ღამის ცვლაში მუშაობის 10 ეფექტი, მათთან ბრძოლის გზები და სარგებელი

ღამის ცვლაში მუშაობის 10 ეფექტი, მათთან ბრძოლის გზები და სარგებელი

ავტორი: ნინო ბალანჩივაძე

ინდუსტრიის დიდ ნაწილში ღამის ცვლში მუშაობა ჩვეულებრივი სამუშაო დღის განუყოფელი ნაწილია. ბიზნესი მუშაობს მთელი ღამის განმავლობაში, რათა რაც შეიძლება მეტი მოცულობის წარმოება და ბაზრის მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს.

მაგრამ თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობენ არარეგულარულ ცვლებზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შეიძლება განუვითარდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები.

 ღამის ცვლაში მუშაობის ეფექტები

ღამის ცვლაში მუშაობა აიძულებს ადამიანის ორგანიზმს იმუშაოს იმ გრაფიკით, რომელიც ეწინააღმდეგება მის ბუნებრივ ცირკადულ რიტმს.  შესაძლებელია ადამიანის  სხეულის გადამზადება დღის განმავლობაში ძილისთვის, რათა ღამით ფხიზლად დარჩეს, მაგრამ თუ ეს გადამზადება არ მოხდა სწორად – ან საერთოდ არ გაკეთდა – შეიძლება სერიოზული სამედიცინო პრობლემების წინაშე აღმოვჩნდეთ.

 აი, როგორ მოქმედებს ღამის ცვლაში მუშაობა თქვენს ჯანმრთელობაზე:

1) ხელს უშლის ძილის ბუნებრივ რიტმს

ძილი ძალზე მნიშვნელოვანია ფაქტორია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სანამ გვძინავს, ჩვენი ორგანიზმი თავისუფლდება  ტოქსინებისგან, აღადგენს დაზიანებებს და ამცირებს სტრესს. ღამის ცვლაში მუშაობა ხელს უშლის ამ მნიშვნელოვან პროცესებს, რამაც შეიძლება  მრავალი სამედიცინო დარღვევა გამოიწვიოს.

2) ზრდის ძუძუს კიბოს  განვითარების რისკს

ქალები, რომლებიც ღამით მუშაობენ, გაცილებით მეტი რისკის ქვეშ არიან ძუძუს კიბოს განვითარებისა, ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ დღის განმავლობაში მუშაობენ. და არ აქვს მნიშვნელობა, ღამის ცვლაში მუდმივად მუშაობთ, თუ კვირაში მხოლოდ ერთ ღამეს ათენებთ.

3) ზრდის გულის შეტევის რისკს

 ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ღამის ცვლაში მუშაობა შვიდი პროცენტით ზრდის გულის შეტევის ალბათობას.  მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ძილის ჩვევების ცვლილება გავლენას ახდენს არტერიულ წნევაზე და სისხლის მიმოქცევაზე.

4) ზრდის დეპრესიის რისკს

ღამის ცვლაში მუშაობა ასევე უარყოფითად აისახება ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ ღამის ცვლაში მუშაობისას დეპრესიისა და განწყობის აშლილობის რისკი იზრდება.

5) ზრდის სამუშაო ადგილზე დაზიანების რისკი

ღამის ცვლაში მუშაობა ნიშნავს იმუშაოთ თქვენი სხეულის ბუნებრივი მოთხოვნილებების,  ცნობიერების და მობილურობის  საწინააღმდეგოდ. ადამიანს რა თქმა უნდა, შეუძლია აიძულოთ თავი იყოს ფხიზლად და მოძრავად, მაგრამ სხეულს მაინც სურს დაისვენოს. ეს იწვევს ფოკუსის, ყურადღების, პროდუქტიულობის და  მოტორული უნარების შემცირებას.  სამუშაოების გარკვეულ ნაწილში, როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს  სამუშაოსთვის სრული ყურადღების მიქცევას, ტრავმის რისკი მკვეთრად იზრდება.

