მედიკამენტის გენერიკული სახელწოდება VS ბრედული სახელწოდება.

მედიკამენტის გენერიკული სახელწოდება VS ბრედული სახელწოდება.

სტატიის ავტორი – ნინო ბალანჩივაძე

რამდენი სახელწოდებით გვხვდება  რეცეპტით გასაცემი  მედიკამენტები ?

 რეცეპტით გასაცემ მედიკამენტებს სულ მცირე 2 სხვადასხვა:  გენერიკული და ბრენდული სახელწოდება აქვს.

მაგალითად, მედიკამენტის გენერიკული  სახელწოდებაა “მეთფორმინი”, რომელიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ ,  გვხვდება  ბრენდული სახელწოდებით,  როგორც “სიოფორი”.  ასევე სხვადასხვა სახელს ატარებს  ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტებიც.

რა არის წამლის გენერიკული სახელწოდება?

ეს არის წამლის მოქმედი, აქტიური ნივთიერების სახელი.

რა არის წამლის ბრენდული სახელწიდება?

ბრენდულია სახელწოდება, რომელსაც მწარმოებელი კომპანია არქმევს მედიკამენტს. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდული და გენერიკული მედიკამენტები ერთი და იგივეა, ბრენდული სახელწოდება უფრო მარტივი  წარმოსათქმელია.

 როგორ გავარკვიო ჩემთვის გამოწერილი მედიკამენტის ბრენდული და გენერიკული სახელწოდებები?

მნიშვნელოვანია, იცოდეთ თქვენთვის გამოწერილი მედიკამენტის ორივე სახელწოდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ  მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, რომლებიც მოგაწვდიან თქვენთვის საჭირო ინფორმაციას. ზოგადად გენერიკული სახელწოდება  დატანილია ბრენდულ სახელთან ახლოს, რომელიც დაბეჭდილია მედიკამენტის მარკირებაზე.

(სურათი 1).

რა არის გენერიკული მედიკამენტი?

 გენერიკულ და ბრენდულ მედიკამენტებს აქვთ ერთი და იგივე აქტიური ნივთიერებები. გენერიკები, ჩეულებრივ არიან ბრენდული მედიკამენტების ასლები, რომლებიც იწარმოებიან პატენტის ვადის გასვლის შემდეგ და უფრო იაფია.

რა განსხვავებაა გენერიკულ  და ბრენდულ  მედიკამენტებს შორის? 

გენერიკებს,  ბრენდული მედიკამენტებისგან განსხვავებით, შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული “არააქტიური”,  დამხმარე ნივთიერებები, რომლებიც ზეგავლენას არ ახდენენ წამლის  მოქმედებაზე.  მაგალითად, გენერიკულ მედიკამენტს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ფორმა, ფერი, საფარი ან არომატი, ვიდრე ორიგინალ, ბრენდულ მედიკამენტს.  გარდა ამისა, გენერიკული მედიკამენტები ჩვეულებრივ უფრო იაფია.

გენერიკული ანალოგები ხელმისაწვდომია თუა არა ყველა მედიკამენტისთვის? 

მწარმოებელი კომპანიები ბრენდული მედიკამენტის შექმნის დროს სარგებლობენ პატენტის უფლებებით, რაც მათ აძლევთ საშუალებას რამდენიმე წლის განმავლობაში თვითონ აწარმოონ ბრენდული  მედიკამენტი. შესაბამისად, ბევრი ახალი მედიკამენტისთვის არ მოიპოვება გენერიკული ვერსიები. პატენტის ვადის გასვლის შემდეგ სხვადასხვა კომპანიებს შეუძლიათ შექმნან და გაყიდონ გენერიკები.

რატომ არის გენერიკული მედიკამენტები უფრო იაფი ვიდრე ბრენდული?

