ის რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ !!!
არასოდეს უთხრათ ბავშვს, რომ წამალს კანფეტის გემო აქვს !!!
სახლში ბევრი ნივთიერება შეიძლება იყოს შხამიანი, განსაკუთრებით, თუ არასწორად გამოიყენებთ ან ბავშვი აღმოაჩენს მას.
რისკების გაცნობით თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
მედიკამენტების უსაფრთხოება:
1. შეინახეთ ყველა მედიკამენტი – რეცეპტით და ურეცეპტოდ – კარადაში უსაფრთხოების საკეტის გამოყენებით.
2. ბავშვებს შეუძლიათ სიმაღლეზე ასვლა სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით, ამიტომ კარადის ჩაკეტვა აუცილებელია.
3. დარწმუნდით, რომ თქვენი და თქვენი სტუმრების ჩანთები, რომელშიც შესაძლებელია იდოს მედიკამენტები, ყოველთვის ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
4. მედიკამენტები შეინახეთ მედიკამენტებისთვის განკუთვნილ ყუთში.
5. უნდა იცოდეთდასახელება ყველა მედიკამენტის, რომელიც ინახება სახლში და ასევე აბების რაოდენობა კონტეინერებში.
6. თუ თქვენი შვილები დიდ დროს ატარებენ ნათესავთან, უნდა იცოდეთ, რა მედიკამენტები ინახება მათ სახლში და უზრუნველყავით მედიკამენტების განთავსება ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
7 . არ იფიქროთ, რომ თქვენს შვილს არ შეუძლია წამლის კონტეინერის გახსნა. წამლის, ბავშვისთვის რეზისტენტული შეფუთვა არ ნიშნავს, რომ ბავშვებისათვის შეუძლებელია მათი გახსნა.
8 . არასდროს მოამზადოთ და არ მისცეთ ბავშვს წამალი სიბნელეში. ასეთ პირობებში შესაძლოა თქვენ მისცეთ ბავშვს არასწორი დოზა ან თუნდაც არასწორი წამალი.
9. არასდროს უთხრათ ბავშვს, რომ წამალს კანფეტის გემო აქვს.
10. თუ თქვენი უფროსი შვილი ან მოზარდი იყენებს საკუთარ მედიკამენტებს თქვენი დახმარების გარეშე, დარწმუნდით, რომ მან იცის და იცავს წამლის უსაფრთხოდ შენახვის წესებს. დააკვირდით მას და დარწმუნდით, რომ ის იღებენ სწორ დოზებს.
გამოიყენეთ და შეინახეთ საწმენდი საშუალებები და სხვა საყოფაცხოვრებო ქიმიკატები უსაფრთხოდ.
1. საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებები და აეროზოლური სპრეი უნდა ინახებოდეს მაღალ კარადაში, მიუწვდომელ ადგილას.
2. გამოიყენეთ დამცავი საკეტები ყველა კარადისთვის, რომელშიც მოთავსებულია საწმენდ ან სხვა ქიმიური ნივთიერებები.
3. შეინახეთ საწმენდი საშუალებები თავისივე შეფუთვაში ბოთლებში.
4. არ მოათავსოთ საწმენდი საშუალებები ძველ ბოთლებში ან კონტეინერებში, რომლებიც საკვებად გამოიყენებოდა.
5. როდესაც წმენდთ ან იყენებთ საყოფაცხოვრებო ქიმიურ საშუალებებს, ყურადღებით დააკვირდით ბოთლებს, თუ ბავშვები არიან გარშემო.
6. არასდროს წაუსვათ ფხვნილები ან ვირთხების საწინააღმდეგო შხამი თქვენი სახლის იატაკზე. არ გამოიყენოთ მწერების სპრეი ავეჯზე და ლეიბებზე.
7. შეინახეთ სამრეცხაო და ჭურჭლის სარეცხი საშუალებები მხედველობის არის მიღმა, ჩაკეტილ კარადაში.
8. ტანსაცმლის და ჭურჭლის სარეცხი საშუალებები უფრო საშიშია, ვიდრე სხვა სახის სარეცხი საშუალებები.
9. შეინახეთ მარაგი (ანტიფრიზი, საქარე მინის სარეცხი სითხე) და მებაღეობის პროდუქტები (სასუქი) მიუწვდომელ ადგილას, უსაფრთხოდ ჩაკეტილ სივრცეში (მაგ.ავტოფარეხში). დარწმუნდით, რომ ისინი ინახება შეფუთვის ინსტრუქციის მიხედვით.
ალკოჰოლი
1. არ დატოვოთ ალკოჰოლური სასმელები იქ, სადაც ბავშვებს შეუძლიათ მიწვდნენ მათ.
2. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ წვეულების დროს და თვალი ადევნეთ სტუმრების სასმელსაც.
3. წვეულების შემდეგ დაუყონებლივ გაასუფთავეთ სასმელიანი ჭურჭელი რათა ბავშვებმა არ იპოვონ დარჩენილი სასმელები.
4. შეინახეთ ალკოჰოლის ბოთლები ბავშვებისთვის მიუწვდომელ ჩაკეტილ კარადაში.
ზოგიერთი პროდუქტი შეიცავს ალკოჰოლს და ისინი უნდა შეინახოთ ბავშვებისგან შორს:
საკვების ექსტრაქტები, როგორიცაა მაგ. ვანილი, ხელის სადეზინფექციო საშუალება, სუნამო და ოდეკოლონი.
ტყვიის საღებავი.
თუ თქვენ გაქვთ ძველი სახლი, შეამოწმეთ საღებავები ტყვიის შემცველობაზე.
განსაკუთრებით ფრთხილად იყავით:
- სუნამოებთან,
- თმის საღებავების,
- თმის ლაქების,
- ფრჩხილების ლაქის, ფეხსაცმლის ლაქისა და ფრჩხილის ლაქის მოსაშორებლებთან.
იცოდე შენი სახლისა და ეზოს მცენარეების სახელები.
- შეძლებისდაგვარად მოათავსეთ მცენარეები მიუწვდომელ ადგილას.
- შეახსენეთ ბავშვებს, რომ არ ჭამონ მცენარეები, რომლებსაც სახლში თუ გარეთ აღმოაჩენენ და თვალი ადევნეთ მათ.
- მოარიდეთ ბავშვები სეზონურ მცენარეებსაც.
- ზოგიერთი სადღესასწაულო ოთახის მცენარე (როგორიცაა 1. შროშანები 2. პუანსეტია 3. საშობაო ჰოლი) ტოქსიკურია.

