ქართული გადაუდებელი მედიცინის ჟურნალი
ჩვენ შესახებ
ქართული გადაუდებელი მედიცინის ჟურნალი წარმოადგენს სამედიცინო საგანმანათლებლო რესურსს, რომელიც შექმნილია სხვადასხვა დარგის პროფესიონალი პრაქტიკოსი ექიმებისა და მათი თანამოაზრეების მიერ. ჟურნალი განკუთვნილია როგორც ექიმებისთვის, ასევე პაციენტებისთვის.
ჟურნალი არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც მოიცავს მხოლოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ კლინიკურ მასალას. მასში წარმოდგენილია ინფორმაცია და სასარგებლო მასალები სხვადასხვა სამედიცინო დარგში, რომლებიც მიზნად ისახავს როგორც პროფესიონალების, ისე პაციენტების ინფორმირებულობის ამაღლებას.
ჟურნალი ხელმისაწვდომია ონლაინ ფორმატში, და სიახლეების რეგულარულად მისაღებად რეკომენდებულია გვერდის გამოწერა.
ქართული გადაუდებელი მედიცინის ჟურნალი დაარსდა 2024 წლის დეკემბერში, მისი მთავარი მიზანია, ქართველ მკითხველს თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის სიახლეები გაუზიაროს და ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი გახადოს.

ჩვენი რედაქტორები

ნანო შვანგირაძე
ნანო შვანგირაძე არის პედიატრიის და ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის მიმართულებით გამოცდილი ექიმი და ასევე პედაგოგი.
მას აქვს საერთაშორისო გამოცდილება, მიღებული ლონდონის The Great Ormond Street Hospitals-ში და ბულგარეთის, პლევენის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰოსპიტალსში სასწავლო-პრაქტიკული კურსების ფარგლებში.
ნანო აქტიურად აქვეყნებს სამეცნიერო სტატიებს სხვადასხვა ჟურნალებში და არის არაერთი საერთაშორისო კონგრესის მომხსენებელი. ასევე, ქართული ეროვნული და შიდა ჰოსპიტალური რამდენიმე პროტიკოლის ავტორი. იგი იყო გადაუდებელი მედიცინის ჟურნალის პედიატრიის მიმართულების ერთერთი მთავარი რედაქტორი. ნანო არის საქართველოს კლინიკური პედიატრიის ასოციაციის თანადამფუძნებელი და ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის უწყვეტი სამედიცინი განათლების პროგრამის განმახორციელებელი.
ასევე, ამერიკის გულის ასოციაციის BLS, ACLS, PALS და PHTLS-ის პროვაიდერი.
ამჟამად მუშაობს თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში, ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტის პოზიციაზე. არის გადაუდებელი დახმარების ტრენერი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლინიკური უნარჩვევების კათედრის ლექტორი და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინსტრუქტორი.
ლადო კვაჭაძე
ლადო კვაჭაძე არის კარდიოლოგიის მიმართულებით გამოცდილი ექიმი და პედაგოგი, რომლის პროფესიული საქმიანობა მოიცავს როგორც კლინიკურ პრაქტიკას, ასევე სამეცნიერო და აკადემიურ მუშაობას. მას აქვს საერთაშორისო გამოცდილება, მიღებული გერმანიისა და პოლონეთის წამყვან გულის ცენტრებსა და ჰოსპიტალებში სასწავლო-პრაქტიკული კურსების ფარგლებში.
ის მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა აკადემიკოს გულნარა ჩაფიძესთან (ურგენტული კარდიოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში), რომლის ხელმძღვანელობით აითვისა გადაუდებელი კარდიოლოგიის სპეციალობა და მონაწილეობდა ცენტრის სამეცნიერო საქმიანობაში.
ლადო აქტიურად აქვეყნებს სამეცნიერო სტატიებს საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში და არის არაერთი საერთაშორისო კონგრესის მომხსენებელი. მისი სამეცნიერო კვლევები ფოკუსირებულია მიკრობიოლოგიურ, პათოფიზიოლოგიურ და კარდიოლოგიურ საკითხებზე.
ამჟამად მუშაობს აკად. ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში, სადაც მონაწილეობს კარდიოლოგიური დეპარტამენტის განვითარებაში. ასევე, არის გადაუდებელი დახმარების ტრენერი და პათოფიზიოლოგიის მოწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.
ლადო კვაჭაძის პროფესიული საქმიანობა გამოირჩევა მაღალი ხარისხის პრაქტიკული და აკადემიური შედეგებით, რაც განაპირობებს მის მნიშვნელოვან წვლილს ქართულ და საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებაში.

