუნებრივად უფრო მაღალია შუადღისას და საღამოს. ზოგადად, ცხელება არის ნებისმიერი ტემპერატურა, ნორმის ზღვარზე მაღლა.

ცრუ მოსაზრება N 2.

სიცხე ცუდია, შეიძლება გამოიწვიოს ტვინის დაზიანება, ფილტვების დაწვა ან კრუნჩხვები და ძალიან სახიფათოა ბავშვებისათვის.

ფაქტი:

ცხელება არის დამცავი მექანიზმი და ნიშანი იმისა, რომ ორგანიზმის იმუნური სისტემა ჩართულია პროცესში. ცხელება უმეტესად კარგია ავადმყოფი ბავშვისთვის და ეხმარება ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში. ცხელება არ იწვევს ტვინის დაზიანებას, და ასევე ფილტვების დაწვას. რაც შეეხება კრუნჩხვას, ბავშვების დიდ უმრავლესობას  (96%) არ აღენიშნება კრუნჩხვები ცხელების მიმდინარეობისას. ბავშვების დაახლოებით 4%-ს შესაძლოა ჰქონდეს კრუნჩხვა ცხელების დროს – ამას ფებრილური კრუნჩხვა ეწოდება. ფებრილური კრუნჩხვა საშიშად გამოიყურება, მაგრამ ისინი ჩვეულებრივ თვითლიმიტირდებიან ხუთ წუთზე ნაკლებ დროში, არ იწვევენ ტვინის დაზიანებას და არ აქვთ ხანგრძლვი გვერდითი მოვლენები. ბავშვებს, რომლებსაც ჰქონდათ ფებრილური კრუნჩხვა, არ ემუქრებათ  განვითარების შეფერხების ან სწავლის უნარის დაქვეითების რისკი.

ცრუ მოსაზრება N 3.

ყველა სიცხეს უნდა ვუმკურნალოთ სიცხის დამწევი მედიკამენტებით (პარაცეტამოლი ან იბუპროფენი). დამწევის გამოყენების შემდეგ ცხელება სრულიად უნდა ნორმალიზდეს.

ფაქტი: „ცხელების მკურნალობა“ მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ ბავშვს დისკომფორტი უჩნდება ამის გამო. მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ეს ჩვეულებრივ ნიშნავს (390C ან 39.40C) მაჩვენებელს. „მკურნალობით“ ცხელება ჩვეულებრივ ეცემა (1.1 0C -1.70C), მაგრამ შესაძლოა სრულად არ ნორმალიზდეს. ეს განგაშის საფუძველს არ წარმოადგენს.

ცრუ მოსაზრება N 4.

ტემპერატურის რიცხობრივი მაჩვენებელი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ცხელება მაღალია, მიზეზი სერიოზულია!

ფაქტი:  მთავარია, თქვენი შვილის თვითშეგრძნება და არა ზუსტი ტემპერატურა. თუ ცხელება მაღალია, მიზეზი შეიძლება იყოს, ან სულაც არ იყოს სერიოზული.  სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცხელების რიცხობრივი მაჩვენებლით შეუძლებელია  მდგომარეობის სიმძიმის განსაზღვრა. თუ ცხელება მაღალია, შესაძლოა მდგომარეობა სულაც არ იყოს მძიმე. თუ თქვენი შვილი ძალიან კარგად გამოიყურება, მიზეზი სავარაუდოდ ნაკლებად სერიოზული იქნება.

არსებობს გამონაკლისებიც! თუ ისინი არიან 3 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვები, ცხელებითი რეაქციის არსებობისას აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.

ცრუ მოსაზრება N 5.

თუ ტემპერატურა არ ქვეითდება, მიზეზი სერიოზულია და დიდი შანსია ბაქტერიული ინფექციის არსებობის.

ფაქტი: ეს არ არის დაკავშირებული მხოლოდ ინფექციის სერიოზულობასთან. ცხელების პიკის ხანგრძლივობა არაფერს ამბობს  მის წარმომავლობაზე. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ გამოიყურება თქვენი შვილი.

პასუხი. ფილტვები იწვის 7000C -8000 C კრემაციის დროს.

ავტორი: ნანო შვანგირაძე