6) ცვლება ადამიანის მეტაბოლიზმი

ორგანიზმში მეტაბოლიზმი ძირითადად რეგულირდება  ჰორმონებით. მაგალითად, ჰორმონი ლეპტინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს  წონის, სისხლში შაქრისა და ინსულინის დონის რეგულირებაში. ღამის ცვლაში მუშაობა ხელს უშლის ამ სასიცოცხლო ჰორმონის გამომუშავებას და ცირკულაციას. რამაც შეიძლება  დარღვევები გამოიწვიოს.

7) ზრდება სიმსუქნისა და დიაბეტის განვითარების რისკი

დღის განმავლობაში ძილი და ღამით მუშაობა ზრდის სიმსუქნისა და დიაბეტის განვითრების რისკს. ღამის მორიგე ადამიანების შემთხვევაში ეს დარღვევები გამოწვეულია ჰორმონების წარმოების დისბალანსით. რეალური საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ მიუხედავად იმისა, ადამიანი მიირთმევს თუ არა ჯანსაღ საკვებს ჰორმონების დისბალანსმა შეიძლება მაინც გამოიწვიოს სიმსუქნე და დიაბეტი.  

8) იზრდება კუჭ-ნაწლავის პრობლემების განვითარების რისკი

თუ ადამიანი ღამის ცვლაში  ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობს, ყველა ზემოთ ნახსენები ეფექტის შესაძლო დაგროვების ფონზე შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის პრობლემები დიარეის და წყლულების სახით. ან  შესაძლოა გაართულოს უკვე არსებული მდგომარეობები, რამაც შეიძლება  უფრო  სერიოზულ სამედიცინო შედეგებამდე მიგვიყვანოს.

9. მელატონინის გამოყოფის დათრგუნვა

დღის და ღამის, სინათლისა და სიბნელის  შებრუნება თრგუნავს მელატონინის გამომუშავებას და გამოყოფას, რომელიც პასუხისმგებელია ძილისა და გაღვიძების ციკლების კონტროლზე.

მელატონინის დონის  დაქვეითება ნიშნავს, რომ როდესაც ადამიანი ცდილობს დაიძინოთ დღის განმავლობაში მას არ ექნება ღრმა ან საკამრისი ძილი, რათა სხეულმა ძალები აღიდგინოს. შედეგად, შესაძლოა  ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაწუხებდეთ ძილის ნაკლებობა, რაც წარმოუდგენლად საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.

10) ართმევს  ორგანიზმს აუცილებელ D ვიტამინს

D ვიტამინი აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. ის ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას და ხელს უწყობს ძვლების ზრდას. D ვიტამინის ძალიან მცირე რაოდენობა იწვევს ოსტეომალაციას (ძვლების არასწორ ფორმას) სხვა დაავადებებთან ერთად, როგორიცაა:

• ძუძუს კიბო

• მსხვილი ნაწლავის კიბო

• პროსტატის კიბო

• გულის დაავადება

• დეპრესია

D ვიტამინის მიღება შესაძლებელია ისეთი საკვების მიღებით, როგორიცაა ყველი, იოგურტი, ტოფუ და ორაგული. მაგრამ ადამიანის ორგანიზმი შთანთქავს D ვიტამინის აბსოლუტურ უმრავლესობას მზისგან. როდესაც მუშაობთ ღამის ცვლაში და გძინავთ დღის განმავლობაში თქვენი სხეული არ იღებს D ვიტამინს, რომელიც საჭიროა სათანადო ფუნქციონირებისთვის.

ღამის ცვლაში მუშაობის შედეგების წინააღმდეგ ბრძოლის გზები:

1) ღამის ცვლის გრაფიკზე ნელა გადასვლა

მენეჯერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ თანამშრომლები ნელ-ნელა  და  თანდათანობით გადაიყვანონ დღის ცვლიდან ღამის ცვლაზე. სულ მცირე, ეს მათ სხეულს აძლევს დროს და საშუალებას შეეგუონ ახალ გრაფიკს.

2) მიმართეთ  დახმარებისთვის მათ, ვისთან ერთადაც ცხოვრობთ

თუ ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ღამის ცვლაში მუშაობა წარმატების მომტანი იქნება მისთვის, მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების ჩართულობა და თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია, ერთად იმუშაონ ისეთი საკითხების და აქტივობების დაბალანსებაში  როგორიცაა:

• ოჯახისთვის განკუთვნილი დრო

• გრაფიკების დაცვა

• გადასახადების გადახდა

• შოპინგი

• საშინაო საქმეები ადამიანს ასევე დასჭირდება მათი დახმარება მშვიდი საათების დამყარებისა და შენარჩუნებაში, რათა შეძლონ ღამის ფუნქციონირებისთვის საჭირო ძილი.

