სტატიის ავტორი: ნინო ბალანჩივაძე
თვალის მედიკამენტები არის მედიკამენტების ის ფორმები, რომლებიც ინიშნება პირდაპირ თვალში აპლიკაციისთვის. ფარმაცევტულ ბაზარზე ისინი ხელმისაწვდომები არიან სხვადასხვა ფორმით.
განსხვავებული ტექსტურის მისაღებად ისინი შეიცავენ სხვადასხვა რაოდენობის წყალსა და სხვა ინგრედიენტებს.
●წვეთები – თვალის წვეთები ხელმისაწვდომია სითხის სახით. ჩაწვეთების შემდეგ, დახამხამებისას სწრაფად ფარავენ თვალს. მათი უმეტესობა გამოყენების შემდეგ არ იწვევს მხედველობის დაბინდვას.
●გელი – თვალის გელი წვეთებთან შედარებით ოდნავ სქელი ტექსტურისაა. ზოგიერთ გელს შეუძლია გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა მცირე ხნით.
●მალამო – თვალის მალამოს ყველაზე სქელი კონსისტენცია აქვს. მალამო ადამიანის სხეულის ტემპერატურის ზემოქმედებით დნება და წვრილ წვეთებად იშლება. თვალების დახამხამებისას და მოძრაობისას წვეთები ნელ-ნელა სითხედ იქცევა. ეს პროცესი წამალის ზემოქმედების დროს ახანგრძლივებს. თვალის მალამოს შეუძლია გარკვეული დროით მხედველობის დაბინდვა.
რა სახის მედიკამენტების მიღება შეიძლება თვალის წვეთების, გელის ან მალამოს სახით?
აღნიშნული გზით შეიძლება მრავალი მედიკამენტის მიღება სხვადასხვა მიზეზით.
მაგალითად:
სხვადასხვა სიმპტომების პრევენცია და მკურნალობა:
- თვალების სიმშრალე
- შეშუპება
- სიწითლე
- ქავილი
- ტკივილი
- კონტაქტური ლინზების დამატენიანებელი საშუალება
- თვალის ინფექციის მკურნალობა
- თვალის სხვა დაავადებების საპრევენციო ან სამკურნალო საშუალებები, მაგ. გლაუკომა.
როგორ გამოვიყენო თვალის სამკურნალო მედიკამენტები?
თვალის სამკურნალო პრეპარატების გამოყენების ზოგადი საფეხურებია:
გადაამოწმეთ წამალი:
- წაიკითხეთ ეტიკეტი, რათა დარწმუნდეთ, რომ იღებთ შესაბამის მედიკამენტს. შეამოწმეთ, მედიკამენტი ხომ არ არის ვადაგასული.
- აუცილებლად უნდა იცოდეთ, მედიკამენტის გამოყენება საჭიროა მხოლოდ ერთ თვალში, თუ იგი უნდა გამოყენოთ ორივე თვალში.
- მნიშვნელოვანია ფლობდეთ ინფორმაციას მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის, ჩასაწვეთებელი წვეთის რაოდენობის და მიღების ჯერადობის შესახებ.
- კონტაქტური ლინზების ტარების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა იცოდეთ საჭიროა თუ არა მათი ამოღება მედიკამენტების გამოყენებამდე.
●მედიკამენტების გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები თბილი, საპნიანი წყლით.
●თვალში ნებისმიერი გამონადენის ან ქერქის არსებობის შემთხვევაში საჭიროა მათი სუფთა, თბილი, სველი ქსოვილით ნაზად ამოღება, გაწმენდა და შემდეგ მედიკამეტის გამოყება.
დანიშნული მედიკამენტის შესახებ არსებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თვალის წვეთების ან გელის გამოყენება

●წამალი კარგად შეანჯღრიეთ.
● მოხსენით თავსახური. დადეთ თავსახური გვერდით, სუფთა ზედაპირზე.
● გადასწიეთ თავი უკან. გამოიყენეთ 1 თითი, რათა ნაზად ჩამოსწიოთ ქვედა ქუთუთო და შექმნათ სივრცე სადაც მედიკამენტს ჩააწვეთებთ.
●მეორე ხელით ჩაისხით თვალში წვეთების დანიშნული რაოდენობა. არ შეეხოთ მედიკამენტის ფლაკონის წვერს და მოარიდეთ თვალის ზედაპირთან კონტაქტს.