 კომპანიებს  გენერიკული მედიკამენტების წარმოებისას არ უწევთ  გადაიხადონ თანხა ახალი პრეპარატის შექმნისთვის, შესწავლისა და რეკლამისთვის. შესაბამისად, წარმოებისთვის უწევთ  უფრო ნაკლები თანხის გადახდა, ვიდრე ბრენდული მედიკამენტების მწარმოებლებს.  გარდა ამისა, ბაზარზე  გენერიკული მედიკამენტების რამდენიმე  კომპანიის მიერ წამოება ქმნის კონკურენტულ გარემოს, რაც ხელს უწყობს ფასების შემცირებას.

შესაძლებელია თუ არა თანხის დაზოგვა დაზღვევით გენერიკული მედიკამენტების 

შეძენის დროს?   

დიახ. სადაზღვევო კომპანიებს  აქვთ უფრო დაბალი თანაგადახდები გენერიკული მედიკამენტების შეძენისას, ვიდრე ბრენდულების შემთხვევაში.  “თანაგადახდა” არის თანხის ის წილი, რომლის გადახდაც გიწევთ მედიკამენტის შეძენისას.

გენერიკული მედიკამენტების  მოქმედება და ხარისხი ისეთივეა, როგორც ბრენდულების შემთხვევაში?

 მწარმოებლებს გენერიკული მედიკამენტების წარმოებისას  სახელმწიფოს მხრიდან წაეყენება იგივე მოთხოვნები, როგორიც ბრენდული მედიკამენტების შემქმნელ კომპანიებს. გენერიკული მედიკამენტების წარმოებისას  უნდა დაიცვან დადგენილი წესები წამლის ხარისხის, სიძლიერის და უსაფრთხოების შესახებ.  სახელმწიფო მწარმოებლების მხრიდან ითხოვს გენერიკული ვერსიების ტესტირებას, რათა დარწმუნდნენ, რომ მედიკამენტები  ბრენდული მედიკამენტების ანალოგიურად მუშაობს.

როგორ უნდა ჩავანაცვლო ბრენდული  მედიკამენტი გენერიკულით?

 იმისათვის, რომ აარჩიოთ თქვენთვის სასურველი გენერიკული მედიკამენტი და  დაზოგოთ თანხა, საჭიროა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ისინი დაგეხმარებიან  გაარკვიოთ,  არსებობს თუ არა თქვენთვის გამოწერილი ბრენდული მედიკამენტის გენერიკული ვერსიები. ნებისმიერ დროს, როდესაც გადაწყვეტთ  მედიკამენტის შეცვლას, საჭიროა მჭიდროდ  ითანამშრომლოთ ექიმთან, რათა თავიდან აიცილოთ არასასურველი შედეგები. მკურნალობაში მედიკამენტების ჩანაცვლებსას შესაძლოა ექიმს დასჭირდეს იმის გადამოწმება, სწორად მუშაობს თუ არა  არჩეული პრეპარატი. ასევე, მედიკამენტების ჩანაცვლებისას მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ როგორ გამოიყურება  ახალი მედიკამენტი, მისი აქტიური, მოქმედი ნივთიერება და  თუ რომელი მედიკამენტის ანალოგია იგი.  დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც ადამიანები  იღებდნენ ერთსა და იმავე მედიკამენტს რამდენიმეჯერ, რადგან ბრენდული და გენერიკული მედიკამენტების ტაბლეტები განსხვავებულად გამოიყურებოდა და ფიქრობდნენ, რომ იღებდენენ 2 სხვადასხვა პრეპარატს.  

 ყოველთვის ხელმისაწვდომია თუ არა ჩემთვის გამოწერილი მედიკამენტების გენერიკები და შემიძლია თუ არა მათი ავტომატურად შეძენა?

 ყოველთვის არა.  ეს დამოკიდებულია ექიმის მითითებებსა და თქვენს საცხოვრებელ რეგიონში არსებულ კანონებზე.  ასევე შეგიძლიათ მიმართოთ აფთიაქს, რათა გაარკვიოთ, არის თუ არა  თქვენთვის საჭირო გენერიკული ვერსიები და მათი ხელმისაწვდომობა.

