ნიშნები, რომელებიც მიუთითებს, რომ თქვენ პატარას აუტიზმი არ აქვს!

ნიშნები, რომელებიც მიუთითებს, რომ თქვენ პატარას აუტიზმი არ აქვს!

ავტორი – ნანო შვანგირაძე

განვითარების შეფერხება ყოველთვის არ ნიშნავს აუტიზმს!!!

ისევე, როგორც არსებობს ნიშნები, რომლებიც ეჭვს აღძრავს, რომ თქვენი შვილს შეიძლება  აუტიზმი ჰქონდეს, ასევე არსებობს განვითარების საერთო ნიშნები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ თქვენს პატარას აუტიზმი არ აქვს.

– ბავშვი, რომელიც რეაგირებს თავის სახელზე,  იმეორებს თქვენს მიერ ნათქვამ სიტყვებს და  ხელს გიქნევთ დამშვიდობებისას ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას ჰქონდეს აუტისტური სპექტრის აშლილობა (ASD).

თქვენ შეიძლება შეშფოთდეთ იმის გამო, რომ თქვენს შვილს აქვს აუტიზმის ზოგიერთი მახასიათებელი.

თუმცა, გახსოვდეთ, რომ ბავშვები ვითარდებიან ინდივიდუალური ტემპით და ერთი შეფერხება ან უცნაური ქცევა, როგორც წესი, არ არის აუტიზმის ნიშანი.

ხაზგასმით ვამბობთ!!!! ერთი მიმართულების შეფერხება ან უცნაური ქცევა, როგორც წესი, არ არის აუტიზმის ნიშანი!

ს სტატია განიხილავს მახასიათებლებს, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ თქვენი შვილი ნორმალურად ვითარდება.

ის ასევე აღწერს ქცევისა და ქმედებების ნიმუშებს, რომლებიც შეიძლება გამოავლინოს თქვენმა შვილმა, რომელიც თითქოს შესაბამისობაშია აუტიზმთან, მაგრამ იგი აუტიზმის უნივერსალური ნიშანი არ არის.

ნიშნები იმისა, რომ თქვენი პატარას არ აქვს აუტიზმი:

ყველა ბავშვი ვითარდება საკუთარი ტემპით. თუმცა, არსებობს საერთო განვითარების ეტაპები, რომლებსაც პედიატრები აფასებენ გეგმიური ვიზიტების დროს.

თუ თქვენი შვილი გამოტოვებს ამ ეტაპებს, ეს შეიძლება მიუთითებდეს განვითარების შეფერხებაზე, მაგრამ არა აუტიზმზე.

მაგალითად, ბავშვში, რომელიც გამოტოვებს განვითარების ეტაპებიდან ერთს ან ორს, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ნაადრევ მშობიარობასთან ან ისეთ  მდგომარეობასთან, როგორიცაა სმენის დაქვეითება.

თუ თქვენი შვილი სამი წლის ხდება და ასრულებს ჩამოთვლილს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას დაუსვან ASD დიაგნოზი:

1. ისინი ამყარებენ თვალით კონტაქტს

2. პასუხობენ თავიანთი სახელის დაძახებაზე

3. ისინი იმეორებენ, ბაძავენ თქვენს მოქმედებებს და სიტყვებს

4. მათ შეუძლიათ ისაუბრონ მარტივი წინადადებებით

5. სვამენ კითხვებს

6. ერთვებიან წარმოსახვით თამაშში

7. ავლენენ თანაგრძნობას.

    აუტიზმის გამორიცხვა

    აუტიზმი არის თვისებების ერთობლიობა, რომელიც ხელს უშლის ბავშვის ნორმალურ ფუნქციონირებას. ერთი თვისების ცვლილება არ ნიშნავს აუტიზმს.

    სინამდვილეში, აუტიზმის დიაგნოზის დასადგენად ბავშვი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს, აჩვენებდეს შეზღუდვებს ან შეფერხებებს სოციალური კომუნიკაციის სამივე სფეროში და განმეორებადი ქცევის ოთხი სფეროდან ორში.

    სოციალური კომუნიკაცია და სოციალური ინტერაქცია

    ბავშვი ავლენს მუდმივ პრობლემებს სოციალურ კომუნიკაციასა და ინტერაქციაში მრავალ გარემოში. ეს აშკარაა შემდეგი გზებით:

    1. ისინი არ ავლენენ სოციალურ ან ემოციურ კომუნიკაციას სხვებთან, მათ შორის საუბრის წამოწყების უუნარობის ჩათვლით.

