ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი (aed) – მიმოხილვა

ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი (aed) – მიმოხილვა

ავტორი: ლადო კვაჭაძე

შესავალი
 გულის უეცარი გაჩერება (SCA)  მოულოდნელად გულის ფუნქციის შეჩერებას გულისხმობს, რაც ჰემოდინამიკურ კოლაფსს იწვევს.

იგი  უმეტესწილად განპირობებულია  პარკუჭოვანი ფიბრილაციით (VF) ან უპულსო პარკუჭოვანი ტაქიკარდიით (pVT).  გულის უეცარი გაჩერება მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ჯანმრთელობის გამოწვევას წარმოადგენს, რაც ინდუსტრიულ ქვეყნებში საერთო სიკვდილიანობის დაახლოებით 5-15%-ს განაპირობებს.

მიუხედავად იმისა, რომ გულის უეცარი გაჩერების დროს გადარჩენის მაჩვენებელი კვლავ დაბალია, თანამედროვე მოსახლეობის მონაცემებიდან ჩანს, რომ როგორც საავადმყოფოს გარეთ, ისე საავადმყოფოში გულის გაჩერების გამოსავალი გაუმჯობესდა გასული წლებთან შედარებით. თუმცა, სისტემებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია, რაც შედეგების გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა. თანამედროვე მონაცემებით, საავადმყოფოს გარეთ გულის გაჩერების დროს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ მკურნალობის შემდეგ პაციენტების დაახლოებით 10 პროცენტი და VF-ის საწყისი რიტმის მქონე პაციენტების 30 პროცენტი საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ცოცხლობენ. აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის  მონაცემებით, საავადმყოფოში გულის გაჩერების გადარჩენის თანამედროვე მაჩვენებლები არის 20%  ყველა რითმისთვის და თითქმის 50% VF-ის საწყისი რითმის მქონე პაციენტებისთვის.

სხვადასხვა ინტერვენციები VF-ის რეანიმაციის შანსებს აუმჯობესებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია გულის რითმის აღდგენისა და სპონტანური ცირკულაციის დასაწყებად გარეგანი ელექტროშოკის დროული მიწოდებაა.

ადრეული დეფიბრილაცია  ასოცირებულია გადარჩენის უფრო მაღალ ალბათობასთან, რაც ყოველ დამატებით წუთზე დეფიბრილაციის დაგვიანებისას დაახლოებით 5-დან 10 პროცენტამდე მცირდება. ადრეული დეფიბრილაციის პოტენციალი საუკეთესოდ ილუსტრირებულია კაზინოებში ჩატარებული დეფიბრილაციის შედეგებით; პაციენტებს რომელთაც ჰქონდათ VF და შოკი მიწოდებულ იქნა გულის გაჩერებიდან 3 წუთში, 74 პროცენტი გადარჩა.

2017 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორების (AED) დროული გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის გადარჩენის შანსს. როდესაც AED-ს იყენებს არასამედიცინო პერსონალი (მაგალითად, შემთხვევით გამვლელები), გადარჩენის მაჩვენებელი 53 პროცენტს აღწევს. შედარებისთვის, პროფესიონალების მიერ, რომლებიც ადგილზე საგანგებო სამედიცინო დახმარების ცენტრების მითითებით მიდიან, გადარჩენის მაჩვენებელი 29 პროცენტია.

AED-ის ხელმისაწვდომობა და სწრაფი გამოყენება გულის გაჩერების  დროს შესაძლებლობას იძლევა, დროულად მოხდეს რითმის დეფიბრილაცია, რაც გადარჩენის და ნორმალური ფუნქციონირების აღდგენის საუკეთესო შანსს წარმოადგენს.

ამ თემაში განხილულია AED-ების განვითარება, გამოყენება, განაწილება და ეფექტიანობა. სხვა ასპექტები, როგორიცაა ელექტრული კარდიოვერსია და დეფიბრილაცია, ცალკე განიხილება, როგორც ძირითადი და გაფართოებული გულის სიცოცხლის მხარდაჭერის მეთოდები.

ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორები (AED)

გადარჩენის შანსი დროის გათვალისწინებით

კვლევებმა აჩვენა, რომ გულის უეცარი გაჩერების (SCA) დროს გადარჩენის შანსი მნიშვნელოვნად მცირდება დროული დეფიბრილაციის გარეშე. თუ დეფიბრილაცია ხორციელდება გულის გაჩერებიდან ორ წუთზე გვიან, გადარჩენის შანსი 22 პროცენტამდე ეცემა. მაშინ, როცა ორ წუთში ჩატარებული დეფიბრილაციის შედეგად ეს მაჩვენებელი 39 პროცენტამდე იზრდება.

AED-ები საავადმყოფოებში

პატარა კვლევებმა აჩვენა, რომ საავადმყოფოს შიგნით AED-ების განთავსება, როგორც კლინიკურ და არაკლინიკურ ზონებში დეფიბრილაციის პროცესს ამარტივებს და აჩქარებს. 2000-2008 წლებში 253 ამერიკისა და კანადის საავადმყოფოში შეგროვებული მონაცემების მიხედვით 11 695 პაციენტიდან, რომელთაც გულის გაჩერება განიცადეს, 39 პროცენტთან AED იქნა გამოყენებული.

  • არასაშოკე რითმების დროს (მაგალითად უპულსო ელექტრული აქტივობა და ასისტოლია), აგდ-ს გამოყენება გადარჩენის მაჩვენებელზე არ მოქმედებს.
  • საშოკე რიითმების დროს (უპულსო ვენტრიკულური ტაქიკარდია და პარკუჭოვანი ფიბრილაცია) აგდ-ს გამოყენება  დაკავშირებულია გადარჩენის მაღალ მაჩვენებელთან.

AED-ები სამედიცინო და სტომატოლოგიურ პრაქტიკაში

გულის უეცარი გაჩერება სამედიცინო ან სტომატოლოგიურ პრაქიკაში იშვიათი მოვლენაა. მაგალითად, დიალიზის ცენტრებში ასეთი შემთხვევების ალბათობა ყველაზე მაღალია (დაახლოებით ერთი შემთხვევა წელიწადში), მაშინ როცა სტომატოლოგიურ პრაქტიკებში რისკი გაცილებით დაბალია. მიუხედავად ამისა, ითვლება, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს AED საგანგებო შემთხვევებისთვის.

პრობლემები და შესაძლებლობები AED-ებთან დაკავშირებით

AED-ების გამოყენებას აქვს როგორც დადებითი, ასევე გარკვეული გამოწვევები:

  • AED-ის გამოყენება მოითხოვს დამსწრე პირს, რომელიც ჩართავს და მართავს აპარატს.
  • გულის უეცარი გაჩერების შემთხვევების დაახლოებით 50 პროცენტი დაუდასტურებელია, რაც ნიშნავს, რომ პაციენტი ხშირად გვიან ან არასწორადაა აღმოჩენილი.
  • AED-ის გამოყენება გულის რითმის დასადგენად მოითხოვს გფრ-ის დროებით შეწყვეტას, რაც ზოგჯერ ამცირებს რეანიმაციის წარმატების შანსს.
  • AED-ების შეძენა და განაწილება ხშირად მაღალი ღირებულების გამო რთულდება.

მომავალი პერსპექტივები და ტექნოლოგიური განვითარება

AED-ები სთავაზობენ პაციენტის მდგომარეობის უკეთეს გაგებას ელექტროკარდიოგრამის (ECG) მონაცემებით. ეს ინფორმაცია ხელს უწყობს მკურნალობის ოპტიმიზაციას.

  • მაგალითად, პარკუჭოვანი ფიბრილაციის ტალღის ფორმის მიხედვით შესაძლებელია შოკზე პაციენტის ფიზიოლოგიური რეაქციის პროგნოზირება.
  • ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ბიოსიგნალებზე დაყრდნობით მკურნალობის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად პერსპექტიულია, თუმცა ჯერ საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.

პროტატული AED-ები

პორტატული AED-ების გამოყენება პერსონალურ საჭიროებებზეა დამოკიდებული, თუმცა მათი როლი ჯერჯერობით სრულად დადგენილი არ არის.

შეჯამება

AED-ები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია გულის უეცარი გაჩერების დროს გადარჩენის შანსის გასაზრდელად. მათი დროული და სწორი გამოყენება, განსაკუთრებით ტექნოლოგიური გაუმჯობესებების პარალელურად, ხელს შეუწყობს რეანიმაციის პროცესის გაუმჯობესებას და უფრო მეტი პაციენტის სიცოცხლის გადარჩენას.