Author: gem

Home gem
მწვავე ვირუსული ენცეფალიტი ბავშვებში: მკურნალობა და პრევენცია.
Post

მწვავე ვირუსული ენცეფალიტი ბავშვებში: მკურნალობა და პრევენცია.

თარგმნა: ნანო შვანგირაძე. სტატია ნათარგმნია UpToDaTe-ს სამედიცინო ბაზიდან. დამხმარე თერაპია ენცეფალიტი მწვავე, სიცოცხლისთვის საშიში გადაუდებელი მდგომარეობაა, რომელიც საჭიროებს სწრაფ ჩარევას. პაციენტის შეფასება და მართვა ხშირად ერთდროულად ხორციელდება. დამხმარე თერაპია წარმოადგენს ენცეფალიტის მკურნალობის კრიტიკულ ასპექტს. საწყისი დამხმარე თერაპიული ზომები შეიძლება მოიცავდეს კარდიორესპირატორული სტატუსის სტაბილიზაციას და კრუნჩხვების მკურნალობას. მონიტორინგი მძიმე ენცეფალიტის მქონე პაციენტები (კრუნჩხვების, კარდიორესპირატორული დარღვევის, კომის...

მწვავე  ვირუსული ენცეფალიტი ბავშვებში: კლინიკური გამოვლინებები და დიაგნოსტირება
Post

მწვავე  ვირუსული ენცეფალიტი ბავშვებში: კლინიკური გამოვლინებები და დიაგნოსტირება

თარგმნა: ნანო შვანგირაძე სტატია ნათარგმნია UpToDate-ს სამედიცინო ბაზიდან, შესავალი ენცეფალიტი არის ტვინის პარენქიმის ანთება, რომელიც ვლინდება ნევროლოგიური დისფუნქციით (მაგ. შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა, ქცევა ან პიროვნება; მოტორული ან სენსორული დეფიციტი; მეტყველების ან მოძრაობის დარღვევები; კრუნჩხვები) და ცენტრალური ნერვული სისტემის ანთების ნიშნებით (მაგ. ცერებროსპინალური სითხის პლეოციტოზი და/ან ენცეფალიტის შესაბამისი ნიშნები ნეიროვიზუალიზაციის ან ელექტროენცეფალოგრამის მიხედვით). აქ განხილული იქნება...

მენინგოკოკური ინფექციის მკურნალობა და პრევენცია
Post

მენინგოკოკური ინფექციის მკურნალობა და პრევენცია

თარგმნა: ნანო შვანგირაძე სტატია ნათარგმნია UpToDaTe-ს საამედიცინო ბაზიდან. Literature review current through: Jul 2025. This topic last updated: Aug 01, 2025. შესავალი Neisseria meningitidis წარმოადგენს არაჰოსპიტალური ბაქტერიული მენინგიტისა და სეფსისის მნიშვნელოვან მიზეზს ბავშვებსა და მოზრდილებში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა მრავალ ქვეყანაში. მენინგოკოკური დაავადების კლინიკური გამოვლინებები შეიძლება საკმაოდ მრავალფეროვანი იყოს, რომელიც მერყეობს გარდამავალი ცხელებიდან და ბაქტერიემიიდან დაწყებული...

ინფარქტის 5 უმნიშვნელოვანესი ეკგ ნიშანი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ!!!
Post

ინფარქტის 5 უმნიშვნელოვანესი ეკგ ნიშანი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ!!!

ავტორი: მარიამ თურმანაული ელექტროგარდიოგრაფიის ინტერპრეტაციის შესწავლისას, ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი მწვავე მიოკარდიული ინფარქტის 12-განხრიან ეკგ-ზე ამოცნობაა. მოგეხსენებათ, დრო გულის შეტევის მკურნალობისას ძალიან მნიშვნელოვანია. ეკგ-ზე ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე MI-ის გამოტოვებამ შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის მდგომარეობის სავალალო შედეგები. მოდით გადავხედოთ ეკგ-ს დასკვნებს ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის დროს (STEMI-ს).  ისევ და ისევ – მრავალი მაგალითით, თუ როგორ...

ძალიან ადრეულ ასაკში განვითარებული შიზოფრენია. 6 წლის ბიჭუნას შემთხვევის განხილვა.
Post

ძალიან ადრეულ ასაკში განვითარებული შიზოფრენია. 6 წლის ბიჭუნას შემთხვევის განხილვა.

თარგმნა: ნანო შვანგირაძე ძალიან ადრეულ ასაკში, 13 წლამდე დაწყებული  შიზოფრენია ხასიათდება ჰალუცინაციებით, ბოდვითი წარმოდგენებით და კოგნიტური დარღვევით. ძალიან ადრეულ ასაკში დაწყებული შიზოფრენიის გავრცელება უცნობია, მაგრამ სავარაუდოა, რომ ის 30,000 ბავშვზე 1-ს შეადგენს. ძალიან ადრეულ ასაკში დაწყებული შიზოფრენია პედიატრიული შიზოფრენიის ანალოგია, რომელიც 13-18 წლის მოზარდებში გვხვდება და ასევე ზრდასრულ ასაკში დაწყებული შიზოფრენიის ანალოგს წარმოადგენს, რაც 18...

