ავტორი: ნანო შვანგირაძე
პროკალციტონინი არის ცილა, შრატის ბიომარკერი, რომელიც ძირითადად გვეხმარება ბაქტერიული ინფექციის ანთების სხვა მიზეზებისგან გასხვავებაში, განსაკუთრებით ვირუსული ინფექციისაგან განსხვავებაში.
თუმცა, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ პროკალციტონინის მატება ორგანიზმში მძიმე ბაქტერიული ინფექციის გარდა, სოკოვანი, პარაზიტული ინფექციის, სეფსისისა და მულტიორგანული უკმარისობის დროსაც ხდება. პროკალციტონინი შესაძლებელია სისხლში გამოვლინდეს ბაქტერიული ინფექციის განვითარებიდან ოთხი საათის განმავლობაში. იგი პიკს აღწევს 12-დან 48 საათამდე დროში და სწრაფად იკლებს ანთებითი პროცესის გაქრობისას.
პროკალციტონინი არ იმატებს აუტოიმუნური, ალერგიული და კეროვანი ინფექციის დროს. ლოკალური, შემოფარგლული ბაქტერიული ინფეექცია, ბანალური ინფექცია და ქრონიკული ანთება ასევე არ გვაძლევს მომატებულ პროკალციტონინის დონეს. პროკალციტონინის ინდუქციის პროცესში, გადამწყვეტ როლს ბაქტერიული ენდოტოქსინი თამაშობს.
პროკალციტონინი ასახავს სისტემური ანთებითი რეაქციის აქტივობას.
არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომელიც გავლენას ახდენს პროკალციტონინის მატებაზე. ესენია: დაინფიცირებული ორგანიზმის ზომა და ტიპი, ანთების ხარისხი და იმუნორეაქტიული მდგომარეობა.
ზოგიერთ პაციენტთან, პოსტოპერაციულ პერიოდში, კერძოდ, ოპერაციული ჩარევიდან 1-4 დღეში შესაძლოა დაფიქსირდეს მომატებული პროკალციტონინის დონე, რაც უშუალოდ უკავშირდება ოპერაციულ ჩარევას და არა მძიმე ბაქტერიულ ინფექციას.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად იმისა, მდგომარეობა ასოცირდება თუ არა ბაქტერიულ ინფექციასთან, მომატებული პროკალციტონინის დონე ფიქსირდება მძიმე შოკის SIRS -ის (სისტემური ანთებითი რეაქციის სინდრომის) და MODS -ის (მულტიორგანული დისფუნქციის სინდრომის) დროს. ამ შემთხვევაში პროკალციტონინის დონე გაზრდილია, მაგრამ ბაქტერიულ ინფექციით განპირობებულ მატებასთან შედარებით ბევრად ნაკლები ხარისხითაა წარმოდგენილი. სხვადასხვა მდგომარეობების დროს, ციტოკინების გამონთავისუფლება და ბაქტერიების გადაადგილება გასტროინტესტინალურ ლუმენში შესაძლებელია გახდეს პროკალციტონინის მატების მიზეზი.
ჩვენებები:
პროკალციტონინი არის პარამეტრი, რომელიც გვაძლევს საშუალებას მოვახდინოთ ინფექციის იდენთიფიცირება და მონიტორინგი.
პროკალციტონინის განსაზღვრის ჩვენებებია:
- როდესაც საჭიროა ბაქტერიული და არაბაქტერიული ინფექციების ერთმანეთისაგან განსხვავება.
- ისეთი პაციენტების მონიტორინგი, რომელთაც აქვთ ინფექციის განვითარების მაღალი რისკი (მაგ. ქირურგიული პროცედურა, ორგანოს ტრანსპლანტაცია, ინუნოსუპრესია ან მრავლობითი ტრავმა. ასევე პაციენტები რომლებსაც ჭირდებათ ინტენსიური მონიტორინგი, რათა აღმოვაჩინოთ ისეთი ბაქტერიული ინფექცია, რომელთაც აქვთ სისტემური ეფექტი, ან მოვახდინოთ პაციენტის მდგომარეობის სეფსისით გართულების იდენთიფიცირება.