ნებული ნიშნიანიძე
მეან-გინეკოლოგი
ნებული აქტიურადაა ჩართული როგორც პრაქტიკულ ასევე საგანმანათლებლო სფეროში. ის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდიდანაა დაინტერესებული მეანობა-გინეკოლოგიითა და ფეტალური მედიცინით.
უწყტვეტად ღებულობს საერთაშორისო ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობას. 2021 წლიდან შეუდგა დამოუკიდებელ სამედიცინო მოღვაწეობას საქართველოში, რაც გულისხმობს როგორც ორსულობის და მშობიარობის მართვას, ასევე გინეკოლოგიური პათოლოგიების – როგორც ამბულატორიულ ასევე ქირურგიულ მართვას. ნებულიმ 2021 წელს წარადგინა საკუთარი იდეა ,,მეოთხე ტრიმესტრის შერეული მართვის მოდელი, პროექტში ,,იდეების ლაბორატორია,, რომელიც გახდა პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული.
ამჟამად მუშაობს გერმანიის ქალაქ ანკლამში ( AMEOS Klinikum Anklam, Geburtshilfe und Gynäkologie), სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში.
მისი საქმიანობა მოიცავს პაციენტებთან კომუნიკაციას, ამბულატორიულ კონსულტაციის წარმართვას და სამკურნალო ღონისძიებების განხორციელებას, სხვადასხვა სამეანო თუ გინეკოლოგიურ ოპერაციებზე ასისტირებას, სამეანო -გინეკოლოგიური სპექტრის სამედიცნო მდგომარეობების ულტრასონოგრაფიულ შეფასებას.
ნებული საუბრობს 4 ენაზე, მისი ჰობია მხატვრული ლიტერატურის კითხვა, კაიაკინგი, მოგზაურობა.
ნინო ბალანჩივაძე
ნინო ბალანჩივაძე არის ფარმაციის მაგისტრი.
მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. იგი უნივერსიტეტში სწავლის დროს გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რის გამოც იღებდა პრეზიდენტის სტიპენტიას და სარგებლობდა სახელმწიფო გრანტით.
ასევე წარმატებით გაიარა მაგისტრატურის პროგრამა ფარმაციის მენეჯმეტის დარგში.
2011 წლიდან დღემდე მუშაობს PSP – ს სააფთიაქო ქსელში და ამჟამად იმყოფება მენეჯერის პოზიციაზე.
ნინო ბალანჩივაძე არაერთი წლის განმავლობაში იყო მენტორი ფარმაცევტი. იგი ჩართული იყო ახლგაზრდა ფარმაცევტების პროფესიულ სწავლებაში.
ნინოს პროფესიული განვითარების სხვადასხვა დროს გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და სემინარი.
მის განსაკუთრებულ ინტერესის სფეროს წარმოადგენს კლინიკური ფარმაცია, რის გამოც მუდმივად ეცნობა ფარმაცევტულ სფეროში არსებულ სიახლეებს და უზიარებს თავის კოლეგებს და ექიმებს.


ეკა ნახუცრიშვილი
ეკა ნახუცრიშვილი არის ბავშვთა რევმატოლოგი, ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტი, დამოუკიდებელი სამედიცინო პრაქტიკის უფლება 2020 წელს მიიღო. ამჟამად მუშაობს თსსუ გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში.
ეკა არის თსსუ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ,,გახდი ექიმის” კურსის კოორდინატორი და ასწავლის SBMJ მოდულში რევმატოლოგიის მიმართულებას.
ასევე თსსუ პედიატრიის N1 დეპარტამენტისა და ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის კათედრის მოწვეული პედაგოგია. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამედიცინო სტატია რეფერირებად ჟურნალში.
აქტიურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებსა და გაცვლით პროგრამეში.
მან გაიარა კლინიკური პრაქტიკული კურსი გრაცის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ავსტრია).
ეკა ნახუცრიშვილი არის ევროპის ბავშვთა რევმატოლოგთა საზოგადოებისა და ბავშვთა რევმატოლოგიის საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის წევრი.
ის ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
მარიამ თურმანაული
მარიამ თურმანაული არის ჩაფიძის გულის ცენტრის ექიმი კარდიოლოგი.
იგი ჩართულია როგორც კლინიკურ , ასევე აკადემიურ საქმიანობაში. მარიამი არის მოწვეული ლექტორი კავკასიის საერთაშორისო და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტებში. იგი უძღვება როგორც ქართულენოვან, ასევე ინგლისურენოვან სტუდენტების ჯგუფებს. მას აქვს მიღებული ბრწყინვალე გამოცდილება თურქეთისა და პოლონეთის საუნივერსიტეტო კლინიკებში.
მარიამ თურმანაული აქტიურად აქვეყნებს სტატიებს სხვადასხვა ქართულ და საერთაშორისო ჟურნალებში. მისი აკადემიური საქმიანობა ასევე მოიცავს სამედიცინო მიმართულების ტრენინგების ჩატარებას სტუდენტებისთვის და რეზიდენტებისთვის.
მარიამი გატაცებულია მოგზაურობით. ის წელიწადის სხვადასხვა დროს სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებს. ეცნობა ადგილობრივ კულტურას და ტრადიციებს.
მარიამის განსაკუთრებული ინტერესის სფეროა მტკიცებულებაზე დაფუძვნებული მედიცინის სიახლეების მუდმივად გაცნობა და კოლეგებისთვის გაზიარება.