    2. მათ აქვთ ცუდი არავერბალური კომუნიკაციის უნარები, მათ შორის თვალის კონტაქტის ან სახის გამომეტყველების ნაკლებობა.

    3. მათ არ შეუძლიათ ურთიერთობების შენარჩუნება, რაც შეიძლება მოიცავდეს თანატოლებთან თამაშის უუნარობას ან უინტერესობას.

    4. ინტენსიურად ფოკუსირებული, ქცევის განმეორებადი ნიმუშები.

      ბავშვი ავლენს ისეთ ქცევებს, როგორიცაა:

      1. ისინი იმეორებენ მოძრაობებს, იმეორებენ სიტყვებს ან ფრაზებს, ექოლალია, ან აწყობენ საგნებს უსასრულოდ.

      2. ისინი დაჟინებით მოითხოვენ საერთო რუტინას და ეს რუტინები შეიძლება გახდეს რიტუალიზებული.

      3. ისინი ფიქსაციას აკეთებენ გარკვეულ ობიექტზე.

      4. მათ აქვთ უჩვეულო რეაქცია სენსორულ გამოცდილებაზე (შეხება, მხედველობა, ხმა, სუნი ან გემო).

        შემდგომი კრიტერიუმები:

        1. აუტიზმის ნიშნები სახეზეა ადრეული განვითარების დროს.

        2. ნიშან-თვისებები აზიანებს ბავშვის სოციალურ ცხოვრებას.

        3. თვისებები და მათი გავლენის ახსნა ვერ ხერხდება სხვა შეფერხებებით ან სამედიცინო პრობლემებით.

          ჩამოთვლილი ქცევებიდან მხოლოდ ერთის არსებობა არ ადასტურებს აუტიზმის დიაგნოზს.

          თუმცა, თქვენ ყოველთვის უნდა განიხილოთ თქვენი შვილის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები პედიატრთან.

          ქცევები, რომლებიც სულაც არ მიუთითებს აუტიზმზე:

          1. ხშირია კითხვა, არის თუ არა ბავშვის უჩვეულო მიდრეკილებები ან უცნაურობები მხოლოდ პიროვნული თვისებები.

          2. ქვემოთ მოცემულია ქცევები, რომლებმაც შეიძლება შეგაწუხოთ, მაგრამ ისინი ყოველთვის არ არის აუტიზმის ინდიკატორი.

          3. ბავშვი არ პასუხობს თქვენს დაძახილს.

            თქვენი შვილი ურთიერთობს თქვენთან და სხვებთან და აქვს ნორმალური თამაშის ჩვევები და სენსორული რეაქციები, მაგრამ არ პასუხობს თქვენს ხმას, როცა ზურგით დგას თქვენგან. თქვენ ეს შესაძლოა აღმოაჩინოთ  აუტიზმის დამახასიათებელი ნიშნების სიაში, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის შეშფოთების მიზეზი. შესაძლოა ეს გამოხატულებები ხშირად იმ ბავშვებს შორის ნახოთ, რომლებიც საქმიანობით არიან დაკავებულნი. თუ სახელზე რეაგირების პრობლემა ხანგრძლივდება, განიხილეთ ეს თქვენს პედიატრთან, რათა მოხდეს სმენის დაქვეითების ან სხვა საკითხების გამორიცხვა.

              თავისებურებები ვლინდება გარკვეული ასაკის შემდეგ

            თუ თქვენი შვილი 6 წლამდე ვითარდებოდა და იქცეოდა, როგორც ბავშვების უმეტესობა, მაშინ მას სავარაუდოდ არ აქვს აუტიზმის სპექტრის აშლილობა.

              დიაგნოზის დასადგენად, თქვენს შვილს ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში უნდა გამოუვლინდეს აუტიზმის ნიშნები, მაშინაც კი, თუ ამ მახასიათებლებმა პრობლემები გამოიწვია მხოლოდ შემდგომ წლებში.

              • სრულიად ახალი უჩვეულო გამოხატულებები 12 ან 14 წლის ასაკში შეიძლება ჰგავდეს აუტიზმს, მაგრამ სავარაუდო მიზეზი დიდი ვარაუდიათ სრულიად სხვა რამეა.
              • როდესაც ბავშვები სკოლაში მიდიან, ზოგიერთი მშობელი უჩივის სწავლაში შეფერხებას ან თანატოლებთან ადეკვატური ურთიერთობის შენარჩუნების უუნარობას.