3.  კოფეინი არის სტიმულატორი, რომელიც გამოიყენება ენერგიის სწრაფად მოსამატებლად და სიფხიზლის შესანარჩუნებლად.  კოფეინის პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ის ადამიანის ორგანიზმში რჩება საათობით და შეუძლია ხელის შეშლა სამუშაოს შემდეგ დაძინებაში. მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად  სასურველია კოფეინის მიღების შემდეგ, დიდი რაოდენობით წყალის დალევა.

4) მოერიდეთ ალკოჰოლს

ალკოჰოლს შეუძლია ადამიანის სწრაფად ჩაძინებაში დახმარება , მაგრამ ასევე ამცირებს თვალის სწრაფი მოძრაობის (REM) ძილს.  REM ძილი არის  ძილის ციკლის აღდგენითი ფაზა, ასე რომ,  ალკოჰოლის მიღებით ეფექტურად ერევით სხეულის უნარს, აღადგინოს თავი.

5) მიიღეთ მზის შუქი, როცა არ მუშაობთმოერიდეთ კოფეინს

როდესაც არ მუშაობთ, ეცადეთ მზეზე მინიმუმ 30 წუთი მაინც გაატაროთ. წადით სასეირნოდ, იმუშავეთ ბაღში, ივარჯიშეთ გარეთ, ან უბრალოდ დაჯექით და წაიკითხეთ წიგნი. ამით თქვენს ორგანიზმს მიეწოდება D ვიტამინით, რომელიც საჭიროა თქვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

6) დაიძინეთ სწორ გარემოში

სწორ გარემოში ძილს შეუძლია დიდი გავლენა იქონიოს იმაზე, თუ რამდენად კარგად და რამდენ ხანს გძინავთ. აქ მოცემულია ხუთი გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადგილი, სადაც გძინავთ, არ ერევა ძილის ხარისხში:

1. სასურველია ოთახში იყოს გრილი ტემპერატურა. (68°F ქვემოთ).

2. მაქსიმალურად ეცადეთ ოთახის დაბნელება.

3. გახადეთ  გარემო მაქსიმალურად მშვიდი.

4. სასურველია ძილის ნიღბისა და ყურსასმენების გამოყენება.

5. გამორთეთ ელექტრონიკა დაძინებამდე ორი საათით ადრე.

ეს მარტივი ნაბიჯები შესაძლებელს ხდის დაიძინოთ ღამის ძილით ყოველ ჯერზე, მაშინაც კი თუ გძინავთ დღის მანძილზე.

7) მოერიდეთ ნიკოტინს გამოყენებას ძილის წინ

ნიკოტინი, რომელიც გვხვდება სიგარეტში, ვაიპ კალმებში, მილსა და თამბაქოს ყველა ფორმაში, ბუნებრივი სტიმულატორია. ნიკოტინის მიღებისას ადამიანის  გულისცემა მატულობს, სუნთქვა უფრო სწრაფი და ზედაპირული ხდება, არტერიული წნევა მატულობს და შესაბამისად ძილის წინ მოწევით ირღვევა ძილის პროცესი. სასურველია სიგარეტის მოწევა დაძინებაბმდე მინიმუ სამი საათით ადრე.  ამ დროის განმავლობაში ხდება ორგანიზმის მიერ მისი გადამუშავება და გამოყოფა.

8) გამორთეთ ელექტრონიკა დაძინებამდე ერთი საათით ადრე

ელექტრონული მოწყობილობები, როგორიცაა კომპიუტერები, ტაბლეტები და ტელევიზორები, ასხივებენ უფრო მოკლე ტალღის სინათლეს (ხილული სპექტრის ლურჯი ბოლოებისკენ).