1. ულამაზესი შხამიანი შროშანი

2. პუანსეტია

3. საშობაო ყვავილი
გადაყარეთ გამოყენებელი ბატარეები (რომლებიც გვხვდება საათებში და სხვა ხელსაწყოებში) და შეინახეთ გამოუყენებელი ბატარეები ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
კიდევ რა უნდა იცოდეთ?
თუ თქვენ ელოდებით ბავშვს ან უკვე გყავთ შვილი, კარგი იდეაა:
გახადოთ თქვენი სახლი ბავშვებისათვის უსაფრთხო.
- გაუთანაბრდით ბავშვის სიმაღლეს და დაათვალიერეთ სახლი ბავშვის გადმოსახედიდან. აღმოაჩინეთ საფრთხის შემცველი ნივთები და ადგილები. გააუვნებელყავით ისინი.
- გაიარეთ გულ-ფილტვის რეანიმაციის ტრენინგი (CPR) და შეისწავლეთ მოხრჩობის საწინააღმდეგო ქმედებები, რათა ყიველთვის მზად იყოთ გადაუდებელი შემთხვევებისთვის.
ამ სიფრთხილის ზომების მიუხედავად, ბავშვები შესაძლოა მაინც დაზარალდნენ და უბედური შემთხვევები მოხდეს. მაგრამ მზადყოფნა დაგეხმარებათ, სწრაფად და თავდაჯერებულად იმოქმედოთ, თუ უბედური შემთხვევა მოხდება.