თუ წამლის ჩასაწვეთბლად თვალის გახელილ მდგომარეობაში გაჩერება გიჭირთ, შეეცადეთ ნაზად დახუჭოთ თვალი. მოათავსეთ მედიკამენტის წვეთი თვალის კუთხეში ცხვირთან ახლოს. ნელა გახსენით თვალი და რამდენჯერმე დაახამხამეთ. თვალის წვეთი გადავა თვალში.
●ნაზად დახუჭეთ თვალები. ექიმის მითითების შესაბამისად, შესაძლოა, საჭირო იყოს 1 თითის თვალის შიდა კუთხეში ცხვირთან დაჭერა, რათა ზეწოლა მოხდეს ცრემლსადენზე. ეს ეხმარება თვალის წვეთს დარჩეს თვალში და ხელს უშლის მედიკამენტის ცხვირში გადინებას.
●1-2 წუთის შემდეგ აიღეთ თითი და გაახილეთ თვალები.
●დაახურეთ თავსახური წამლის ფლაკონს. ფრთხილად იყავით, რათა თავიდან აირიდოთ ფლაკონის წვერთან შეხება.
●დაიბანეთ ხელები.
თვალის მალამოს გამოყენება

●მოხსენით მედიკამენტის ტუბს თავსახური და დადეთ გვერდით სუფთა ზედაპირზე.
●გადასწიეთ თავი უკან. გამოიყენეთ 1 თითი, რათა ნაზად ჩამოწიოთ ქვედა ქუთუთო ქვემოთ. არ შეეხოთ თვალს თითით.
●მეორე ხელით ჩაისხით მალამოს პატარა ზოლი (დაახლოებით 1 სმ) ჩანთაში. არ შეახოთ ტუბის წვერი თვალის ზედაპირს.
თუ გიჭირთ თვალის გახელილ მდგომარეობაში გაჩერება მასში მალამოს მოსათავსებლად, სთხოვეთ დახმარება სხვა ადამიანს.
●რამდენჯერმე ნაზად დაახამხამეთ თვალი, შემდეგ დახუჭეთ თვალი 1-2 წუთის განმავლობაში.
●გამოიყენეთ სუფთა ხელსახოცი თვალის ირგვლივ ზედმეტი მალამოს მოსაშორებლად. ფრთხილად იყავით, რათა არ შეეხოთ თვალს.
●დაახურეთ თავსახური მედიკამენტის ტუბს. ეცადეთ, რომ არ შეეხოთ ტუბის წვერს.
●დაიბანეთ ხელები.
რა გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს თვალის მედიკამენტების გამოყენების შედეგად?
თვალის მედიკამენტების გამოყენებისას წარმოქმნილი შესაძლო გვერდითი ეფექტები მოიცავს:
●მსუბუქ ქავილს
●თვალების წვას
●მხედველობის დაბინდვას
●თვალის ინფექცის განვითარებას
რა უნდა ვიცოდე დამატებით?
● მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ შეინახოთ თვალის მედიკამენტები. იკითხეთ საჭიროა თუ არა მათი მაცივარში შენახვა. დაიცავით ისინი სითბოს და მზის ზემოქმედებისგან.
●ზოგიერთი თვალის წვეთი გამოდის ერთჯერადი გამოყენების ფლაკონებში. ისინი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ 1 დოზაზე, თუნდაც შეფუთვაში დარჩეს წამალი, ნარჩენი წამლის გამოყენება დაუშვებელია.
● ფრთხილად იყავით, რომ არ შეახოთ ფლაკონის ან ტუბის წვერი რაიმე ზედაპირს, ხელებს ან თვალებს.
●თუ იყენებთ ერთზე მეტი სახეობის თვალის წვეთებს, ჩაწვეთებებს შორის დაიცავით სულ მცირე 5 წუთიანი ინტერვალი.
●თუ იყენებთ თვალის წვეთებს ან გელს და თვალის მალამოს, გამოიყენეთ წვეთი ან გელი პირველად. დაელოდეთ მინიმუმ 5 წუთი და შემდეგ გამოიყენეთ მალამო.
●ნუ გაუზიარებთ თვალის მედიკამენტებს სხვა ადამიანებს. გაზიარება შეიძლება მიკრობების ან ინფექციების გავრცელების მიზეზი გახდეს.