- ისეთი კლინიკური მდგომაროებების პროგნოზის შეფასებისთვის როგორიცაა მძიმე ანთებითი დაავადებები. მაგ: პერიტონიტი, სეფსისი, SIRS (სისტემური ანთებითი რეაქციის სინდრომი) და MODS-ი (მულტიორგანული დისფუნქციის სინდრომი).
პროკალციტონინის მატება | პროკალციტონინი არ იმატებ ან ძალიან მცირედ იმატებს |
ბაქტერიული ინფექცია, რომელიც მიმდინარეობს სისტემური ანთებითი რეაქციით. მაგ: პერიტონიტი, რბილი ქსოვილების ინფექცია.სეფსისი, MODS.გენერალიზებული სოკოვანი ინფექცია.პარაზიტული ინფექცია (მალარია) | ვირუსული ინფექცია, მაგ, ჰეპატიტი B, HIV, CMV.აუტოიმუნური დაავადებები ან ქრონიკული ანთებითი დაავადებები.ალერგიული რეაქცეიები (ტიპი I-IV).ლოკალური შემოფარგლული ბაქტერიული ინფექცია, აბსცესი, მიკროორგანიზმებით ზედაპირული კოლონიზაცია |
ბაქტერიული ეტიოლოგიის მწვავე რეპსირატორული დისტრეს სინდრომი.ბილიარული ეტიოლოგიის პანკრეატიტი.ბაქტერიული მენინგიტი.ახალშობილთა სეფსისიზოგიერთ შემთხვევაში, მასშტაბური ქირურგიული პროცედურის წარმოების შედმეგ. | ტოქსიური ეტიოლოგიის მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი.ტოქსიური პანკრეატიტი.ვირუსული მენინგიტი.მიკროორგანიზმებით ლოკალური კოლონიზაცია.მცირე ან საშუალო ზომის ქირურგიული პროცედურა. |
რეფერენსული ზღვარი
<0.5 μg/L.
კლინიკური მნიშვნელობა:
პროკალციტონინი წარმოადგენს სპეციფიურ ინდიკატორს, მძიმე ბაქტერიული გენეზის ანთების და სოკოვანი ინფექიის დროს, რომელიც სეფსისთან და პოლიორგანულ უკმარისობასთან ასოცირებული ანთებითი აქტიურობის სანდო მაჩვენებელია. ადეკვატური სტიმულის საპასუხოდ, იმუნოსუპრესირებულმა პაციენტმა შეიძლება აწარმოოს პროკალციტონინი. პროკალციტონინი შეიძლება გამოყენებულ იქნას დიფერენციალური დიაგნოსტიკისა და ანთების აქტიობის მონიტოტირებისათვის.
პროკალციტონინის განსაზღვრა ყოველთვის უნდა მოხდეს სერიულად. ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ანალიზის განმეორების საფუძველი მდგომარეობის სიმძიმეა. ჩვეულებრივ იგი იზომება ყოველ ორ დღეში ერთჯერ, ასევე დღიური განსაზღვრა შეიძლება მოხდეს მოკლე ინტერვალებშიც, მაგალითად 8-12 სთ-ში ერთჯერ. ზოგადად, მისი ერთჯერადად მიღებული მონაცემი სერიულ მნიშვნელობებთან შედარებით ნაკლებად სასარგებლოა.
პროკალციტონინი ყოველთვის უნდა იყოს ინტერპრეტირებული სხვა კლინიკურ კვლევებთან ერთად, რადგან ბაქტერიული ინფექიის არარსებობის დროს, სხვა ბევრი მდგომარეობა შეიძლება გახდეს მისი მატების მიზეზი. (მაგ. პანკერატიტი, ოპერაციული ჩარევა ან მძიმე ტრავმა).
ცხრილში მოცემულია პროკალციტონინის მატების ვარიაციები სხვადასხვა დაავადებების დროს.
ცხრილი 2.
შრატში პროკალციტონინის მატება სხვადასხვა დააავდებების დროს.