ეს ლურჯი შუქი იწვევს ორგანიზმში ნაკლები მელატონინის გამომუშავებას – ჰორმონი, რომელიც არეგულირებს ცირკადულ რიტმს. მელატონინის ნაკლებობის გამო, სხეული ნაკლებად მიდრეკილია შენელებისა და დაიძინებისკენ. იმისათვის რომ სხეული მოამზადოთ ძილისთვის – განსაკუთრებით ღამის ცვლაში მუშაობის შემდეგ – გამორთეთ ელექტრონიკა დაძინებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე. თუ შესაძლებელია, მოერიდეთ ფლუორესცენტურ ნათებას და  ცოტა ხანი დაყავით მკრთალად განათებულ ოთახში.

9. იკვებეთ ჯანსაღად

ჯანსაღი კვება ღამის ცვლაში მუშაობის უარყოფითი შედეგების წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი გზაა.თუ მუდმივად მუშაობთ ღამის ცვლაში შეეცადეთ იკვებოთ ისე, როგორც დღის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამის სურვილი არ გქონდეთ.

მიირთვით ხშირად მსუბუქი  და ჯანსაღი საჭმელი, რათა თავიდან აიცილოთ ძილიანობა, რომელიც მოჰყვება მდიდარ და მძიმე საკვებს.

ანალოგიურად, შეარჩიეთ ადვილად მოსანელებელი საკვები (მაგ. ხილი, ბოსტნეული, პური, ბრინჯი და მაკარონი), რათა სხეულმა შეძლოს რესურსების, კვებაზე გადანაწილების ნაცვლად, ფხიზელ მდგომარეობაში დარჩენაზე გამოყენება.

გამოიმუშავეთ ჩვევები ჩჯანსარი რაციონის შესაქმნელად:

• დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი დაძნებამდე რამოდენიმე საათით ადრე.

• მოერიდეთ შაქრიანი საკვების მიღებას თქვენი დღის ბოლოს.

• ღამის ცვლაში მუშაობისას შეწყვიტეთ შემწვარი, ცხარე და დამუშავებული საკვების მიღება.

• ჩართეთ თქვენს რაციონში ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების რეკომენდებული ბალანსი

როდესაც შეადგენნთ თქვენთვის საჭირო საკვების  რაციონს , გამზადებული საკვები  ატარეთ სამსახურში, რათა არ მიიღოთ ნებისმიერი საკვები, რომელიც  გახდება მიზეზი თქვნი მოდუნების და ძილიანობისა.

10) ძილი შესვენების დროს

ძილი  შესვენებისას, ღამის ცვლაში  ყოფნის დროს შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი, რათა დაგეხმაროთ უსაფრთხოდ მუშაობაში.

ხანმოკლე 20-წუთიანი ძილი აღადგენს ენერგიის დონეს და  აფხიზლებს ორგანიზმს მთელი ღამის განმავლობაში.

ეცადეთ არ გადააჭარბოთ 45-წუთიან ძილს. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ ღრმა ძილის  ციკლში და თუ ამ დროს აიძულებთ საკუთარ თავს გამოფხიზლებას, განახლების ნაცვლად პირიქით იგრძნობთ თავს და უფრო მეტი დრო დაგჭირდებათ გამოსაფხიზლებლად. გაესაუბრეთ ექიმს, თუ ღამის ცვლაში მუშაობა თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.

ღამის ცვლაში მუშაობა ყველა ადამიანს არ შეუძლია. ზოგიერთი ადამიანის სხეული უბრალოდ ვერ უძლებს ღამის მუშაობის სტრესს.

თუ ღამის ცვლაში მუშაობა  ჯანმრთელობის პრობლემებს გიქმნით, მიმართეთ ექიმს. მას შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს თქვენს დამსაქმებელს, რომ გადაგიყვანოთ დღის ცვლაზე, რაც დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

თუმცა, უმეტეს შემთხვევებში ღამის ცვლებზე გადასვლას მხოლოდ პრაქტიკა სჭირდება. ეს ისეთივე უნარია, როგორც ნებისმიერი სხვა და რაც უფრო მეტს იმორიგევებთ, მით უფრო მარტივი გახდება.

ღამის ცვლაში მუშაობის სასარგებლო ეფექტები:

ღამის ცვლაში მუშაობის ნეგატიური ეფექტების განხილვის შემდეგ, შეიძლება გაგიკვირდეთ, რატომ შეიძლება აგრძელებდნენ ადამიანები გაცნობიერებულად მუშაობას.