აქვთ თუ არა ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს ბრენდული და გენერიკული სახელწოდებები?  

 მედიკამენტებს, რომელთა შეძენაც შეგიძლიათ რეცეპტის გარეშე, ეწოდება “ურეცეპტოდ გასაცემი” ან “OTC” მედიკამენტები.  ბაზარზე არსებობს მრავალი განსხვავებული ბრენდული სახწლწიდების OTC პრეპარატები მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთსა და იმავე აქტიური ნივთიერებას შეიცავს.

მაგალითად ფართოდ გავრცელებული ტკივილგამაყუჩებელი აცეტამინოფენი,ასევე ფართოდ ცნობილი, როგორც პარაცეტამოლი, ბაზარზე იყიდება სხვადასხვა  ბრენდული სახელწოდებით, მაგალითად Tylenol და Panadol.   არსებობს  გაციების და ხველის საწინააღმდეგო მრავალი საშუალება, რომლებიც რამდენიმე სხვადასხვა კომპონენტთან ერთად შეიცავენ  პარაცეტამოლს.  აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ყოველთვის წაიკითხოთ ან დააზუსტოთ ინფორმაცია ფარმაცევტთან ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების შემადგენლობის შესახებ , რათა არ მოხდეს ერთი და იგივე მედიკამენტის სხვადასხვა სახით მიღება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დოზის გადაჭარბება და ადამიანის ორგანიზმისთვის საზიანო შედეგები. OTS პრეპარატების ბრენდული და გენერიკული  სახელწოდებები, ასევე მოკლე ინფორმაცია წამლის შესახებ, დატანილია მედიკამენტების   პირველად ან მეორეულ შეფუთვებზე.

 არის თუ არა “ბიოსიმილარები“  ბიოლოგიური მედიკამენტების გენერიკული ვერსიები?

ბიოსიმილარები “ბიოლოგიური” მედიკამენტების ახლო, თუმცა არა ზუსტი ვერსიებია.  “ბიოლოგიური მედიკამენტები” კომპლექსური  პრეპარატებია, რომლებიც მზადდება ლაბორატორიაში ცოცხალი უჯრედების გამოყენებით, რაც განაპირობებს მათ სიძვირეს. “ბიოსიმილარული” ვერსიები ხელმისაწვდომია ზოგიერთი ბიოლოგიური მედიკამენტისთვის. მათზე ტარდება კვლევები, რათა დარწმუმდნენ მათ უსაფრთხოებაში.  გარდა ამისა ისინი შეიძლება უფრო იაფი ღირდეს ვიდრე ორიგინალი ვერსიები.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომ:

● უმეტესობა, ბიოსიმილარული მედიკამენტების მისაღებად საჭიროა ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტი.

 ●გარკვეული ბიოსიმილარი პრეპარატები, ადგილობრივად მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, აფთიაქში შეიძლება შეიცვალოს ორიგინალი ბიოლოგიური მედიკამენტებით, რომლებსაც “შემცვლელ ბიოსიმილარებს” უწოდებენ.

●ბიოსიმილარებს, როგორც წესი, აქვთ  ბრენდული და გენერიკული სახელწოდებები, რასაც მოსდევს 4-ასოიანი აბრევიატურა. მიუხედავად იმისა, რომ გენერიული ვერსიების ასოები განსხვავებულია, აქტიური ნივთიერებები ერთი და იგივეა. მაგალითად ბიოლოგიური მედიკამენტისთვის  ინფლიქსიმაბი ბრენდული სახელწოდებით Remicade,  რომელიც გამოიყენება წყლულოვანი კოლიტის, კრონის და და სხვადასხვა  დაავადებების სამკურნალოდ, ხელმისაწვდომია “ბიოსიმილარი” ვერსიები.  მათ შორისაა Avsola -ზოგადი სახელი: infliximab-axxq,  Inflectra ზოგადი სახელი: infliximab-dyyb და Renflexis ზოგადი სახელი: infliximab-abda.