დაავადება | კონცენტრაცია |
ქრონიკული ანთებითი, აუტოიმუნური დაავადება | <0.5 |
ვირუსული ინფექცია მაგ. მწვავე B ჰეპატიტი | <0.5 |
მსუბუქი ან ლოკალური ბაქტერიული ინფექცია | <0.5 |
პნევმონია | 0.5-10 |
SIRS, მრავლობითი ტრავმა, დამწვრობა | 0.5-2 |
მძიმე ბაქტერიული ინფექცია, სეფსისი, მულტიორგანული უკმარისობა | >2 (ხშირად 10-100) |
დიფერენციალური დაიგნოზი ბაქტერიული ანთებითი დაავადების დროს.
თუ ანთებითი პროცესი არის უცნობი ეტიოლოგიის პროკაცლიტონინი გვეხმარება ბაქტერიული პროცესის არსებობის იდენთიფიცირებაში.
არაბაქტერიული მიზეზით განვითარებული დაავდებების დროს, პროკალციტონინის რაოდენობა კლინიკურ გამოხატულებასთან შედაერებით დაბალი მაჩვენებლითაა წარმოდგენილი. დაავადებების შორსწასული ფორმის დროს, შესაძლოა მოხდეს პროკალციტონინის დონის მატება, რაც მდგომარეობის ბაქტერიული ინფექციით ან სეფსისით გართულებაზე მიუთითებს.
ინფექციის რისკის მქონე პაციენტის მონიტორირება.
კრიტიკულული მედიცინის სამსახურში, ისეთ პაციენტებს, რომელთაც აქვთ ინფექციის მაღალი რისკი უნდა ჩაუტარდეს პროკალციტონინის სერიული კვლევა . რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, პლაზმის პროკალციტონინი სინთეზირდება სისტმეური ბაქტერიული ინფექციებისა და სეფსისი დროს და არა ლოკალური ანთებისა და ბანალური ინფექციების დროს, აქედან გამომდინარე ანთების სხვა მარკერებთან შედარებით (C რეაქტიული ცილა, ინტერლეიკინ-6, სხეულის ტემპერატურა, ედს-ი, ლეიკოციტების მაჩვენებელი) პროკალციტონინი არის ბევრად უკეთესი სადიაგნოსტიკო საშუალება, რათა მოვახდინოთ მძიმე ინფექციის მონიტორირება, პროკალციტონინის ინდუცირება, ადეკვატური სტიმულის საპასუხოდ ხდება 2-6 სთ-ში, პნევმონია როგორც წესი ყოველთვის არ გვაძლევს შრატში პროკალციტონინის მატებას .
დაავადება | შეფასება |
ვირუსული ინფექცია | პროკალციტონინი არ იმატებს მძიმე ვირუსული ინფექციის დროსაც კი. მომატებული პროკალციტონინი ფიქსირდება მაშინ როდესაც ვირუსულ ინფექციას თან ერთვის ბაქტერიული ინფექცია ან სეფსისი. (პრკალციტონინი <1 μg/L) |
აუტოიმუნური და ალერგიული დაავადებები. | პროკალციტონინი არ იმატებს ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, დერმატომიოზიტი, I-IV ტიპის ალერგიული რეაქცია, პროგრესირებადი სკლეროდერმია, სარკოიდოზი, სისტემური მგლურა. |
ბაქტერიული ან არაინფექციური მიზეზებით განპირობებული მწვავე რესპირატორული დისტრესი. | ბაქტერიული ინფექციის დროს პროკალციტონინის დრონე >5 μg/L. არაინფექციური გენეზის დროს პროკალციტონინის დონე მცირედ იმატებს <3 μg/L. |
მწვავე პანკრეატიტის ბილიარული ან ტოქსიური ეტიოლოგია. | ბილიარული მიზეზებით განვითარებული პანკრეატიტის დროს პროკალციტონინის დონე >2 μg/L. ტოქსიური მიზეზებით განპირობებული პანკრეატიტის დროს პროკალციტონინი ან საერთოდ არ იმატებს ან მისი დონე არ აღემატება >2 μg/L. მაგ: ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება. |
ბაქტერიული ან ვირუსული გენეზის მენინგიტი. | მწვავე ბაქტერიული მენინგიტის დროს პროკალციტონინის დრონე >5 μg/L-ზე, მაშინ როცა ვირუსული ეტიოლოგიის მენინგიტის დროს მისი მაჩვენებელი არ აღემატება 2 μg/L-ს. |
