როგორ გამოვაფხიზლოთ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი?

როგორ გამოვაფხიზლოთ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი?

როგორ გამოვაფხიზლოთ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი?

1. უნდა ვაიძულოთ, ხშირად ისუნთქოს, რადგან ალკოჰოლის ინტოქსიკაციის დროს ადამიანის სუნთქვა ნელდება.

  • ცხადია, არა, რადგან ხშირი სუნთქვის დროს ვითარდება ჰიპერვენტილაცია და ასე თქვენ მას აიძულებთ გონება დაკარგოს უმოკლეს დროში.

2. ვეცადოთ ხელოვნურად გამოვიწვიოთ ღებინება, რათა მოვიშოროთ ალკოჰოლი და თავიდან ავირიდოთ მისი მეტად შეწოვა.’

  • ცხადია, არა, რადგან ალკოჰოლი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ძალიან სწრაფად შეიწოვება და კუჭის ამორეცხვას, მითუმეტეს ღებინებას, აზრი არ აქვს.

3.  უნდა ვაბანაოთ ცივი წყლით.

  • ისევ ცხადია, არა, რადგან ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ ადამიანს ჰიპოთერმიის (გადაციების) განვითარების მაღალი რისკი აქვს, შესაბამისად ცივი წყლის გადავლება ან ცივ საფენებში გახვევა არც ისე კარგი იდეაა.

4. არსებობს რეკომედაციები, რომლებიც მოგვიწოდებს „ბალახების ნაყენის“ მიღებას, რათა ორგანიზმიდან გამოვდენოთ შლაკები..

  • შლაკები… ვინმეს საერთოდ შეუძლია ახსნას რა არის შლაკები? და თან ტერმინი „ბალახები“ ძალიან მრავალფეროვანია, შესაბამისად, აზრს მოკლებულია მსგავსი რეკომემნდაცია.

5. დავუზილოთ ყურები ძლიერად და 1 წუთში შევძლებთ ფხიზელ ადამიანთან საუბარს. ამ გზით მოვახდენთ თავის ტვინში “სისხლის ჩაღვრას” და მთვრალის გამოფხიზლებას.

  • მნელია კომენტარის გაკეთება 😊 თავის ტვინში სისხლის ჩაღვრა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა და ყურის დაზელვით ამის მიღწევა შეუძლებელია. თავის ტვინში “სისხლის ჩაღვრა” თქვენი მიზანი არც უნდა იყოს 😊

მაშ ასე:

რა არის ალკოჰოლური მოწამვლა?

ეს არის მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ალკოჰოლის გადაჭარბებული რაოდენობით მიღების შემდეგ. ეს ალკოჰოლური თრობისაგან განსხვავებული მდგომარეობაა, შეიძლება ითქვას, რომ ოდნავ მეტია, ვიდრე თრობა. იშვიათ შემთხვევებში, ალკოჰოლური მოწამვლა შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობად მოგვევლინოს. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ადამიანმა შესაძლებელია შეწვიტოს სუნთქვა ან დაეწყოს ღებინება, რაც პოტენციურად სასუნთქ გზებში გადაცდენის მიზეზს წარმოადგენს.

როგორ გამოვლინდება ალკოჰოლური მოწამვლის სიმპტომები?

ზოგიერთი სიმპტომით იგი ემსგავსება „უბრალოდ მთვრალ“ ადამიანს. მთვრალი ადამიანი შესაძლებელია დაბნეულად გამოიყურებოდეს ან უჭირდეს ფეხზე დგომა. მაგრამ ზოგიერთი სიმპტომი ფრიად სერიოზულია. ალკოჰოლის ზემოქმედებით შესაძლებელია განვითარდეს სუნთქვის გაიშვიათება ან გაჩერება სასუნთქი გზების ან პირის ღრუს დახშობა და ასევე არტერიული წნევის სახიფათო დაქვეითება.