              მიუხედავად იმისა, რომ ეს თვისებები შეიძლება იყოს სწავლის აშლილობის ნაწილი და უნდა შეფასდეს, ეს არ არის აშკარა ნიშანი იმისა, რომ თქვენს შვილს აქვს აუტიზმი.

              შელება თუ არა, რომ  ადამიანს ადრეული ასაკის შემდეგ აუტიზმი განუვითარდეს?

              თუ ბავშვი ავლენს კონკრეტულ ინტერესებს ან განსაკუთრებულ გატაცებას

              1. შესაძლოა თქვენი ბავშვი, მხოლოდ ძალიან სპეციფიკური ან უჩვეულო საგნებითა თუ ჰობით არის დაინტერესებული, მაგრამ ეს სულაც არ ნიშვავს რომ მას აქვს აუტიზმი.

              2. ანალოგიურად, მათემატიკის, მუსიკის ან სხვა აქტივობების ადრეული ნიჭი არ ნიშნავს, რომ ბავშვს აქვს აუტიზმი, თუმცა ბევრი ადამიანი ასე ფიქრობს.

                ბევრი აუტისტი ადამიანი კონცენტრირდება გარკვეულ საკითხებზე და ავლენს განსაკუთრებულ ნიჭს მცირე ასაკში, მაგრამ თავისთავად ეს არ არის აუტიზმის ნიშანი.

                ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენი შვილი არის ძალიან ინტელექტუალური და კრეატიული.

                საუბარს იწყებს უფრო გვიან ვიდრე ბავშვების უმეტესობა

                მართალია, ბევრი (მაგრამ არა ყველა) აუტისტი ბავშვი გვიან იწყებს საუბარს. ზოგი საერთოდ არასდროს სწავლობს ლაპარაკს, მაგრამ თუ თქვენი შვილი ნორმალურად ვითარდება სხვა მხრივ, მაგრამ არ იყენებს სიტყვებს, აუტიზმი არ არის ამ საკითხის ახსნის ერთადერთი გზა.

                  მეტყველების შეფერხება შეიძლება მრავალი ფაქტორის შედეგი იყოს. თქვენს შვილს შეიძლება ჰქონდეს სმენის პრობლემები ან სხვა მიზეზები, რომლის გამოც ფერხდება მეტყველება. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც აკონტროლებს მეტყველებას.

                  ტემპი, რომლითაც ბავშვები ავითარებენ ენობრივ უნარებს, ასევე შეიძლება განსხვავდებოდეს. ამავდროულად, დიდი შანსია, რომ თქვენი შვილის მეტყველება დროთა განმავლობაში იდეალურად განვითარდეს. თუ ეს პრობლემა  გახანგრძლივებულია, თქვენი ბავშვის პედიატრთან საუბარი დაგეხმარებათ ამ შეფერხებების დროულად მოგვარებაში. მეტყველებასთან დაკავშირებული ზოგიერთი შეფერხება შეიძლება იყოს სენსორული დამუშავების დარღვევის (SPD) ნიშანი.

                  აღნიშნული მოიცავს:

                  1. არ ლაპარაკობს ან არ იყენებს სიტყვებს დროულად

                  2. თვალის კონტაქტის ნაკლებობა

                  3. ჩართულობის ნაკლებობა შვილთან ურთიერთობისას

                  თუ ბავშვს ურჩევნია მარტო ყოფნა

                  ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ აუტისტი ბავშვები ინტროვერტები არიან. ზოგადად, ეს მართალია. მაგრამ სხვა ბევრ ადამიანსაც ურჩევნია მარტო ყოფნა. არსებობს ბევრი მიზეზი, რის გამოც თქვენი შვილი შეიძლება არ იყოს ზედმეტად სოციალური. მიზეზი შეიძლება იყოს რეალურიც და არარეალურიც.