ატაქსიური სიარული
Post

ატაქსიური სიარული

ატაქსიური სიარული სიარულის დარღვევის სახეობაა, რომელიც ხასიათდება კოორდინაციისა და წონასწორობის დაკარგვით. ატაქსიური სიარულის მიზეზები 1. ნათხემის დაზიანება: ნათხემის დაზიანება, მაგალითად, ინსულტით, სიმსივნის ან ტრავმის შედეგად. 2. ნეიროდეგენერაციული დარღვევები: მდგომარეობები, როგორიცაა სპინოცერებელარული ატაქსია, მრავლობითი სისტემური ატროფია ან ნათხემის ატაქსია. 3. ტოქსინები: ტოქსინების, როგორიცაა ალკოჰოლის ან გარკვეული მედიკამენტების ზემოქმედება. 4. ინფექციები: გარკვეული ინფექციები, როგორიცაა ნათხემის აბსცესი ან...

ღამის ცვლაში მუშაობის 10 ეფექტი, მათთან ბრძოლის გზები და სარგებელი
Post

ღამის ცვლაში მუშაობის 10 ეფექტი, მათთან ბრძოლის გზები და სარგებელი

ავტორი: ნინო ბალანჩივაძე ინდუსტრიის დიდ ნაწილში ღამის ცვლში მუშაობა ჩვეულებრივი სამუშაო დღის განუყოფელი ნაწილია. ბიზნესი მუშაობს მთელი ღამის განმავლობაში, რათა რაც შეიძლება მეტი მოცულობის წარმოება და ბაზრის მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს. მაგრამ თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობენ არარეგულარულ ცვლებზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შეიძლება განუვითარდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები.  ღამის ცვლაში მუშაობის ეფექტები ღამის ცვლაში მუშაობა აიძულებს ადამიანის ორგანიზმს იმუშაოს იმ...

თავის ტკივილი – მიმოხილვა
Post

თავის ტკივილი – მიმოხილვა

ავტორი: ნინო ბალანჩივაძე თავის ტკივილის უმეტესობა სიცოცხლისთვის საშიში დაავადებებით არ არის გამოწვეული თუმცა, შეიძლება ადამიანის ორგანიზმისთვის საკმაოდ დამაუძლურებელი იყოს. ტკივილის უმეტესობა შემდეგ კატეგორიებად იყოფა : ● დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი ● შაკიკი ● კლასტერული თავის ტკივილი თავის ტკივილის ტიპებს შორის გარკვეული გადაფარვაა, თუმცა ზოგიერთი ძირითადი სიმპტომი მათი ერთმანეთისგან გარჩევაში გვეხმარება. ეს სამი ტიპი „პირველადი თავის...

a close-up of a baby's feet
Post

ლეიცინოზი – ნეკერჩხლის სიროფის დაავადება 

ავტორი: თამარ პაქსაშვილი. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის VI კურსის სტუდენტი. მექანიზმი და მენეჯმენტი აბსტრაქტი ნეკერჩხლის სიროფის დაავადება (ნეკერჩხლის სიროფის საშარდე დაავადება (ნსსდ)) — არის თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევა, რომელიც გამოწვეულია განშტოებულჯაჭვიანი α-კეტომჟავას დეჰიდროგენაზის კომპლექსის დეფექტით. შედეგად, სისხლის პლაზმაში იზრდება განშტოებულჯაჭვიანი ამინომჟავების (გაას) დონე, შარდში ჩნდება α-კეტომჟავები და წარმოიქმნება დაავადებისთვის პათოგნომონური მარკერი — ალოიზოლეიცინი. ეს დაავადება განსხვავდება სიმძიმის მიხედვით...

LGSOC -საკვერცხის დაბალდიფერენცირებული სეროზული კარცინომა და მისი ინოვაციური მკურნალობა
Post

LGSOC -საკვერცხის დაბალდიფერენცირებული სეროზული კარცინომა და მისი ინოვაციური მკურნალობა

ავტორი: ნინო შენგელია. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მედიცინის ფაკულტეტი VI კურსის სტუდენტი.   საკვერცხის კიბო მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა.ყოველწლიურად დიაგნოსტირებული ავთვისებიანი სიმსივნეების საშუალოდ 3,4%-ია, ხოლო კიბოს დიაგნოზით გარდაცვლილთა 4,7% საკვერცხის კიბოზე მოდის.    საკვერცხის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ ფორმას საკვერცხის დაბალდიფერენცირებული სეროზული კარცინომა (LGSOC) წარმოადგენს, რომელიც უიშვიათეს ჰისტოლოგიურ ქვეტიპს მიეკუთვნება, ხასიათდება უნიკალური...