ალკოჰოლური მოწამვლა გადაუდებელი მდგომარეობაა და უნდა გამოიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება (საქათველოში 1-1-2), თუ ვინმე:

წყვეტს სუნთქვას ან სუნთქავს ძალიან ნელა (8 სუნთქვაზე ნაკლები 1წუთში)

  • პაციენტი ციანოზური ან მკვეთრად ფერმკრთალი.
  • აქვს ცივი კანი.
  • აქვს გულყრა.
  • გათიშულია და ვერ აღვიძებთ ან სუნთქვისას გამოსცემს ხრიალის ხმებს.
  • აღენიშნება შეუჩერებელი ღებინება.
  • გამოიყურება ძალიან ავად.

როგორ დაეხმარებიან ექიმები საავადმყოფოში დაზარალებულ ადამიანს?

განყოფილების ექიმებს და ექთნებს შეუძლიათ:

  • ადამიანის სუნთქვის მონიტორინგი, სუნთქვის გაჩერების შემთხვევაში – პაციენტის სუნთქვის აპარატზე გადაყვანა.
  • მიაწოდონ პაციენტს ინტრავენურად სითხე ანუ მოახდინონ პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია და ინტრავენურად სითხის გადასხმა. ეს მიდგომა უმნიშვნელოვანესია როდესაც ადამიანს აქვს შეუპოვარი ღებინება და ან ძალიან დაბალი წნევა.
  • ექიმებს შეუძლიათ, შეაფასონ სხვა სამედიცინო მდგომარეობები- ადამიანებს რომლებიც მოიხმარენ ალკოჰოლს, ზოგჯერ ძნელად შეემჩნევათ სხვა  სახიფათო მდგომარეობები, რადგან ისინი ვერ აღწერენ რას გრძნობენ. მაგალითად, ხშირად ეცემიან და იღებენ სხვა ტრავმულ დაზიანებებს. ექიმები საჭირო და შესაბამისი საშუალებები და გამორიცხავენ სიცოცხლისთვის საშიშ სხვადასხვა მდგომარეობებს.
  • გადაამოწმებენ, რათა დარწმუნდნენ რომ სისხლში შაქრის დონე ნორმაშია.

შეუძლიათ თუ არა ექიმებს ალკოჰოლის „ამოღება“ პაციენტის ორგანიზმიდან?

  • ცხადია არა. ალკოჰოლი ძალიან სწრაფად შეიწოვება ორგანიზმში, კუჭის დაცლა, ამორეცხვა არ არის რეკომენდებული. ვერაფერი ახდენს ალკოჰოლის შთანთქმას და მისი ეფექტის გაუვნებელყოფას. ზოგადად, ალკოჰოლის ორგანიზმიდან გაუვნებელყოფას სჭირდება დრო.

პციენტები რომლებიც იმყოფებიან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, მაგრამ არ საჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას:

  • განაგრძეთ სუნთქვის შემოწმება. გამოიძახეთ სასწრაფო საემდიცინო დახმარება (სსდ) იმ შემთხვევაში თუ სუნთქვა ძალიან შენელდა.
  • შეაღვიძეთ პაციენტი ყოველ ნახევარ საათში, რათა დარწმუნდეთ, რომ ის რეაგირებს.
  • განაგრძეთ მეთვალყურეობა რათა არ განვითარდეს ასპირაცია (გადაცდენა) სასუნთ გზებში.
  • შეაფასეთ გამონაყარი, სისხლჩაქცევები და ტრავმული დაზიანების ნიშნები.
  • დაათბუნეთ, რათა შეინარჩუნოთ სითბო.

თუ თქვენს გარემოში მყოფი ადამიანი დიდი ოდენობით ალკოჰოლს მოიხმარს და ეს გაშფოთებთ, ესაუბრეთ მომხდარზე, მიმართეთ ექიმს, რადგან არსებობს მკურნალობა, რომელიც შესაძლოა დაეხმაროს ალკოჰოლის ბოროტად მომხმარებელ ადამიანს.

წყარო: UpToDaTe 2024. Section of Patient education .