რეალურად  ღამის ცვლაში მუშაობას აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი მომგებიანი სარგებელი- თუ შეძლებთ საკუთარ თვზე   მუშობას უარყოფითი ეფექტების შესამცირებლად.

მაღალი ანაზღაურება

ღამის ცვლაში მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სარგებელი არის უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების შანსი.

ინდუსტრიიდან და საჭირო უნარებიდან გამომდინარე, ზოგიერთი დამსაქმებელი სთავაზობს მნიშვნელოვნად მაღალ ხელფასს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ირჩევენ მესამე ცვლაში მუშაობას, ვიდრე მათ, რომელბიც მუშაობენ პირველ და მეორე ცვლაში.

გუნდური მოთამაშე

თუ თქვენ ეძებთ გზებს დამსაქმებლისთვის იმის დასანახავად, რომ გუნდური მოთამაშე და კომპანიის ერთგული ხართ, ღამის ცვლაში მუშაობა ამის საჩვენებლად ერთ-ერთი გზაა.

მზადყოფნა იმისა, რომ იყო იქ სადაც დამსაქმებელს ყველაზე მეტად ჭირდება, აჩვენებს, რომ გინდა დაეხმარო ბიზნესს რაც შეიძლება მეტად წარმატებული იყოს. მენეჯმენტი და თქვენი გუნდის სხვა წევრები ხედავენ და აღიარებენ ამას.

თუმცა გახსოვდეთ, რომ “გუნდური მოთამაშე” არ არის ერთადერთი თვისება, რომელსაც მენეჯერები აქცევენ ყურადღებას დაწინაურებებისა და მსგავსი საკითხების განხილვისას. სამუშაო გამოცდილება, განათლება, უნარები, ხასიათის თვისებები და ლიდერობა, ეს ყველაფერი თამაშში შედის.

 ნაკლები კონკურენცია

დღის ცვლა ხშირად სავსეა თანამშრომლებით, რომლებიც კომპანიაში დიდი ხანია მუშაობენ.

მათ აქვთ  დაკავებულ თანამდებობებზე მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება და ხანდაზმულობა , ამიტომ შეიძლება ზოგიერთისთვის რთლი იყოს დაკევაბული, კორპორატიული საფეხუროდან უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლა.

ავტონომია

ღამის ცვლაში მუშაობის კიდევ, ერთი სასარგებლო ეფექტი არის მეტი ავტონომია და ნაკლები მიკრომენეჯმენტი. მიუხედავად იმისა, რომ დღის ცვლაში შეიძლება იყოს ერთი, ორი, სამი ან თუნდაც ოთხი მენეჯერი ერთდროულად, ღამის ცვლაში შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი მორიგე მენეჯერი.

ინდუსტრიიდან გამომდინარე, ეს შეიძლება ნიშნავს, რომ დღეების განმავლობაში შეგიძლიათ იმუშაოთ ნაკლები ზედამხედველობით, ვიდრე თქვენმა კოლეგებმა.

თუ გიჭირთ სამუშაოზე ფოკუსირება ყველა შეხვედრის, დისკუსიისა და მენეჯმენტის წვლილის გამო და გსიამოვნებთ დამოუკიდებლად მუშაობა, ღამის ცვლა შესაძლოა თქვენთვის სწორი არჩევანი იყოს.

გამოცდილების გამყარება

თუ გსურთ გაამყაროთ თქვენი გამოცდილება საქმეში, განიხილეთ ღამის ცვლაში მუშაობა. ასე უფრო სწრაფად გახდებით   კონკრეტული სამუშაოს ექსპერტი და

ამან შეიძლება დაგაყენოთ კარიერული წინსვლის სწრაფ გზაზე და მოგცეთ ისეთი ბიძგი, რომელიც შესაძლოა არ გქონოდათ დღის ცვლაში მუშაობისას.