                  მაგალითად, ზოგიერთი ბავშვი (და ზრდასრული) თავს ზედმეტად გრძნობს, როდესაც მათი გრძნობები ზედმეტად გააქტიურებულია. დიდმა ხმაურმა ან შუქმა შეიძლება აიძულოს ისინი, რომ გრემოს მოშორდნენ. ზოგს თანატოლებთან სირბილის ნაცვლად ჩუმად კითხვა ან ხატვა ურჩევნია. თუ თქვენი შვილის განვითარება სხვაგვარად მიმდინარეობს და მას მარტო ყოფნა ურჩევნია, სრულიად შესაძლოა, მორცხვობა იყოს რეალური მიზეზი, რის გამოც ის თავს არიდებს  ხალხმრავლობას. მაგრამ თუ გრძნობთ, რომ კიდევ რაღაც ხდება, სთხოვეთ თქვენი შვილის შეფასება პროფესიონალს. შეიძლება დაგჭირდეთ სენსორული დამუშავების საკითხების ან სხვა პრობლემების მოგვარება, რათა დაეხმაროთ მას ნაკლებად განიცადოს სტრესი სხვებთან ურთიერთობისას.

                  აუტიზმის მქონე ბავშვებს ხშირად მოსწონთ საგნების და სათამაშოების გარკვეული წესრიგით დაწყობა.

                  მაგრამ წესრიგის სურვილი თავისთავად არ არის აუტიზმის მაიდენტიფიცირებელი. თუ თქვენი შვილი აწყობს ნივთებს, მაგრამ ასევე თამაშობს ჩვეულ სტილში, დიდია შანსი, რომ მას უბრალოდ მოსწონს ქაოსისგან წესრიგის შექმნა.

                  თუ თქვენ შფოთავთ ამ საკითხის გამო, კარგად დააკვირდით თქვენს შვილს, რომ ნახოთ, აწყობს თუ არა საგნებს რაიმე მიზეზით, თუ ის კომპულსურად გამოიყურება.

                  თუ თქვენი შვილი ჩვეულებრივად ვითარდება სხვა მხრივ, შესაძლოა სრულებითაც არ გაქვთ შეშფოთების მიზეზი.

                  ადრეული აუტიზმის ნიშნების ტესტირება პატარებში

                  თუ თქვენს შვილს აქვს მრავალი განვითარების შეფერხება ან უჩვეულო ქცევა, დანიშნეთ შეხვედრა პედიატრთან.

                  თუ თქვენს შვილს აქვს აუტიზმი, მნიშვნელოვანია დიაგნოზის დასმა, რაც შეიძლება მალე, რათა მიიღოთ მხარდაჭერა და თერაპია, რომელიც დაეხმარება მას სწავლისა და კომუნიკაციის სტრატეგიების შემუშავებაში.

                  პედიატრთან შეხვედრამდე შეადგინეთ თქვენი შვილის ქცევებისა და შეფერხებების სია და დარწმუნდით, რომ დეტალურად მიაწოდეთ თქვენი ბავშვის ჯანდაცვის პროვაიდერს.

                  ასევე შეიძლება გამოგადგეთ შეხვედრაზე კითხვების სიის მიტანა.

                  თუ თქვენი ბავშვის პედიატრი ეჭვობს აუტიზმს, მან შეიძლება გადაგამისამართოთ ASD-ის ერთ ან მეტ სპეციალისტთან, რა შეიძლება მოიცავდეს განვითარების სპეციალისტს, ბავშვთა ფსიქოლოგს და მეტყველებისა და ენის სპეციალისტს.

                  სანამ თქვენს შვილს დიაგნოზს დაუსვამენ, მან შეიძლება გაიაროს ისეთი ტესტები როგორიცაა:

                  • კოგნიტური ტესტირება
                  • მეტყველების და ენის ტესტირება
                  • განვითარების შეფასება
                  • თქვენ ასევე შეიძლება მოგთხოვონ სკრინინგის კითხვარის შევსება. რომელიც დაეხმარება თქვენი ბავშვის ჯანდაცვის პროვაიდერს გაიგოს ბავშვის შემეცნებითი, ენობრივი და მოძრაობის უნარები.

                  წყარო:

                  1. National Institute of Mental Health. Autism spectrum disorder.

                  2. Centers for Disease Control and Prevention. Autism spectrum disorder (ASD): Diagnostic criteria.

                  3. Centers for Disease Control and Prevention. Learning disorders in children.

                  4. Centers for Disease Control and Prevention. Language and speech disorders in children.

                  Additional Reading

                  * Centers for Disease Control and Prevention. Signs and symptoms of autism spectrum disorder.

                  * Harstad L, et al. Early warning signs of autism.