ახალშობილთა ინფექცია. | ნეონატალური სეფსისის დროს პროკალციტონინის დონე >5 μg/L. ნორმალური დონე, ან მცირედ მომატებული დონე შეიძლება დაფიქსირდეს ლოკალურად მიკროორგანიზმებით კოლონიზაციის დროს. |
უცნობი ეტიოლოგიის ცხელება. | სეპრიური ცხელების დროს ფიქსირდება მაღალი პროკალციტონინის მაჩვენებელი. სიმსივნით განპირობებული ცხელების, ვირუსული გენეზის და აუტოიმუნური დაავადებების დროს დროს მისი მაჩვენებლი ნორმაა. (<0.5 – 2 μg/L). |
სიმსივნური დაავადებები, ლეიკემიები. | სიმსივნე არ აპროდუცირებს პროკალციტონინს. პარანეოპლასტიური, პროკალციტონინი და კალციტონინი შესაძლებელია მომატებული იყოს თირეოიდული C უჯრედული სიმსივნის და ფილტვის წვრილუჯრედოვანი სიმსივნის დროს. |
ლოკალური ბაქტერიული ინფექცია, მუკოკუტანეური კოლონიზაცია. | ლოკალურად ლიმიტირებული, ენკაფსულირებული ბაქტერიული ინფექცია. მაგ. აბსცესი ან ზედაპირული ინფექცია აგენტების მიკროკოლონიზაციით, პროკალციტონინი არ იმატებს ან იმატებს უმნიშვნელოდ <2 μg/L. |
სისტემური სოკოვანი ინფექცია | პროკალციტონინის დონე იმატებს სისტემური სოკოვანი ინფექციის დროს, მაგალითად კანდიდოზური სეფსისი ან ასპერგილოზის დროს. |
დაავდების მიმდინარეობის მონიტორირება და პროგნოზი
მძიმე ბაქტერიული ანთებითი დაავადებების დროს, მაგ. სეფსისის და MODS-ის დროს, პროკალციტონინის მატების ხარისხი პირდაპირპროპორციულად ასახავს დაავადების სიმძიმეს.
პროკლაციტონინის უპირატესობა, სხვა ანთებით მარკერებთან შედარებით არის ის რომ, მძიმე ინფექციები იწვევს მკვეთრად გაზრდილ პრკლაციტონინის დონეს (>10 მკგ/ლ) მაშინ როცა, მინორული ინფექციები ან კლინიკურად ნაკლებად მძიმე სეპტიური მდგომარეობა გვაძლვებს პროკალციტონინის ზომეირ მატებას.
C რეაქტიული ცილა აღწევს მაქსიმალურ დონეს მაშინაც კი, როდესაც სახეზეა მსუბუქი ინფექცია. აბსოლუტურ პროკალციტონინის დონეზე დაყრდნობით, ყოველთვის შეუძლებელია დასკვნების გაკეთება დაავადების სიმძიმის შესახებ.
პროკალციტონინი მნიშვნელოვნად იკლებს გამოჯანმრთელების დროს, მისი ნახევარდაშლის პერიოდი 19-24 სთ-ია და ის ბევრად ნაკლებია ვიდრე C რეაქტიული ცილის ნახევარდაშლის პერიოდი, რომელიც რჩება პათოლოგიურ საზღვრებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მაგალითად დღეების განმავლობაში.
თუ ანთებითი სტიმული აღარ არსებობს, მაგალითად წარმატებული მკურნალობის შემდეგ პროკალციტონინის დონე პროგნოსტულად კარგი მაჩვენებელია და იგი უბრუნდება ნორმალურ რეფერენსულ დონეს მოკლე დროის განმავლობაში. პერიტონიტის დროს, შემცირებული პროკალციტონინის დონე მკურნალობის პირველი დღეების მანძილზე არის პაციენტის გადარჩენის კარგი ინდიკატორი (სენსიტიურობა 84%, სპეციფიურობა 91%). ამის მსგავსად, პაციენტებს რომელთაც აქვს MODS-ი და სეფსისი, პროკალციტონინის დონე პერსისიტირებს პათოლოგიურ საზღვრებში ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე და მისი მატება თითქმის ყოველდთვის მიუთითებს რომ ინფექცია პერისიტირებს და ცუდი გამოსავლის მაჩვენებელია.