  ლიდერობა

ღამის ცვლაში მუშაობა გაძლევთ საშუალებას გამოავლინოთ უფრო მეტი ლიდერული თვისებები, რაც შესამჩნევია მენეჯმენტისთვის და დაწინაურების პროცესში ეხმარება მათ გადაწყვეტილების მიღებაში.  თუმცა ეს არ არის ერთადერთი რამ, რასაც ისინი მიიღებენ მხედველობაში, მაგრამ ამას შეუძლია დიდი როლი შეასრულოს  უფრო მაღალი ანაზღაურებისა და კომპანიის შიგნით მეტი პასუხისმგებლობის მოპოვებაში.

ნაკლები ყურადღებ

ავტონომიასთან ერთად, ღამის ცვლაში მუშაობის კიდევ ერთი უპირატესობა არის ნაკლები ყურადღება.

ღამის ცვლაში არა მხოლოდ ნაკლები მენეჯერი, არამედ  ნაკლები სატელეფონო ზარი, ნაკლები მომხმარებელი, ნაკლები ელ.წერილი და საერთო აქტივობის შემცირება თქვენს ირგვლივ.

ღამის ცვლაში მუშაობს “ჩონჩხი ეკიპაჟი” რომლებიც საკმარისია იმისათვის, რომ საქმე გაგრძელდეს ისე როგორს საჭიროა – ასე რომ,  გუნდის წევრებს ნაკლები შესაძლებლობა ექნებათ ხელი შეუშალონ ერთმანეთს  სამუშაოს მიმდინარეობისას.

ასე რომ,თუ თქვენ გირჩევნიათ მშვიდი, ნაკლებად დატვირთული სამუშაო გარემო ნაკლები ყურადღების მიქცევით, ღამის ცვლა შესაძლოა თქვენთვის საუკეთესო ადგილი იყოს.

შესაძლებლობა წარმატების მისაღწევად

თუ  დაინტერესებული ხართ კონკრეტულ ინდუსტრიაში, ან თუნდაც კონკრეტულ ბიზნესში მუშაობით, ღამის ცვლაში მუშაობა შეიძლება  იყოს შანსი სხვადსხვა კარის გასაღებად.

ჩვენ ყველას გვსმენია ისტორიები აღმასრულებელი დირექტორების შესახებ, რომლებმაც დაიწყეს მუშაობა ფოსტის ოთახიდან და მიაღწიეს წინსვლას კომპანიის შიგნით.

თუ თქვენთვის შეუძლებელია სამუშაო დღეებში მუშობის დაწყება თქვენთვის სასურველ ინდუსტრიაში, სცადეთ განაცხადი ღამის ცვლაზე. ამის გაკეთება არ ნიშნავს, რომ სამუდამოდ იქ უნდა დარჩეთ.

 მეტი დრო განათლებისთვის

დღის ცვლის თანამშრომლების უმეტესობა მუშაობს დილის 8 საათიდან საღამოს 5 საათამდე. შემდეგ მიდიან სახლში და დროს ხარჯავენ სხვადასხვა აქტივობებზე. თუმცა, ხშირ შემთხვევებში, განათლებისთვის საჭირო აქტივობები და ტრენინგები მთავრდება საღამოს 5 საათამდე. 

მაგრამ, ღამის ცვლასთან ერთად, თქვენ ასრულებთ მუშაობას იმ დროს, როდესაც უნივერსიტეტებისა და კოლეჯების უმეტესობა გთავაზობთ გაკვეთილების დიდ ნაწილს.

არის თუ არა ღამის ცვლა თქვენთვის შესაფერისი?

სანამ გადახვალთ ღამისთევაზე, გადახედეთ ღამის ცვლაში მუშაობის როგორც დადებით, ასევე უარყოფით შედეგებს, ასევე, რა შეგიძლიათ გააკეთოთ გადასვლის გასაადვილებლად.

შეიძლება დაგჭირდეთ საუბარი ვინმესთან, ვინც მუშაობდა ან ამჟამად მუშაობს ღამის ცვლაში, რათა გაიგოთ მათი აზრები სიტუაციაზე.

დაწერეთ თქვენი მიზნები და ამოცანები – როგორც თქვენი კარიერისთვის, ასევე პირადი ცხოვრებისთვის – და შემდეგ გადაწყვიტეთ დღის ან ღამის ცვლა უკეთესად შეესაბამება, თუ არ თქვენს  ინდივიდუალურ სიტუაციას.