პრეტერმინალურ პაციენტებში დაფიქსირებულია პროკალციტონინის მატება.
ბიოქიმია და ფიზიოლოგია
პროკალციოტონინი არის ცილა, რომლის მოლეკულური წონა დაახლოებით 13 kDa. ამინომჟავური თანიმდევრობა მოიცავს 116 ამინომჟვას, რომელიც იგივეა რაც კალციტონინის პროჰომონის შემთხვევაში. ამინომჟავები 60-91 პოზიციაზე შეიცავს ზუსტად იმ თანმიმდევრობას რასაც ადამიანის კალციტონინი.
კალციტონინის და პროკალციტონინის სინთეზი იწყება მას შემდეგ რაც მოხდება მესენჯერული რნმ-დან ცილის დასინთეზირების პროცესი. ჯერ დასინთეზირდება წინამორბედი ცილა პრეპროკალციტონინი, რაც 141 ამინომჟავისგან შედგება. პროკალციტონინი ფორმირდება მას შემდ მოხდება მისი სასიგნალო პეპტიდის, კერძოდ 1-დან 25 მდე ამინომჟავის მოხლეჩა. ჯანმრთელ ადამიანში ჰორმონი კალციტონინი გაკეთდება ინტრაუჯერედულა პროკალციტონინისგან სპეციფიური პროტეოლიზის მეშვეობით, აქედან გამომდინარე პროკალციტონინის მნიშვნელოვანი ოდენობა არ გვხვდება სისხლში, ხოლო ბაქტერიული ინფექციის დროს პროკალციტონინის მაღალი კონცენტრაცია და პროკალციტნონინის ფრაგმენტიც შეიძლება ვნახოთ პლაზმაში. ცირკულირებადი პროკალციტონინის ნახევარდაშლის პეროდი არის 19-24 სთ.
მოხალისეობრივ კლვევაში, პროკალციტონინის მატება დაფიქსირდა ბაქტერიული ენდოტოქსინის ხელოვნურად შეყვანის ფონზე. შეყვანიდან ლატენტური პერიოდის, კეროდ 2 სთის შემდეგ დაიწყო პროკალციტონინის დონის მატება. აშკარად გაზრიდილი დონე, რომლის გაზომვაც შეიძლება, შესაძლებელი გახდა ენდოტოქსინის შეყვანიდან 6-8 სთ-ის შემდეგ და რჩება მაღალი 72 სთის შემდეგაც. ხოლო 72 სთ-ის შემდეგ მისმა დონემ დაიკლო.
პლაზმის კალციტონინის კონცენტრაცია ნარჩუნდება ნორმის ფარგლების ინტერვალში მაშინაც კი როცა მაღალია პროკალციტონინის დონე. დღეისთვის უცნობი რჩება, რომელი უჯრედი ასინთეზირებს პროკალციტონინს ბაქტერიული ანთების იდნუცირების შემდეგ. ჩვეულებრივ, პროკალციტონინს აკეთებს თირეოიდის C უჯრედი, მაგრამ ანთებითი პასუხის დროს რომელი უჯრედებია ჩართული მის პროდუცირებაში ჯერჯერობით უცნობია. გარდა თიროიდის C უჯრედებისა, ვარაუდობენ, რომ ნაწლავში და ფილტვში არსებული ნეიროენდოკრინული უჯრედები ასინთეზირებს მას. არანაირი დამტკიცებული ექსპერიმენტული მონაცემები არ არსებობს რომელიც აღწერს თუ რა გავლენა აქვს პროკალციტონინს კალციუმის და ფოსფორის მეტაპოლიზმზე და რა გავლენას ახდენს ის იმუნოლოგიურ მექანიზმზე.